Saturday, July 4, 2015

აგენტი ჯაში-სლუჩაინი და თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილება (თავები წიგნიდან - თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკი) ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი)

აგენტი ჯაში-სლუჩაინი და თბილისის ,,ოხრანკის
განყოფილება
(თავები წიგნიდან - სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკიტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები, 2011, თბილისი)

      ილიას ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, დიმიტრი ჯაშის თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების აგენტად მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში საკმაოდ მრავლადაა. მათ შორისაა ჩემს მიერ მოძიებული ზემოთ ნახსენები, ჯაში-სლუჩაინის და სხვა აგენტების მიერ, ყოველთვიურად მიღებული ხელფასის უწყისები. ამ უწყისებს აწერია - ,,თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების საიდუმლო აგენტურაზე დახარჯული ფულის ანგარიში. მათში მითითებულია აგენტების მიერ თანხის მიღების თვე და წელი. ასევე დროც, თუ როდიდან გახდნენ ისინი ,,ოხრანკის განყოფილების აგენტები. თანხის გაცემის ყველა უწყისში, ჯაში-სლუჩაინის მეტსახელის გასწვრივ გრაფებში, ,,ოხრანკაში აგენტად მუშაობის დაწყების დროდ მითითებულია 1909 წლის აპრილი. [211] (დოკ.- 5.1-5.2)
      1909 წლის აპრილში ჯაში-სლუჩაინის სახელფასო თანხა 40 მანეთს შეადგენდა და შემდეგ თვეებში თანხა ნელ-ნელა იზრდება. 1909 წლის ოქტომბერში, იგი უკვე 55 მანეთს, ხოლო 1910 წლის თებერვლიდან კი 70 მანეთს იღებდა. [212]
      იმის საბოლოოდ დასადასტურებლად, რომ დიმიტრი ჯაში სწორედ 1909 წლიდან ხდება ,,ოხრანკის აგენტი, მინდა მოვიშველიო სხვა დოკუმენტიც. ესაა კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილების ერთ-ერთ საქმეში არსებული თბილისის ,,ოხრანკის და კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილებების ოფიცრების . . ,,საატესტატო ფურცლები. მათში ამ ტიპის კითხვების გარდა, თუ რამდენად იცნობენ თითოეული მათგანი რევოლუციურ მოძრაობას ,,სამუშაო რეგიონში, ერკვევიან თუ არა ადგილობრივ სპეციფიკაში და სხვა, არის ასეთი კითხვაც - რამდენი საიდუმლო თანამშრომელი (.. აგენტი) შეიძინეს პირადად მათ 1909 წელს, რომელ პარტიებში, რამდენია მათ შორის ინტელიგენტი და მუშა.
       თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსს პოდპოლკოვნიკ . კარაულოვს ,,საატესტატო ფურცელში არსებულ კითხვაზე, - ,,1909 წელს პირადად მან რამდენი საიდუმლო თანამშრომელი (აგენტი) ,,შეიძინა, რომელ პარტიებში, ინტელიგენტები თუ მუშები?, პასუხად გაცემული აქვს, რომ მან პირადად ,,შეიძინა შემდეგი აგენტები: სოციალისტ-რევოლუციონერებში - ,,ტრიდცატ პერვი, ,,ვინტი, ორივე მუშა; სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში - ,,მალენკი და ,,მორტიმერი, ორივე მუშა; ,,დაშნაკცუტუნის პარტიაში ,,კარო და ,,ვასილი, ორივე მუშა; ,,მუჯახედინის პარტიაში - ,,სათარხანი, ინტელიგენტი; ტერორისტ-მძარცველების ჯგუფში - ,,პულიმიოტი, მუშა; სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში - ,,სლუჩაინი და ,,დვარიანინი, ორივე ინტელიგენტი. [213] (დოკ.- 6.1-6.3) ამრიგად ის, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე დიმიტრი ჯაში არ იყო თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების აგენტი ამ დოკუმენტებით მთლიანად დასტურდება.
       ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ასევე მოვიძიე პოდპოლკოვნიკ . კარაულოვის 1910 წლის 28 ივლისის ,,ოხრანკის განყოფილების დოკუმენტების . . ,,ჩასაბარებელი უწყისი, რომელშიც მის მიერ ჩამოთვლილია ის საქმეები, რომლებიც მან სხვა თანამდებობაზე გადასვლის წინ გადააბარა. მათ შორისაა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების 1905, 1906, 1908, 1909, 1910 წლების აგენტურული საქმეების აღწერის ჩამონათვალი.
       ამ დოკუმენტში, გადაბარებული საქმეების ჩამონათვალში 1905 წელს არც ერთი აგენტურული საქმე არაა მითითებული. 1906 წელს კი ჩამოთვლილია სხვადასხვა პარტიები და მითითებულია რამოდენიმე საიდუმლო აგენტის საქმე, მათ შორის: ,,ბაკუნინი ,,ივანოვი ,,ნიკოლაძე, ,,ვაჟნი და სხვ. ერთ-ერთი არის ,,სლუჩაინია- (და არა ,,სლუჩაინი - ..) სახელწოდებით. 1907 წელს ჩამოთვლილია რევოლუციური პარტიები, რომლებზეც ჩანს ცალკე საქმეები ჰქონდათ გახსნილი და ასევე აგენტების პირადი საქმეები: ,,ივანოვი, ,,ვაჟნი, ლეტუჩი ,,ბლუზა ,,სმელი და ბოლოში დასახელებულია ,,სლუჩაინი. [214] (დოკ.- 7.1-7.3)
    A აგენტურული მეტსახელების ,,სლუჩაინია- და ,,სლუჩაინი- ამ დოკუმენტებში ნახვისას, სიმართლე უნდა ვთქვა, ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს დიმიტრი ჯაშის, როგორც აგენტის პირადი საქმეები იქნებოდა. შესაბამისად გამოდიოდა, რომ იგი, 1906 წლიდან თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების აგენტი იყო. ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ ვერ აღმოვაჩინე რეალური ხელმოსაჭიდი დოკუმენტი ამ მოსაზრების დასადასტურებლად. თავდაპირველად ეს ეჭვი გამიქარწყლა იმ გარემოებამ, რომ ვერც კოტე გორდელაძის საგამოძიებო კომისიამ და ვერც გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის წინა მოსამზადებელი ეტაპის გამომძიებლებმა ასეთი ინფორმაცია დიმიტრი ჯაშზე ვერ მონახეს.
      უამრავი დოკუმენტური მასალის გაცნობის და მათი ანალიზის შემდეგ გავარკვიე, რომ ,,ოხრანკის განყოფილებაში შესაძლებელი იყო, აგენტებისათვის ერთი და იგივე მეტსახელი მიეცათ. ასეთ პრაქტიკას ადასტურებს, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ყოფილი უფროსის პოლკოვნიკ ივანე პასტრულინის, 1917 წელს საგანგებო საგამოძიებო კომისიისათვის მიცემული ჩვენებიდან ამოღებული შემდეგი მასალა. მან პოდპოლკოვნიკ . კარაულოვის 1910 წლის ,,ჩასაბარებელ უწყისში, 1906-1907 წლების აგენტურული საქმეების ჩამონათვალში ნახსენები აგენტის მეტსახელი ,,ივანოვი დაარქვა ანდრეი ღულაძეს. . ღულაძე . პასტრულინის ჩვენებით, დაახლოებით 1910-იან წლებში ,,დააგენტურეს. იგი ეჭვმიტანილი ყოფილა გერმანელების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. . პასტრულინის სიტყვებით: ,,. ღულაძეს შევთავაზე, იმის სანაცვლოდ, რომ არ გაასამართლებდნენ, პერიოდულად გაეცნო ჩემთვის ქართული პრესის ამბები და ნაციონალური საკითხები... იგი შემდგომში მაძლევდა სხვადასხვა სახის ფართო ცნობებს, მათ შორის გიორგი მაჩაბელზე, რომელიც გადმოჯდა გერმანული წყალქვეშა ნავიდან შავი ზღვის სანაპიროზე. [215] (დოკ.- 10.5)      
      . პასტრულინი 1904 წელს დაინიშნა სამარის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1907 წელს გადავიდა სამარის ,,ოხრანკის განყოფილებაში და 1908 წელს კი გახდა მოსკოვის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსის თანაშემწე. . პასტრულინი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსად დაინიშნა მხოლოდ 1910 წლის დასაწყისში, 1909 წლის დეკემბერში პეტერბურგში გადასული და პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსად დანიშნული . ერიომინის მაგივრად. შესაბამისად, . პასტრულინი, როგორც კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის და თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი, . ღულაძეს, 1905-1906 წლებში ვერ შეხვდებოდა და, ბუნებრივია, აგენტი ,,ივანოვი, რომელიც თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების ზემოთმოყვანილ საბუთებშია დასახელებული, სულ სხვა პიროვნება იყო.
       ამრიგად, ერთი და იგივე მეტსახელის მსგავსების გამო, თბილისის ,,ოხრანკის აგენტების - 1906 წელს ,,სლუჩაინიას და 1907 წელს კი ,,სლუჩაინის გაიგივება დიმიტრი ჯაშთან მე არამართებულად მიმაჩნია.
       მინდა აქვე დავამატო, რომ საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში ჩემი ადრინდელი მუშაობის გამოცდილების შედეგად, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ვაგროვებდი მასალას სააკვალიფიკაციო ნაშრომისათვის - ,,საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, ვიცოდი რა, რომ, ,,ოხრანკის და ჟანდარმერიის ოფიცრები პერიოდულად გადიოდნენ ატესტაციას, დავიწყე მათი ძიება. მოვიძიე თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსის პოდპოლკოვნიკ . კარაულოვის ზემოთმოყვანილი ,,საატესტატო ფურცელი. მისმა შინაარსმა სრულად დაადასტურა ჩემი ვარაუდი, ანუ ის, რომ 1906-1907 წლებში აგენტურული მეტსახლების ქვეშ ,,სლუჩაინია- და ,,სლუჩაინის მოქმედ პირებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ დიმიტრი ჯაშთან. როგორც უკვე მივუთითე, . კარაულოვის ,,საატესტატო ფურცელში, აღნიშნულია, რომ მან აგენტი ,,სლუჩაინი, ანუ დიმიტრი ჯაში, 1909 წელს პირადად ,,შეიძინა, ანუ ,,დააგენტურა. ჩემს მოსაზრებას ამტკიცებს ისიც, რომ . კარაულოვის მიერ 1909 წელს ,,დააგენტურებული არც ერთი აგენტი მის 1910 წლის 28 ივლისის ,,ჩასაბარებელ უწყისში, არაა დასახელებული. ამასთან ერთად, ამ დოკუმენტში 1908, 1909, და 1910 წლებში აღარ არის ჩამოთვლილი არც პარტიები და არც აგენტების მეტსახელები.
      შეიძლება მკითხველს ეჭვი შეეპაროს, რომ დიმიტრი ჯაში 1906 წლის თებერვალში დაპატიმრებისას, ხომ არ ,,დააგენტურა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილებამ, რადგან იგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდა. ამის მტკიცებულებად კი მოიყვანოს ის წერილი, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე და რომელშიც, მის საკონდიტროს მუშების გაფიცვებთან კავშირზეა საუბარი. მე მივუთითე, რომ საქმეში ეს წერილი არ დევს, მაგრამ აგენტად გადაბირების შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ წერილის ხსენებასაც კი მოსპობდნენ საქმიდან. ვფიქრობ, აქ უფრო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მატერიალური დაინტერესების მიზეზით, ძიების საქმიდან მაკომპრომიტირებელი მასალების მოსპობასთან უნდა გვქონდეს საქმე. საერთოდ კორუფცია რუსეთის სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის და მათ შორის, ძალისმიერი სტრუქტურების ერთ-ერთი ,,თვალსაჩინო თანმდევი სენია დღესაც. ასეთი რამ კი იმ პერიოდში ხშირად ხდებოდა. მაგალითად, მიხა ბოჭორიძის მოგონებებით, 1908 წლის მაისში ბაქოში დაპატიმრებული ბოლშევიკი ტერორისტი თომა ჩუბინიძე, იხსნეს ფულით, რომელიც მათ ხელში ჩაუვარდათ ,,კოჯრის გზაზე გაკეთებული ექსიდან. [216] ამავე წლებში, როგორც ბოლშევიკი კოტე ცინცაძე წერს, ,,დამაპატიმრეს და მეორე დღეს დილით მეორე უბნის ბოქაულს (პრისტავი) დავიდოვს გადამცეს. ცოტა იმედი მომეცა, რადგან ვიცოდი, რომ დავიდოვი თავზე ხელაღებული მექრთამე იყო. [217] (ისტორიულ რეალიებში შორს წასვლა არცაა საჭირო, საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1990-იან წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომების დროს, ჩეჩენი მებრძოლები იარაღს სწორედ რუსი ოფიცრებისაგან ყიდულობდნენ.)
      აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 1906 წელს, თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსი როტმისტრი . . როჟანოვი ამ სახის ქმედებებით და საქმის უცოდინრობით ძალიან გამოირჩეოდა. მან სწორედ იმ ხანებში შეიტანა პატაკი გადაეყვანათ ისეთ სამსახურში, რომელიც პოლიტიკურ ძიებას არ შეეხებოდა, `რადგან სამუშაომ ძალიან დაუავადა ნერვები~. [218] ,,ნერვების დაავადება სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებით არაფერ შუაში არ იყო. . როჟანოვის მხრიდან პატაკის დაწერა იძულებითი ნაბიჯს წარმოადგენდა. . როჟანოვის საქმიანობის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მომზადებულ მოხსენებაში ,,პოლიტიკური ძებნის მდგომარეობა კავკასიაში, რომელიც ეხება 1906 წელს, ვკითხულობთ: ,,თბილისის ,,ოხრანკის უფროსი . როჟანოვი ,,ძირავდა აგენტურას, თითქმის მოსპო გარე მეთვალყურეობა, ძალიან გაუფრთხილებლად ეპყრობოდა მის განკარგულებაში არსებულ თანხებს, ,,ოხრანკის თანამშრომლებად იღებდა დაბალი მორალური თვისებების მქონე პირებს, რომლებიც იღებდნენ ქრთამებს, ვაჭრობდნენ ჩამორთმეული იარაღით, ატარებდნენ თვითნებურ დაპატიმრებებს და სხვა.
      მისი ქვემდებარე ,,ოხრანკის განყოფილების საქმიანობისადმი არასწორი დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ . როჟანოვმა არც კი მიაქცია ყურადღება იმ დროს ,,ოხრანკის ადგილობრივი ჩინების მიერ დაპატიმრებული ,,წითელი ასეულის მეთაურის, ყვირილის ხაზინის ძარცვაში, რამოდენიმე თანამდებობის პირის მკვლელობაში ბრალდებულის, არსენ ქარსიძის შეთავაზებას. ამ უკანასკნელმა . როჟანოვს განუცხადა, რომ მისთვის თავისუფლების მიცემის სანაცვლოდ, გასცემდა თავის კავშირებს რევოლუციურ ორგანიზაციებთან, დაასახელებდა 1906 წელს მომხდარი ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების მთავარ ორგანიზატორებს. . ქარსიძის ეს შეთავაზება საშუალებას იძლეოდა ამ რანგის რევოლუციონერის ,,დააგენტურებისათვის, მაგრამ . როჟანოვმა ეს შესაძლებლობა საერთოდ არ გამოიყენა. [219] მხოლოდ 1908 წელს, როცა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების და ასევე თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსები შეიცვალნენ, მაშინ მიაქციეს ყურადღება მის ჩვენებას საიდუმლო პოლიციის ადგილობრივმა მესვეურებმა და შედეგიც მიღეს. . ქარსიძემ დაასახელა 1907 წლის 13(14) ივნისს თბილისში ერევნის მოედნიდან, ბოლშევიკების მიერ განხორციელებული ცნობილი ექსპროპრიაციის მონაწილე პირები. შეგახსნებთ, რომ სხვადახვა ინფორმაციით, ექსპროპრიაციას ხელმძღვანელობდა სტალინი, უშუალოდ მონაწილეობდა ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტი კამო (ტერ-პეტროსიანი). საფოსტო ეტლიდან  გატაცებულ იქნა იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა, ზოგიერთი ცნობით 250 000, ზოგით კი 350 000 მანეთი.
       აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსების . როჟანოვის და . ანგილევის დროს, თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების ჩინოვნიკი ვასილ ტიროევი, როგორც შემდგომში გაირკვა, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატებთან და ერევნის მოედნიდან 1907 წლის ივნისის ზემოთ დასახელებულ ექსპროპრიაციაში მონაწილე პირებთან კავშირის გამო დააპატიმრეს კიდეც.
       საინტერესოა შემდეგი გარემოებაც. ამ და სხვა დაშვებული შეცდომების მიზეზით გათავისუფლებულმა . როჟანოვმა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილება გადააბარა როტმისტრ . ანგილევს, რომელმაც თავიდან უარი თქვა განყოფილების გადაბარებაზე, რადგან ძალიან არეული იყო ფინანსური დოკუმენტაცია და საერთოდ ჩაშლილი იყო აგენტურული მუშაობა. (ამის მიუხედავად . როჟანოვს პატაკი გადაყვანაზე მაინც დააწერინეს, რათა სულ არ გაეშვათ საიდუმლო პოლიციიდან. . როჟანოვი შემდეგში პეტერბურგში ჟანდარმების კურსებზე ლექციებს კითხულობდა. აი, ასეთი კარიერა გაიკეთა მან, როგორც ჩანს, ვიღაც დიდი მფარველების წყალობით - ..)
       დავუბრუნდეთ კვლავ დიმიტრი ჯაშს. 1906 წელს თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების მიერ დააგენტურებული პირების მონაცემები არ შეიცავს მსგავსებას დიმიტრი ჯაშთან. იგი ,,ოხრანკაში აგენტად მუშაობის დაწყების დროდ, სწორედ 1909 წელს ასახელებს და ფაქტია, ამის საწინააღმდეგო მასალა ვერც 1917 და ვერც 1941 წლებში, თვით საბჭოთა სპეცსამსახურებმაც კი ვერ აღმოაჩინეს. პირიქით, როგორც უკვე აღვნიშნე, მათ ჯაში-სლუჩაინის პირადი საქმე, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალების ანალიზიდან გამომდინარე, 1909 წლის გაზაფხულიდან იქნებოდა დაწყებული, გაასაიდუმლოეს და დამალეს.
       1910 წლის ივლისის ბოლოს ჯაში-სლუჩაინის ხელმძღვანელი ოფიცერი პოდპოლკოვნიკი . კარაულოვი გადაიყვანეს სხვა თანამდებობაზე. [220] სიმართლე უნდა ითქვას, ეს ადამიანი, რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიციის ოფიცერი, თავისი საქმის პროფესიონალი და არსებული სახელმწიფოს უერთგულესი მოხელე იყო. იგი არაფრით არ ჰგავდა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსის პოსტზე თავის წინამორბედებს, როტმისტრებს როჟანოვს და ანგილევს.
       პოდპოლკოვნიკი . კარაულოვი ბოლომდე აკონტროლებდა და მთლიანად მართავდა თავის აგენტებს, მათ შორის ჯაში-სლუჩაინის. ამაზე მეტყველებს არა მარტო მისი საქმიანობა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსად, არამედ მომდევნო წლებში ნიჟეგოროდის და . . ,,სამხრეთის რაიონული ოხრანკის უფროსის თანამდებობებზე. სხვათა შორის, ამ უკანასკნელი ორგანოს განმგებლობაში შედიოდა ოდესის ტერიტორიაც, სადაც თბილისის გიმნაზია დამთავრებული მისი ერთ-ერთი აგენტი ივანე კარბელაშვილი (მეტსახელებით - დვარიანინი, გერცენი) ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა. (ჩანს, რომ კარბელაშვილის იქაური მეტსახელი (კლიჩკა) იყო ,,გერცენი.) . კარბელაშვილი იქაც აგრძელებდა თავის აგენტურულ საქმიანობას ,,სამხრეთის რაიონული ოხრანკის უფროს . კარაულოვის და ასევე, პოლიციის დეპარტამენტის . . ,,ცენტრალური აგენტის რანგში. [221] პოდპოლკოვნიკი . კარაულოვი 1910 წლის ივლისის ბოლოს გადავიდა ახალ თანამდებობაზე, ანუ როგორც ჩანს, მის მიერ წარმატებით განხორციელებული ღონისძიებები სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წინააღმდეგ და ბოლშევიკების საიდუმლო სტამბის აღმოჩენა, გახდა მისი დაწინაურების მიზეზი. [222] პოდპოლკოვნიკ . კარაულოვის შემდგომი კარიერიდანაც დასტურდება, რომ იგი რუსეთის საიდუმლო პოლიციის ერთ-ერთ მართლაც ნიჭიერ და საქმის მცოდნე კადრს წარმოადგენდა. 1917 წლის ოქტომბრის შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ, სამოქალაქო ომის დროს . კარაულოვი ადმირალ კოლჩაკის სამხედრო კონტრდაზვერვის ცენტრალური განყოფილების უფროსი გახდა. [223]
G   თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსის პოსტზე, რუსეთის საიდუმლო პოლიციის ეს გამოცდილი ოფიცერი გარკვეული პერიპეტიების შემდეგ, ტომსკის ,,ოხრანკის უფროსის მოადგილე როტმისტრმა კარპოვმა შეცვალა. რა პერიპეტიებზეა საუბარი? საქმე იმაშია, რომ . კარაულოვმა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილება ჯერ გადააბარა რაიონული ,,ოხრანკის ოფიცერს, როტმისტრ ლომიაშვილს, რომელსაც მფარველობდა და მხარს უჭერდა კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის ადრინდელი უფროსი პოლკოვნიკი . ერიომინი. [224] როგორც ჩანს, როტმისტრი ლომიაშვილი კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილების ახალ უფროს პოლკოვნიკ . პასტრულინთან და კავკასიის მეფისნაცვლის კარზე მხარდაჭერით არ სარგებლობდა. საქმე იმაშია, რომ იგი ამ პოსტზე ძალიან მცირე ხანი მუშაობდა. ვფიქრობ, . ერიომინის პეტერბურგში გადასვლის შემდეგ, რომელსაც რუსეთის სამეფო კართან ძალიან დაახლოებული პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, . პასტრულინის საქმიანობაში და საერთოდ, კავკასიაში არსებული საიდუმლო პოლიციის ადგილობრივი ორგანოების საკადრო ცვლილებებში მეფისნაცვალი . . ვორონცოვ-დაშკოვი აქტიურად და უხეშად ერეოდა. კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის 1910 წლის 18 აგვისტოს წერილში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისადმი (როგორც უკვე აღვნიშნე, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს ასევე შეთავსებული ჰქონდა ,,კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილების უფროსის თანამდებობაც) ნათქვამია, რომ - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსად პოდპოლკოვნიკ კარაულოვის მაგივრად დაინიშნოს, ტომსკის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსის მოადგილე როტმისტრი კარპოვი. [225] ანუ, . პასტრულინი ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილი საკადრო ცვლილების საქმის კურსში ჩააყენეს.
       აშკარაა, რომ პოლკოვნიკ . პასტრულინს არ გააჩნდა ის ძალა და გავლენა, რაც თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს და ,,კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილების ადრინდელ ხელმძღვანელ პოლკოვნიკ . ერიომინს. შედეგად, 1910 წლის 21 სექტემბერს, თბილისის ,,ოხრანკის განყოფილება ჩაიბარა ჟანდარმთა ცალკე კორპუსის როტმისტრმა კარპოვმა. [226] მან ასევე გადაიბარა . კარაულოვის ხელმძღვანელობით ,,მომუშავე აგენტურა რევოლუციურ პარტიებში, მათ შორის ჯაში-სლუჩაინი.
       თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების ახალი უფროსის საქმიანობის დასახასიათებლად მომყავს ცნობილი ბოლშევიკის აბელ ენუქიძის მოგონებიდან შემდეგი მასალა. . ენუქიძე წერს, როცა დააპატიმრეს და ჩვენებას ართმევდა როტმისტრი კარპოვი, მის კაბინეტში შემოუტანიათ ორი ჩემოდანი საზღვარგარეთული ლიტერატურა. მათ შორის გაზეთების - ,,ისკრის, ,,ზარიას ნომრები, ასევე ლენინის ბროშურა ,,რა ვაკეთოთ?. როდესაც მარტო დარჩენილან უთხოვია ჟანდარმისათვის ,,რომლის სახეც სიმპათიური ეჩვენა, რომ დაეთვალიერებინა რევოლუციური შინაარსის აღნიშნული დოკუმენტები და თან აეღო გაზეთი და ბროშურა.
       . ენუქიძის სიტყვებით, ,,მან თავდაპირველად მკაცრი უარი მტკიცა, ხოლო შემდეგ კი გამაფრთხილა, რომ უკეთუ ამ ნივთებს მინახავდნენ გაჩხრეკის დროს, უარესი იქნებოდა ჩემთვის... ალბათ ჩემმა მდგომარეობამ და გულწრფელმა თხოვნამ გავლენა მოახდინა მასზე და მანაც წაიბურტყუნა, მაშ კარგი, წაიღეთ, მაგრამ იცით ფრთხილად. . ენუქიძეს აუღია გაზეთი ,,ისკრა და ლენინის ბროშურა, რომლებიც მისი თქმით, მეტეხის ციხეშიც კი შეუტანია. [227] მე მისი მოგონება, ჯერ კიდევ, 1992 წელს წავიკითხე და შესაბამისი ამონაწერიც გავაკეთე. ახლა, როცა პირად არქივში ხელახლა ვამუშავებდი დოკუმენტებს, წავაწყდი მასზე წაწერილ ჩემს მიერ კომენტარს - ,,გაგიჟდება კაცი!. მკითხველს ვთხოვ მაპატიოს ეს ლირიული გადახვევა, მაგრამ დღესაც სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო, საიდუმლო პოლიციის იმ ოფიცრის მისამართით, ვინც ასე უგულვებელყოფდა თავის მოვალეობას.
       ცხადია, როგორც მკვლევარი ბრმად არ ვენდობი რევოლუციონერების მოყოლილ ისტორიებს. ისინი ხშირად სუბიექტურია და ამიტომ, როცა მათ ვიშველიებ, მომყავს რა რაიმე მოსაზრების დასასაბუთებლად, ყოველთვის ვცდილობ შევავსო დოკუმენტური დადასტურებებით, საარქივო მასალებით. ვფიქრობ, საიდუმლო პოლიციის ოპერატიულ საქმიანობაში როტმისტრ კარპოვის უცოდინრობა და სისუსტე აშკარად დასტურდება, 1911 წელს უშუალოდ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ,,მომუშავე აგენტ ჯაში-სლუჩაინის ,,პროვოკაციული ქმედებიდან.



No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.