დიმიტრი
ჯაშის ვინაობისათვის
(ვინ იყო ილია
ჭავჭავაძის მოურავი
დიმიტრი ჯაში
-
სოციალ-დემოკრატი თუ
,,ოხრანკის~ აგენტი?)
(თავები წიგნიდან - თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკი) ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი)
მკვლევარებში დღეს ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მომზადებასა და ორგანიზებაში გარკვეულწილად მონაწილეობდა მისი ,,ახალი“ მოურავი დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში. ცნობილია, რომ 1907 წლის 7 ივნისს ილიას ძალიან სანდო და ერთგული მოურავი მოსე მემარნიშვილი მოკლეს. სწორედ მისი მკვლელობის შემდეგ ილიამ, თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, საკუთარი დის რჩევით მოურავად აიყვანა დიმიტრი ჯაში.
მკვლევარებში დღეს ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მომზადებასა და ორგანიზებაში გარკვეულწილად მონაწილეობდა მისი ,,ახალი“ მოურავი დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში. ცნობილია, რომ 1907 წლის 7 ივნისს ილიას ძალიან სანდო და ერთგული მოურავი მოსე მემარნიშვილი მოკლეს. სწორედ მისი მკვლელობის შემდეგ ილიამ, თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, საკუთარი დის რჩევით მოურავად აიყვანა დიმიტრი ჯაში.
აქვე მინდა შევნიშნო, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი კარგად ვერ ერკვევა რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიციის ორგანოების საქმიანობაში და მოვალეობებში,
ერთმანეთში
ერევათ
ჟანდარმერიის,
როგორც
პოლიტიკური
ძიების
და
,,ოხრანკის~,
როგორც
პოლიტიკური
ძებნის
ორგანოს
საქმიანობა.
ისინი
ხშირად
ყოვლგვარი
დოკუმენტური
დასაბუთების
გარეშე
ამტკიცებენ,
რომ
დიმიტრი
ჯაში
1907 წელს
უკვე
იყო
ხან
ჟანდარმერიის,
ხანაც
,,ოხრანკის~
აგენტი.
დოკუმენტურად
დასაბუთებულია,
რომ
1907 წელს
თბილისის
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
არ
შეეძლო
აგენტების
ყოლა.
ასე
რომ,
დიმიტრი
ჯაში
შესაძლოა
მხოლოდ
თბილისის
,,ოხრანკის“
განყოფილების
აგენტი
ყოფილიყო.
ამ
საკითხს
დაწვრილებით
ცოტა
ქვემოთ
განვიხილავ.
ახლა რაც შეეხება ქართული საზოგადოებისათვის ცნობილ ინფორმაციებს
დიმიტრი
ჯაშის,
როგორც
ილიას
მკვლელობამდე
,,ოხრანკის”
აგენტობის,
ასევე
მეფის
ხელისუფლების
წარმომადგენლებთან
ახლობლობის
შესახებ.
მათ
ძირითადად
ვიცნობთ
საბჭოთა
პერიოდში
დაბეჭდილი
წიგნებიდან.
ჩემი
აზრით,
დღეისათვისAამ წიგნების
ერთ-ერთ მეცნიერულ
ღირებულებად
დარჩა
ის,
რომ
მკითხველმა
ნახოს,
თუ
როგორ
ყალბდებოდა
საბჭოთა
ხელისუფლების
შესაბამისი
სტრუქტურების
იძულებით
საქართველოს
ისტორია.
[46]
ამ ნაშრომებში ყოველგვარი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გამოტანილია დასკვნები იმის შესახებ, რომ ილიას მკვლელობის დროს დიმიტრი ჯაში უკვე იყო ჟანდარმერიის ან ,,ოხრანკის“
განყოფილების
აგენტი.
ეს
ინფორმაციები
და
დასკვნები
სათავეს
იღებს
1930-იან
წლებში,
ლავრენტი
ბერიას
მითითებით,
იმ
პერიოდში
სახელმწიფო
ფუნქციონერის,
კოტე
გორდელაძის
ხელმძღვანელობით
შექმნილი,
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
საგამოძიებო
კომისიის
მიერ
შეგროვებული
მასალებიდან.
ასევე,
კოტე
გორდელაძის
მიერ
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
შესახებ
დაწერილი
გამოკვლევის
შავი
პირიდან.
აღნიშნული
მასალა
მოიპოვება
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
ეროვნული
არქივის,
ლიტერატურის
და
ხელოვნების
განყოფილების
და
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საარქივო
სამმართველოს
ფონდებში.
[47]
კ. გორდელაძის შავი ხელნაწერი გამოკვლევის პირველ ფურცლებზე მოთავსებულია მისი მომავალი
ნაშრომის
გეგმა.
მას
სათაურად
აწერია
,,ვინ
მოკლა
ილია
ჭავჭავაძე”.
ტექსტიდან
ჩანს,
რომ
ნაშრომის
პირველი
თავის
სათაური
უნდა
ყოფილიყო
,,ილია
ჭავჭავაძე
მეფის
თვითმპყრობელობამ
მოკლა“.
მასში
კ.
გორდელაძე
მოიაზრებდა
შემდეგ
ქვეთავებს,
ან
პარაგრაფებს:
,,1) თვითმპყრობელობის პროვოკაციული
ვერსია
ილიას
მკვლელობის
შესახებ;
2) ,,ოხრანკის” აგენტი
- დიმიტრი
ჯაში
ილიას
მკვლელობის
მთავარი
ორგანიზატორი;
3) დ. ჯაში ილიას ,,მოურავი”;
4) ილია ჭავჭავაძე როგორც მემამულე;
5) ,,ოხრანკის” აგენტები
სოც.-დემ. პარტიის
სახელით
ხალხში
აგიტაციას
ეწევიან
ილიას
მოსაკლავად
როგორც
მემამულის;
6) ილიას მკვლელობის ფიზიკური აღმსრულებელნი;
7) ,,ოხანკის” აგენტების:
დ.
ჯაშის,
ვ.
ინაშვილის
და
სხვ.
პროვოკაციის
მხილება
ილიას
ფიზიკური
მკვლელების
მიერ
და
ვ.
ინაშვილი
პროვოკაციის
სათავეში
მკვლელობაში
მოტყუებით
ჩათრეულ
პირთა
შესაპყრობად;
8) დ. ჯაში ილიას მოკვლის მოლოდინში. ,,ურიადნიკ” ემეცის
ჩვენება
ჯაშის
,,განცდების”
შესახებ
ილიას
მკვლელობის
დღეს
და
წიწამურის
თავზე;
9) დუშეთის ბოქაულის მოადგილე ყ. ფაღავა ჯაშის დაპატიმრებას და დასჯას
მოითხოვს,
მაგრამ
,,ოხრანკის”
უჩინარი
ხელი
ჯაშის
დასჯის
წინააღმდეგ
მოქმედებს.
ჯაშის
დროებით
დატუსაღება
და
განთავისუფლება.”
[48] (დოკ.-
1.1) (ხელნაწერის
სტილი
დაცულია
- თ.ს)
ამ ხელნაწერის მეორე გვერდზე არის ზემოთ მოყვანილი ნაშრომის მეორე თავის სათაური: ,,ოხრანკის” აგენტი - დიმიტრი ჯაში ილიას მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი”. შემდეგ კ. გორდელაძის
მიერ
ჩამოწერილია
თუ
რა
უნდა
დაეწერა
მასზე
ამ
ქვეთავში.
K დასაწყისშივე კ. გორდელაძე
წერს:
,,1. დ.
ჯაში,
(შემდეგ
გადაშლილია
ვ.
ინაშვილი,
ლ.
ასათიანი
- თ.ს.) როგორც
ხელსაყრელი
კანდიდატი
,,ოხრანკისათვის”
ილიას
მკვლელობის
ორგანიზაციისათვის,
რადგან
ჯაში
ფორმალურად
სოც.-დემოკრატია,
ფაქტიურად
,,ოხრანკის”
აგენტი,
თვითმპყრობელობას
კი
უნდა
მკვლელობა
სოციალ-დემოკრატებს
დაბრალდეს.”
A მას მოსდევს უკვე შემდეგი ტექსტი -
,,ფაქტიური მასალა” ამის შესახებ:
ა)
დ.
ჯაში
მესამედასელების
მიმდევარი,
სოციალ-დემოკრატი
მუშა.
A არქივის მასალებიდან: ჯაშის ს.-დემოკრატობის
შესახებ
გვ.8.
ჯაში სამჯერ იყო დაჭერილი ილიას მკვლელობამდის, როგორც სოციალ-დემოკრატი. გვ. 16
მ. კლიმიაშვილი (მისი მოგონებები
მოთავსებულია
კოტე
გორდელაძის
კომისიის
შეგროვილ
მასალებში
- თ.ს.) ჯაში მუშა ასოთამწყობი,
,,ივერია”,
,,ცნობის
ფურცელი”.
გვ.9
ჯაშის
დახასიათება
და
მასთან
კავშირი,
როგორც
პოლიტიკურ
მომუშავესთან,
ე.ი. ს.-დემოკრატთან.
გვ.4
არ. ხუნდაძე: ჯაშის დახასიათება. სოც.-დემოკრატი,
მორწმუნე.
(შემდეგ
გადაშლილია
- თ.ს.) -
მაღალ
წრეებზე
ლაპარაკი:
ვარანცოვ-დაშკოვის
გაცნობა
და
მასთან
საუბარი.
ბ) დ. ჯაში
,,ოხრანკის”
აგენტი:
(თებერვლის
რევოლუცია
და
ჯაშუშების
შეპყრობა)
პ.გ-ლი: დ. ჯაში მეტეხის ციხეში, როგორც ,,ოხრანკის” აგენტი! ს. ჯიბლაძე და სხვ. მიერ ჯაშის დაკითხვა.
დ. ჯაშის პასუხი.
დოლიძის მოულოდნელი გარდაცვალება. D
დ. ჯაშის წერილი ნ. ჟორდანიას.
არ. ხუნდაძე: დ. ჯაში და ვარანცოვ-დაშკოვის გაცნობა.
დ. ჯაშის წერილები გაზ. ,,მოსკ. ვედომოსტის”
პ. გოთუა: ილიას მკვლელობის შემდეგ ჯაში განაგრძობს პროვოკატორობას - რედაქციაში სადარაჯოზე
ინტერპარტიული
კრებისადმი.
გვ.9”
[49] (დოკ.-
1.2) (ხელნაწერის
სტილი
დაცულია
- თ.ს.)
მე ეს მასალა შეგნებულად მოვიყვანე, რომ მკითხველმა ნახოს თუ რა მიმართულებით მუშაობდა კოტე გორდელაძე
და
შემდეგ
კი,
მისმა
ნააზრევმა
როგორი
ცვლილება
განიცდა.
ცნობილია, რომ მან ამ გეგმის მიხედვით დაწერილი თავისი შრომა ლავრენტი ბერიას წარუდგინა და მან ის დაიწუნა. ჩემი აზრით, ლ. ბერიას იგი იმიტომ არ მოეწონა, რომ ჯერ ერთი, კ. გორდელაძე აქცენტს აკეთებდა სოციალ-დემოკრატებთან (ცხადია, იგი მენშევიკებს
გულისხმობდა
- თ.ს.) დიმიტრი
ჯაშის
კავშირზე
და
მეორე,
კ.
გორდელაძეს
ვერ
მოჰყავდა
ვერანაირი
დასაბუთება
დიმიტრი
ჯაშის
,,ოხრანკაში”
აგენტად
მუშაობის
შესახებ
ილიას
მკვლელობის
დროს.
E
ერთია, დიმიტრი ჯაშის მკვლელობის ორგანიზატორად გამოცხადება და მეორე
იმის
ჩვენება
და
ახსნა,
თუ
რატომ
და
რისთვის
მიიღო
მან
ილიას
ჭავჭავაძის
მკვლელობის
მომზადებაში
მონაწილეობა.
ჩანს,
ეს
კარგად
ესმოდა
კ.
გორდელაძეს
და
მისი
ნაშრომის
შავ,
უკვე
ნაბეჭდ
ვარიანტში
იგი
წერდა:
,,ყურადღებას
იპყრობს
ის
ფაქტი,
რომ
დიმიტრი
ჯაში,
სტამბის
მუშა,
სოციალ-დემოკრატი,
ილია
ჭავჭავაძეს
მოურავად
უდგება.
უნებლიეთ
ისმება
კითხვა,
რატომ
უნდა
მოსვლოდა
თავში
ასეთ
კაცს
მემამულესთან
მოურავად
დადგომა,
თუ
იგი
რაიმე
წინასწარი
განზრახვით
არ
ხელმძღვანელობდა?” [50]A(ხელნაწერის სტილი დაცულია - თ.ს.)
ლ. ბერიამ არა მარტო ეს ნაშრომი დაიწუნა, არამედ 1937 წელს კოტე გორდელაძე, როგორც პროფესორი შოთა ბადრიძე წერს - ,,დიდი ტერორის ორგანიზატორებმა დააპატიმრეს და მალევე
მოსპეს
კიდეც.”
[51]
1938 წელს გამოსულ აკადემიკოს პაატა გუგუშვილის წიგნში - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა” მოთავსებულია იმ მასალის
მცირე
ნაწილი,
რაც
მოიპოვა
კ.
გორდელაძემ
და
მისი
ხელმძღვანელობით
მოქმედმა
კომისიამ.
ამ
წიგნში
მთლიანად
არეულია
და
შეგნებულად
დამახინჯებულია
დიმიტრი
ჯაშის
ბიოგრაფია.
არსად
აღარაა
ნახსენები,
რომ
კ.
გორდელაძე
დიმიტრი
ჯაშს
სოციალ-დემოკრატად
თვლიდა,
რადგან
მას
ახლო
ურთიერთობა
ჰქონდა
ამ
პარტიის
წარმომადგენლებთან.
ვფიქრობ,
ამისი
ძირითადი
მიზეზი
იყო
ის,
რომ
იმ
პერიოდში
ბევრი
ადამიანი,
მათ
შორის
სოციალ-დემოკრატები
და
კერძოდ
მენშევიკები,
ვისაც
შეხება
ჰქონდა
და
იცნობდა
დიმიტრი
ჯაშს,
ცოცხლები
იყვნენ.
ამიტომ
დიმიტრი
ჯაშის
სოციალ-დემოკრატად
და
ერთდროულად
,,ოხრანკის”
აგენტად
გამოცხადება
გამოიწვევდა
მათი
მხრიდან
ძალიან
უარყოფით
რეაქციას.
ცხადია,
ამ
ადამიანებს
კარგად
ახსოვდათ,
რომ
დიმიტრი
ჯაში
ბოლშევიკებთან
უფრო
ახლოს
იყო
ვიდრე
მენშევიკებთან.
დიმიტრი ჯაშის ბიოგრაფიის და საქმიანობის შეგნებულად დამახინჯების საჩვენებლად, ბატონ
პ.
გუგუშვილის
წიგნიდან
შემდეგი
მასალა
მომაქვს.
მან
კი
ეს
ინფორმაცია
როგორც
ჩანს,
ამოიღო
კ.
გორდელაძის
ხელმძღვანელობით
მოქმედი
კომისიის
მიერ
შეგროვებული
მასალიდან.
პ.
გუგუშვილი
წერს
- ,,ასევე
საინტერესოა
მესტამბე
ლუარსაბ
ხელაძის
მოგონება:
,,ვინ
იყო
დ.
ჯაში”
- საიდანაც
ჩვენ
მხოლოდ
აქამდე
უცნობ
რამოდენიმე
ფაქტს
მოვიყვანთ.”
[52] მართლაც,
ბატონ
პ.
გუგუშვილს
მოჰყავს
ლ.
ხელაძის
მოგონების
ნაწყვეტები,
თუმცა
მათი
ქრონოლოგიური
თანამიმდევრობა
მთლიანად
არის
დარღვეუული.
კერძოდ,
თავიდან
არის
მოტანილი
ინფორმაცია
დიმიტრი
ჯაშის
შესახებ,
თუ
რა
ასაკიდან
და
როდის
იწყებს
ის
მუშაობას
სტამბებში,
შემდეგ
კი
მოდის
ინფორმაცია,
სადაც
აღნიშნულია,
რომ
,,დ.
ჯაში
რაღაც
პროვოკაციული
საქმის
მოწყობისათვის
ჩავარდა
მეტეხის
ციხეში,
მხოლოდ
ამჟამად
მან
თან
ჩაითრია
რამოდენიმე
კაცი,
რომელთაც
მოახვია
თავზე
ბომბების
დამზადება
ვორონცოვის
ხიდის
ყურეში
არსებულ
ერთ-ერთ სასტუმროს
ნომერში...
თვითონ
ჯაში
რამოდენიმე
დღის
შემდეგ
განთავისუფლდა
ციხიდან
(სხვები
კი
იქ
დარჩნენ).
ამის
შემდეგ
დ.
ჯაშისათვის
ციხე
უკვე
საშიში
აღარ
იყო,
ისე
თავისუფლად
დადიოდა
იქ
და
არც
სათაკილოდ
მიაჩნდა.
გავიდა
რამოდენიმე
ხანი
მისი
ტუსაღობის
შემდეგ
და
მას
უკვე
ვხედავთ
კარგად
ჩაცმულს,
მხიარულს,
ცხოვრებით
კმაყოფილს
და
უფულობაც
არ
ემჩნეოდა.”
(დოკ.-
18.1-18.2)
აქვე, წიგნში მოტანილია ლ. ხელაძის მონათხრობი, რომ დ. ჯაში თანამშრომლობდა რეაქციულ გაზეთებში
- ,,მოსკოვსკიე
ვედომოსტი”
და
,,პეტერბურგსკიე
ვედომოსტი”.
მითითებულია,
რომ
დიმიტრი
ჯაშს
ჰქონდა
კავშირი
ხელისუფლების
წარმომადგენლებთან.
კერძოდ,
მეფისნაცვლის
კანცელარიას
დიმიტრი
ჯაშისათვის
დაუვალებია
კავკასიაში
გერმანელთა
კომპაქტურად
განსახლების
ადგილების,
ე.წ. ,,გერმანული
კოლონიების”
მიმოხილვა.
აი, სწორედ
ამ
აბზაცს
მოსდევს
ლ.
ხელაძის
მოგონების
სულ
სხვა
ადგილიდან
ამოღებული
შემდეგი
მასალა
- ,,ყოველივე
ამის
შემდეგ
შეიქმნა
ჯაში
ილიას
მოურავად.
ილიას
ვერაგულად
მოკვლის
შემდეგ
ხალხში
ხმა
დაირხა:
ამ
საქმის
მომქმედი
დ.
ჯაში
უნდა
იყოსო...
რევოლუციის
შემდეგ
გამოაშკარავდა...
ჯაში
იყო
პროვოკატორი
და
გამცემი
აგენტი
საიდუმლო
განყოფილების.”
[53]
ამ გვერდნახევრიან ტექსტში თავდაყირაა
დაყენებული
და
მთლიანადაა
დამახინჯებული
ლ.
ხელაძის
მოგონება:
პირველი - ზემომოყვანილი აბზაცი, ,,ყოველივე
ამის
შემდეგ
შეიქმნა
ჯაში
ილიას
მოურავად”,
სინამდვილეში
ლ.
ხელაძის
მოგონებაში
არ
მოსდევს
დიმიტრი
ჯაშის
,,პროვოკაციული
საქმიანობის”
აღწერას,
მის
თანამშრომლობას
,,რეაქციულ
გაზეთებში
,,მოსკოვსკიე
ვედომოსტი”
და
,,პეტერბურგსკიე
ვედომოსტი.”
საქმე
იმაშია,
რომ
დიმიტრი
ჯაში
მხოლოდ
1911 გახდა
ბრალდებული
ზემოდასახელებულ
ე.წ. ,,პროვოკაციაში”.
სწორედ
ამ
დროს,
სხვადასხვა
სახის
ნივთები,
მათ
შორის
ბომბების
ლითონის
გარსები
დადო
მან
სასტუმროს
ერთ-ერთი ნომრის
ბუხარში
და
შემდეგ
დააბეზღა
სასტუმროს
პატრონი.
ანუ
დ.
ჯაშმა
ამ
საქციელით
,,პროვოკაციული”
ქმედება
1911 წელს
ჩაიდინა
და
ამ
შემთხვევის
გამოძიების
პროცესში
გამჟღავნდა
მისი
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
აგენტობა.
(დოკ.-
8.1-8.4) მეორე,
დ.
ჯაში
გაზეთებში
,,მოსკოვსკიე
ვედომოსტი”
და
,,პეტერბურგსკიე
ვედომოსტი”
თანამშრომლობას
ბევრად
გვიან
ანუ
1915-1916 წლებში
იწყებს.
და
მესამე,
დიმიტრი
ჯაში
მხოლოდ
1916 წელს
ხდება
კავკასიის
სამხედრო
ოლქის
შტაბთან
არსებული
კონტრდაზვერვის
განყოფილების
თანამშრომელი.
სწორედ
ამ
დროს,
1916 წელს,
ავალებს
მას
კავკასიის
სამხედრო
ოლქის
შტაბთან
არსებული
კონტრდაზვერვის
განყოფილების
მაშინდელი
უფროსი
ალექსანდრე
ბასოვი
გერმანელთა
კოლონიების
მიმოხილვას.
(დოკ.-
9.3-9.4)
ასე, რომ ეს მასალა ქრონოლოგიურად მთლიანად არეულია
და
საბჭოთა
პერიოდში
ემსახურებოდა
მხოლოდ
ერთს,
დიმიტრი
ჯაში
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
დროს
წარმოეჩინათ,
როგორც
რუსეთის
საიდუმლო
პოლიციის
ადგილობრივი
ორგანოს,
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
გამოცდილ
აგენტად.
ამიტომ
მას,
როგორც
საიდუმლო
პოლიციის
აგენტს,
საბჭოთა
ხელისუფლების
წარმომადგენლების
მტკიცებით,
არავითარი
საერთო
სოციალ-დემოკრატებთან
არ
ჰქონდა.
ჩემი აზრით,
ზემომოყვანილი
უსუსური
მცდელობის
ნიმუში,
რომ
1907 წელს
დიმიტრი
ჯაში
ყოველგვარი
რეალური
ფაქტების
გარეშე
წარმოეჩინათ
,,ოხრანკის”
აგენტად,
პირიქით,
ამტკიცებს,
რომ
საბჭოთა
ხელისუფლებას
არავითარი
დოკუმენტური
მასალა
დიმიტრი
ჯაშის
ილიას
მკვლელობის
დროს
,,ოხრანკის”
აგენტობის
შესახებ
არ
გააჩნდა.
წინააღმდეგ
შემთხვევაში
მათ
დაუყოვნებლივ
გამოაქვეყნებდნენ
და
არ
მოახდენდნენ
ფაქტების
ასეთ
აშკარა
ფალსიფიკაციას.
1941-1942 წლებში დეკემბერ-იანვარში გამართულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის
თავმჯდომარის
ისიდორე
ოდიშვილის
წიგნში
- ,,წიწამურის
ტრაგედია~,
თითქმის
ყველა
მეორე
გვერდზე
მეორდება,
რომ
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობა
მოაწყო
,,ოხრანკამ~,
რადგან
ამ
მკვლელობის
ორგანიზატორი
დიმიტრი
ჯაში
,,ოხრანკის”
აგენტი
იყო.
[54] ავტორი
ეყრდნობა
მხოლოდ
საბჭოთა
სასამართლოზე
გაჟღერებულ
უსუსურ
არგუმენტებს
და
დუშეთის
მაზრის
უფროსის
ყარამან
ფაღავას,
დიმიტრი
ჯაშის
მეუღლის
დარია
ჯაშის,
მისი
ძმის
უშანგი
ჯაშის
და
სხვათა
დამახინჯებულ,
თვითნებურად
გადაკეთებულ
ჩვენებებს.
ბატონი ი. ოდიშვილი არსად არ ახსენებს ზემოდასახელებული მოწმეების სასამართლოზე
მიცემულ
იმ
ჩვენებებს,
საიდანაც
ჩანს,
რომ
დიმიტრი
ჯაში,
როგორც
მენშევიკების
მმართველობის
პერიოდში,
ასევე
ბოლშევიკების
მიერ
საქართველოს
ოკუპაციის
შემდეგ,
საკმაოდ
კარგ,
შემოსავლიან
ადგილებზე
მუშაობდა.
[55] კერძოდ,
დიმიტრი
ჯაშის
მეუღლის,
დარია
ჯაშის
მოგონებებში,
რომლითაც
სარგებლობდნენ
კოტე
გორდელაძე
და
1941 წელს
გიგლა
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესის
მომამზადებლები,
პირდაპირაა
ნათქვამი:
,,მენშევიკების
დროს
დიმიტრი
მსახურობდა
სასურსათო
ბიუროში,
უშუალოდ
თვითონ
მონაწილეობდა
სურსათის
შესყიდვასა
და
მომარაგებაში.”
[56] ხოლო
,,წითელი
არმიის”
მიერ
საქართველოს
ოკუპაციის
შემდეგ:
,,დიმიტრი
დაინიშნა
სერგო
ქავთარაძის
რეკომენდაციით
ქალაქის
ერთ-ერთ სურსათ-მომმარაგებლად.”
[57]
ამგვარად, კ. გორდელაძის მიერ გამოტანილი ზემომოყვანილი დაკვნა: ,,დამტკიცებულად
უნდა
ჩაითვალოს,
რომ
დ.
ჯაში
,,ოხრანკის”
აგენტი
იყო
და
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
წევრად
მხოლოდ
ფორმალურად
ითვლებოდა,”
[58] გარკვეულწილად
დადასტურებას
პოულობს
მისი
ხელმძღვანელობით
მოქმედი
კომისიის
მასალებში,
ოღონდ
იმ
განსხვავებით,
რომ
მასში
არსებული
თანამედროვეთა
მოგონებებით
დასტურდება
დიმიტრი
ჯაშის
კარგი
ურთიერთობები
არა
,,ოხრანკასთან”,
არამედ
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
ორივე
ფრთის
წარმომადგენლებთან.
A რაც შეეხება
1907 წელს
დიმიტრი
ჯაშის
,,ოხრანკის~
აგენტობის
ვერსიას,
მისი
მომხრეები
იმთავითვე
ასაბუთებდნენ,
რომ
იგი,
როგორც
აგენტი
1941-1942 წლების
გ.
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესზე,
მისმა
ცოლმა
და
ძმამ
თავის
ჩვენებებში
ამხილეს.
ამასთან,
ბატონი
ი.
ოდიშვილი
და
სხვები
არ
ახსენებენ
იმ
დოკუმენტურ
მასალებს,
თანამედროვეების
ჩვენებებს,
სადაც
მაგალითად,
დარია
ჯაში
თავის
მეუღლეს
ასახელებს,
არა
მარტო
საიდუმლო
პოლიციის
თანამშრომლად
(ისიც
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
შემდეგ),
არამედ
სოციალ-დემოკრატებთან
დაახლოებულ
პირად
და
საერთოდ
სოციალ-დემოკრატად.
(დოკ.-
10.1)
თვითონ დიმიტრი ჯაშის ძმა უშანგი ჯაში იყო ძველი სოციალ-დემოკრატი და 1903 წლის დასაწყისიდან ბაქოს არალეგალურ
სტამბა
,,ნინაში”
ლადო
კეცხოველთან
ერთად
მუშაობდა.
[59] იგი
1905-1907 წლებში
ბოლშევიკებთან
ძალიან
დაახლოებული
და
მათი
არალეგალური
თუ
ლეგალური
სტამბების
ასოთამწყობი,
1920-1921 წლებში
კი
მენშევიკური
პარტიის,
ხოლო
1925 წლიდან
ბოლშევიკური
პარტიის
წევრი
იყო.
[60]
დიმიტრი ჯაშის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კავშირზე მეტყველებს მის მიერ დაკითხვისას ნათქვამი ინფორმაცია, თბილისის პოლიცმეისტერის სამმართველოს სამძებრო
ნაწილის
უფროს
პ.
ევტუშევსკისათვის.
დიმიტრი
ჯაშის
1907 წლის
15 სექტემბრით
დათარიღებულ
დაკითხვის
ოქმში
წერია:
,,განსვენებული
თავადის
მოურავი
დიმიტრი
სოფრომის
ძე
ჯაში
ეკუთვნის
სოციალ-დემოკრატიულ
პარტიას
და
სხვადასხვა
პოლიტიკური
საქმისათვის,
სხვადასხვა
დროს
სამჯერ
იჯდა
ციხეში.
გარდა
ამისა,
მასთან
ჩემი
საუბრისას,
მან
განაცხადა,
რომ
მის
პარტიას
არავითარი
მონაწილეობა
არ
მიუღია
თავად
ჭავჭავაძის
მკვლელობაში,
რომელიც
მოხდა
აგრარულ
ნიადაგზე,
ვინაიდან
განსვენებული
თავადი
სასტიკად
ექცეოდა
გლეხებს~.
[61] (დოკ.-
25.1) (დ.
ჯაშის
რამოდენიმეჯერ
დაპატიმრებაზე
საარქივო
მასალა
მართლაც
არსებობს
და
ქვემოთ
მაქვს
მოყვანილი
- თ.ს.)
დაუკვირდით, დიმიტრი ჯაში თვითონვე ამბობს, რომ სოციალ-დემოკრატია და თან ცდილობს რა თავის პარტიას ეჭვი ააცილოს, იძლევა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის იმ ვერსიას, რომელიც ბოლშევიკ ს. თალაკვაძის მიერ 1925 წელს დაწერილი მოსაზრების ანალოგიურია. (დოკ.- 34.1)
დამატებითი მაგალითისათვის, თუ როგორ
ხდებოდა
დიმიტრი
ჯაშის
სოციალ-დემოკრატებთან
კუთვნილების
უარყოფა
და
მიჩქმალვა,
მომყავს
ბატონ
ი.
ოდიშვილის
წიგნში
დაბეჭდილი
ტექსტი,
თითქოსდა
ამოღებული
საბჭოთა
მართლმსაჯულების
მიერ
დაკითხული
დარია
ჯაშის
ჩვენებიდან.
თავდაპირველად მოვიყვან ბატონ
ი.
ოდიშვილის
წიგნში
- ,,წიწამურის
ტრაგედია”
დაბეჭდილ
დარია
ჯაშის
პასუხს
გ.
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესზე,
მისთვის
დასმულ
კითხვაზე
თუ
რითი
ირჩენდა
თავს,
თუ
ჯაში
არსად
მუშაობდა:
,,იმ ხანებში, როდესაც წამიყვანა, მან გაძარცვა სასოფლო-სამეურნეო ბანკი... ბოლო დროს ძალიან დაახლოებული იყო მეფის მთავრობის მოხელეებთან... ყოველ კრებაზე
ესწრებოდა,
მე
თვითონ
მქონდა
რამდენიმე
მოსაწვევი
ბარათი.
იმიტომ,
რომ
ხშირად
სწერდა
გაზეთებში
და
აქებდა
მას...
ის
ისეთი
კაცი
იყო,
რომ
ხუთჯერ
იყო
დაპატიმრებული
მეფის
დროს...
ღამე
სად
დადიოდა
არ
ვიცი,
ყოველთვის
ღამე
ღებულობდა
ჯამაგირს.~
[62] (დოკ.
19.1)
ახლა კი, სასამართლო მასალებში არსებულ დარია ჯაშის ზემოაღნიშნული პასუხის სრულ ვერსიას
შემოგთავაზებთ,
რომელიც
ი.
ოდიშვილის
წიგნში,
მხოლოდ
პირველად
ნათქვამ
წინადადებას
მოსდევს:
- ,,მე როცა წამიყვანა დიმიტრი ჯაშმა, ყაჩაღების საშუალებით მას ჰქონდა გაცარცული სასოფლო-სამეურნეო ბანკი და იმით ცხოვრობდა. (ცნობისათვის - სამეურნეო ბანკი
მართლაც
გაძარცვეს
1906 წლის
აპრილის
დასაწყისში
და
მოკლეს
ბანკის
გამგეობის
თავმჯდომარე
გ.ს. განძიელი
- თ.ს.)
ეს მე გავიგე იქიდან, სადაც ვცხოვრობდი ნახლებნიკათ. გვერდით ყაჩაღები
ცხოვრობდნენ
იმერლიშვილი,
ობოლაძე,
ჩიკვაიძე
და
ავაღ(ლ)იშვილი.
ბანკის
გაცარცვის
გეგმაც
ჰქონდათ
შედგენილი
და
ფულის
გაყოფაზე
დავაც
მოუვიდათ.
მე იძულებით გამაყოლეს, თავის მოკვლა მინდოდა.
მე მეუბნებოდა ჩემი ქმარი ვისოცკის მეურნეობაში ვმუშაობო და ღამე არ მოდიოდა. მე არ ვიცი მუშაობდა თუ არა.
დიმიტრი ჯაშს კარგად იცნობდნენ და ახლო დამოკიდებულებაში იყვნენ, წიგნის
თარგმნის
გამო
ეხმარებოდნენ
ლადო
და
ილიკო
დარჩიები.
აგრეთვე იმერლიშვილი და ობოლაძეც ხშირათ დადიოდნენ დიმიტრისთან. დიმიტრი ნახაზს
უკეთებდა
გაცარცვისას.
ესენი
ანარხისტები
იყვნენ.
როცა მე წამიყვანა დიმიტრიმ თავი სოციალ-დემოკრატათ გამაცნო.
ჩვენს გვერდზე მცხოვრები იყო ნოე რამიშვილი. დიმიტრი მეტწილად დაახლოებული იყო იმერლიშვილთან და ობოლაძესთან.
ისინი
ეჩხუბებოდნენ,
შენ
ნოე
რამიშვლთან
დადიხარ.
ანარქისტებთან ერთად ჩემმა
ქმარმა
ბანკი
გაცარცვა.
ერთხელ კაცი მოვიდა და მე მითხრა, თქვენი ქმარი წერილს მწერს და ფულს მთხოვს, რა უნდაო.
საერთოდ ასეთ საქმეს აწარმოებდნენ ჩემი ქმარი
და
მისი
მეგობრები.
ის კაცი რომელიც წერილის შესახებ მელაპარაკებოდა მთაწმინდაში ცხოვრობდა.
გვარი
არ
მახსოვს.
Mმე გავყევი მაისში და მეორე წლის ივნისში წავედით საგურამოში.
დიმიტრი მეუბნებოდა მე ილია ჭავჭავაძესთან ვარო გაზრდილი
და
მის
დასთან
საგინოვასთან
ქონდა
ახლო
ურთიერთობა...~
[63] (ტექსტის
სტილი
დაცულია
- თ.ს.)
(დოკ.- 1.9-1.11)
ზემომოყვანილი დარია ჯაშის
ვითომდა
ჩვენების
პირველი
წინადადების
მომდევნო
წინადადებებიც
- ,,ბოლო
დროს
ძალიან
დაახლოებული
იყო
მეფის
მთავრობის
მოხელეებთან”,
,,ყოველ
კრებაზე
ესწრებოდა,
მე
თვითონ
მქონდა
რამოდენიმე
მოსაწვევი
ბარათი”,
,,იმიტომ
რომ
ხშირად
სწერდა
გაზეთებში
და
აქებდა
მას”,
მისი
დაკითხვის
სხვა,
უფრო
დიდი
ტექსტებიდანაა
ამოგლეჯილი,
შემცირებული
და
ხელოვნურად
შეკოწიწებული.
ი. ოდიშვილის წიგნში - ,,წიწამურის ტრაგედია” ისევე, როგორც პ. გუგუშვილის - ,,ილია ჭავჭავაძის
მკვლელობა”,
საერთოდ
ამოღებულია
ის
მასალები,
რომელშიც
დიმიტრი
ჯაშის
სოციალ-დემოკრატებთან
კავშირზეა
საუბარი.
სხვათა
შორის,
დარია
ჯაში
ამ
თემას
უშუალოდ
ეხება
თავის
მოგონებაში
და
ამბობს:
,,მართალია
მეფის
მთავრობა
პირველ
დღეებში
ეჭვიანობდა
დიმიტრი
ჯაშზე,
როგორც
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
ყოფილ
წევრზე,
მაგრამ
საქმის
ძიებამ,
სოციალ-დემოკრატებზედაც
ვერაფერი
მტკიცება
მისცა
ძიებას.”
[64] დარია
ჯაშის
მოგონებებში
და
ჩვენებებში
სხვა
საინტერესო
მასალაცაა.
მათგან
ჩანს,
რომ
დიმიტრი
ჯაში
კარგად
იცნობდა
არა
მარტო
ნოე
რამიშვილს,
არამედ
ფილიპე
მახარაძეს
და
მამია
ორახელაშვილს.
ამ
უკანასკნელებს
საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკის
სურსათის
სამმართველოს
მომმარაგებელი
დიმიტრი
ჯაში
ბაქოში
დახვრეტას
გადაურჩენიათ.
[65]
ცხადია, ამ ინფორმაციამ გამოძახილი ვერ ჰპოვა პაატა გუგუშვილის და ისიდორე ოდიშვილის ნაშრომებში. თუმცა აუცილებლად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ ჩემი აზრით ეს მათი კი არა, საბჭოთა ეპოქის ბრალი იყო. ცხადია, დოკუმენტების შინაარსის ასეთი
ხელოვნური
დამახინჯება
საბჭოთა
ხელისუფლების
მაღალი
რანგის
პირების,
შესაძლოა,
თვით
ლ.
ბერიას
მითითების
თანახმად
იყო
გაკეთებული.
ამრიგად, ბატონ ი. ოდიშვილთან კონტექსტიდან ამოვარდნილი და რამოდენიმე
სტრიქონამდე
დაყვანილი
დარია
ჯაშის
ჩვენება
კლასიკური
მაგალითია
იმისა,
თუ
საბჭოთა
თემიდამ
გიგლა
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესზე
როგორი
,,სწორი”
დასკვნები
გამოიტანა.
აქვე
მინდა
დავამატო
ისიც,
რომ
მიუხედავად
იმისა,
რომ
ამ
ადამიანებმა
საბჭოთა
ხელისუფლების
მისაღები,
ილიას
მკვლელობის
გაყალბებული
ვერსია
წარმოგვიდგინეს,
მათი
მხრიდან
მაინც
დიდი
გმირობა
იყო
სწორედ
იმ
მასალების
გამოყენება,
რომელთა
დედნის
ნახვისას
უბრალო
ადამიანიც
კი
მიხვდება,
რომ
სიმართლე
სწორედ
ტექსტიდან
ამოგლეჯილ
წინადადებებში
და
იქ
მოხსენიებულ
გვარებთან
კავშირში
უნდა
ვეძიოთ.
პროფესორი გურამ ყორანაშვილი წერს, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მასალები, ასევე დიმიტრი ჯაშის და მისი ,,ოხრანკასთან~ კავშირის შესახებ
არსებული
დოკუმენტები
დაუმუშავებია
ვასილ
ხმალაძეს.
ის
1928 წლიდან
საქართველოს
,,საისტორიო-სარევოლუციო
არქივის~
დირექტორის
მოადგილე
ყოფილა.
მას
,,კავკასიის
სამხედრო-საოლქო
სასამართლოს~
ყოფილი
საქმის
მწარმოებლის,
ვინმე
გ.
რიაზინცევის
დახმარებით
მოპოვებული
და
დამუშავებული
მასალა
დ.
ჯაშის
,,ოხრანკასთან~
კავშირზე,
1929 თუ
1930 წელს
გადაუცია
ლ.
ბერიასათვის.
გ.
რიაზინცევი
მისი
მოხსენების
შემდეგ
მალევე
დაუპატიმრებიათ
და
გაუსახლებიათ
საქართველოდან.
[66]
ვვარაუდობ, აღნიშნული დოკუმენტები ცხადად აჩვენებდა, რომ დ. ჯაში ,,ოხრანკის~ აგენტად გახდა ილიას მკვლელობის შემდეგ. ის დოკუმენტები კი, რაც საქართველოს ცენტრალურ ისტორიულ არქივშია, სწორედ ჩემს მოსაზრებას ამტკიცებს - ილია ჭავჭავაძის მკვლელობის პერიოდში, 1907 წელს დიმიტრი
ჯაშის
საიდუმლო
პოლიციასთან
კონტაქტის
შესახებ
დოკუმენტური
დასაბუთება
არ
მოიპოვება
არც
ერთ
დღემდე
გამოქვეყნებულ,
თუ
გამოუქვეყნებელ
მასალაში.
პირიქით, დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები აშკარად მოწმობენ არა მარტო იმას, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დროს (1907) დიმიტრი ჯაში თბილისის ,,ოხრანკის” აგენტი ჯერ კიდევ არ იყო, არამედ მთელი რიგი საარქივო მასალები, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, მიუთითებს დიმიტრი ჯაშის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებთან,
როგორც
მენშევიკებთან,
განსაკუთრებით
კი
ბოლშევიკებთან
ძალიან
ახლო
ურთიერთობაზე.
საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში მუშაობისას ჩემს მიერ მოძიებული საარქივო დოკუმენტები, რომლებიც დაცულია
თბილისის
,,ოხრანკის~
განყოფილების,
ასევე
კავკასიის
რაიონული
,,ოხრანკის”
განყოფილების
საქმეებში,
მოწმობენ
იმასაც,
რომ
დიმიტრი
ჯაში
არა
სისხლის
სამართლის,
არამედ
პოლიტიკური
დანაშაულებების
ჩადენის
გამო
იყო
დაპატიმრებული.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, კერძოდ, ესაა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის თბილისის
ჯგუფში
შემავალი
პირების
სია,
მასში
დიმიტრი
სოფრომის
ძე
ჯაში,
1905 წელს
სხვა
სოციალისტ-ფედერალისტებთან
ერთად:
ფილიპე
გოგიჩაიშვილი,
პართენ
გოთუა,
ანდრეი
ღულაძე,
ალექსანდრე
ჯაბადარი,
დიომიდე
კილაძე,
ალექსანდრე
ლასხიშვილი,
ილია
ზურაბიშვილი
და
სხვები,
დასახელებულია
ზემოაღნიშნული
პარტიის
წევრად.
საარქივო დოკუმენტში ამ ადამიანებისგან განსხვავებით დ. ჯაშზე
შედარებით
ვრცელი
ინფორმაციაა
მოცემული.
კერძოდ,
აღნიშნულია,
რომ:
,,დიმიტრი
ჯაში...
ეკუთვნის
სოციალისტ-ფედერალისტების
პარტიას,
1904 წლის
11 აპრილს
თბილისის
სადგურის
ბაქანზე
მოწყობილ
დემონსტრაციაში
აქტიური
მონაწილეობის
გამო,
როცა
ადგილობრივი
სოციალ-დემოკრატიული
ორგანიზაციის
მოღვაწეები,
ადმინისტრაციული
წესით
გასასახლებლად
უნდა
გაეგზავნათ
რუსეთის
სხვადასხვა
ტერიტორიებზე,
თბილისის
გუბერნატორის
დადგენილებით,
დაპატიმრებულ
იქნა
და
ციხეში
იჯდა
ექვსი
კვირა.
იგი
მონაწილეობას
იღებდა
ასევე
მუშების
ანტისახელმწიფოებრივ
შეკრებებში,
დანაშაულებრივი
მოწოდებების
(პროკლამაციების)
გავრცელებაში,
შემოწირულობების
შეგროვებაში
რუსეთის
სოციალ-დემოკრატიული
მუშათა
პარტიის
თბილისის
კომიტეტისათვის
ფსევდონიმით
,,ზდეშნი”.
ურთიერთობაში
იყო
საგუბერნიო
სამმართველოს
ჩინოვნიკ
ევსეი
ტყემალაძესთან.
მისგან
იღებდა
ხელისუფლების
მაკომპრომიტირებელი
საბუთების
ასლებს,
რომლებიც
ყველაზე
საინტერესო
იყო
დანაშაულებრივი
ორგანიზაციისათვის
და
მათ
გადასცემდა
ადგილობრივი
სოციალ-დემოკრატიული
ჯგუფის
ცნობილ
მოღვაწეს
გერასიმე
ლომჯარიას,
რათა
გამოექვეყნებინა
ეს
დოკუმენტები
რევოლუციურ
ორგანოში
- ,,ლისტოკ
ბარბი
პროლეტარიატა”.
ამას
მოსდევს
ამ
დოკუმენტების
მოკლე
შინაარსი.
[67] (დოკ.-
2.1)
ამის მიუხედავად დიმიტრი ჯაში რამოდენიმე სხვა საარქივო საქმეში 1905-1906 წლებში სოციალისტ-ფედერალისტური
პარტიის
წევრადაა
დასახელებული.
[68] კავკასიის
რაიონული
,,ოხრანკის~
განყოფილების
ერთ-ერთ საქმეში,
სადაც
ჩამოთვლილია
სოციალისტ-ფედერალისტების
პარტიის
წევრები,
მითითებულია
მისი
სამუშაო
ადგილი:
,,დიმიტრი
სოფრომის
ძე
ჯაში
- გაზეთ
`ივერიის~
თანამშრომელი.~
[69] როგორც
ჩანს
დიმიტრი
ჯაშის
სოციალისტ-ფედერალისტური
პარტიის
წევრად
დასახელება
გამოწვეული
იყო,
,,ოხრანკის”
მიერ
მის
შესახებ
არაზუსტი
ინფორმაციის
გამო.
შემდგომ
წლებში
შექმნილ
საარქივო
დოკუმენტებში
კი
იგი
სწორედ
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
წევრად
არის
დასახელებული.
(დოკ.-
24.8; 25.1) თუმცა, ის რომ დ. ჯაში 1909 წლიდან თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების აგენტად სწორედ
სოციალისტ-ფედერალისტების
პარტიაში
,,მუშაობდა”
მიანიშნებს,
მას
ძალიან
კარგი
კავშირები
გააჩნდა
ამ
პარტიის
წარმომადგენლებთან.
მოვლენებს
გავუსწრებ
და
ვიტყვი,
რომ
ეს
კავშირები
განპირობებული
იყო
დ.
ჯაშის
პროფესიით
და
მისი
სამუშაო
ადგილით.
მე არ მინდა, რომ დიმიტრი ჯაშის პიროვნებისადმი ზემოაღნიშნული ცალმხრივი
დამოკიდებულება
გავიმეორო
და
ამიტომ
საარქივო
დოკუმენტებზე
დაყრდნობით,
შედარებით
ფართოდ
განვიხილავ
მის
მოღვაწეობას
სხვადასხვა
მიმართულებით.
საქმე
იმაშია,
რომ
საბჭოთა
მართლმსაჯულებისათვის
და
საბჭოთა
ხელისუფლების
წარმომადგენლებისათვის
სწორედ
დიმიტრი
ჯაშის
შეგნებულად
დამახინჯებულად
გადმოცემული
ბიოგრაფია
და
საქმიანობა
იყო
ქვაკუთხედი,
რომელზედაც
აგებული
ჰქონდათ
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
მათებური
ცრუ
ვერსია.
ისინი
გვატყუებდნენ
- რეალური
ფაქტების,
დოკუმენტების
გარეშე
ასაბუთებდნენ,
რომ
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობა
საკუთარი
აგენტის
მეშვეობით
მოაწყო
,,ოხრანკამ”,
ანუ
მეფის
ხელისუფლებამ.
დიმიტრი ჯაში 1905-1906 წლებში გაზეთ
`ივერიაში~
და
,,ცნობის
ფურცელში”
მართლაც
მუშაობდა.
პროფესიით
იგი
ასოთამწყობი
იყო,
მაგრამ,
როგორც
ჩანს,
ის
თავისი
კოლეგებისაგან
განსხვავებით
საკმაოდ
განათლებულ
და
განვითარებულ
პიროვნებას
წარმოადგენდა.
ამას
მოწმობს
1905 წელს
გაზეთ
,,ივერიის”
დამატებაში,
დაბეჭდილი
დიმიტრი
ჯაშის მიერ თარგმნილი მაქსიმ გორკის მოთხრობა ,,საპყრობილე”, [70] ,,ცნობის
ფურცელში”
გამოქვეყნებული
მის
მიერ
თარგმნილი
ბულგარელი
მწერლის
ვინმე
ი.გ. გეშივის
მოთხრობა
,,ლილა”.
[71]
ვფიქრობ, დიმიტრი ჯაშის პიროვნების დახასიათება არასრულყოფილი იქნება თუ მას მხოლოდ
ერთი
მხრიდან
შევაფასებთ,
ამიტომ
მოვლენებს
მინდა
გავუსწრო
და
დავამატო,
რომ
იგი
ამ
სახის
ლიტერატურულ
საქმიანობას
აგრძელებდა
შემდგომ
წლებშიც.
მაგალითად,
1911 წელს
დიმიტრი
ჯაშს
თავისი
მეუღლისადმი
მიუძღვნია
ნორმანდიული
ბალადის
თარგმანი
,,დედის
გული”.
[72]
სხვადასხვა დოკუმენტები ადასტურებენ იმასაც, რომ დიმიტრი ჯაში ასევე ყურადღებით ეკიდებოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. ამის დასტურია
თბილისის
საზოგადოების
(მოსამსახურეთა)
წერილობით
მილოცვაში,
ვასო
აბაშიძის
სასცენო
მოღვაწეობის
25 წლის
იუბილის
აღსანიშნავად,
დიმიტრი
ჯაშის
ხელმოწერის
არსებობა.
[73] ესეც
დიმიტრი
ჯაშის
ცხოვრების
ერთ-ერთი მხარე
იყო.
ახლა დეტალურად გავარჩიოთ რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის საქმეებში დიმიტრი ჯაშის შესახებ არსებული ინფორმაციები. პირველ რიგში,
მინდა
შევეხო
მის
დაპატიმრებას
1904 წელს.
1925 წელს
,,რევოლუციის
მატეანეში”
დაბეჭდილი
ასოთამწყობი
მუშის,
ბოლშევიკ
ხ.
ლომთათიძის
სტატიაში
- ,,ჩემი
მოგონებანი
რევოლუციურ
მუშაკებზე”,
ირკვევა,
რომ
იმ
პერიოდში
თბილისში
არსებული
სტამბების
მუშები,
სოციალ-დემოკრატების
დიდ
გავლენას
განიცდიდნენ
და
ხშირად
იღებდნენ
მონაწილობას
გაფიცვებში,
პოლიტიკურ
დემონსტრაციებში.
იგი
წერს,
- 1905-1907 წლების რევოლუციის წინა პერიოდში ხელისუფლება პოლიტიკურ ტუსაღებს აგზავნიდა ზოგს შიდა რუსეთში და ზოგს კატორღაში. სტამბის მუშები თავიანთ მოვალეობად თვლიდნენ მათ გაცილებას. ხ. ლომთათიძე ამბობს, რომ დაახლოებით 1903-1904 წელს,
ერთ
ასეთ
გაცილებაში
სტამბის
მხრიდან
გაიგზავნენ
არაქელა
ოქუაშვილი,
ვლასა
მგელაძე,
ვალერი
ბილანოვი,
მაისურაძე
და
მიუთითებს,
რომ
დანარჩენს
ვეღარ
იგონებდა.
აღწერს
ერთი
ასეთი
გაცილებისას
პოლიციის
და
კაზაკების
მიერ
მუშათა
დეპუტაციის
დარბევას
და
დაპატიმრებას.
[74] როგორც
ჩანს,
დიმიტრი
ჯაშიც
სწორედ
ამ,
ან
მსგავსი
გაცილების
დროს
იქნა
დაპატიმრებული.
რაც შეეხება დიმიტრი ჯაშის მიერ ხელისუფლების მაკომპრომიტირებელი დოკუმენტების
გადაცემას
სოციალ-დემოკრატების
რევოლუციურ
ორგანოში
- ,,ლისტოკ
ბარბი
პროლეტარიატა”
დასაბეჭდად,
ეს
იყო
ჟურნალი
და
გამოიცემოდა
რუსეთის
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
კავკასიის
ბიუროს
მიერ.
საარქივო
დოკუმენტებში
ამ
გამოცემის
სულისჩამდგმელად
დასახელებულია,
თბილისის
,,ოხრანკის”
დახასიათებით
,,მენშევიკების
გენერლად”
წოდებული,
[75] დიმიტრი
ჯაშის
მამიდის
ქმრის
ახლო
ნათესავი,
თბილისში
დიმიტრი
ჯაშის
მეზობლად
მცხოვრები
ნოე
რამიშვილი.
[76]
ზემომოყვანილ ინფორმაციაში ნახსენები
გერასიმე
ანთიმოზის
ძე
ლომჯარია,
როგორც
აქტიური
სოციალ-დემოკრატი,
იხსენიება
ასევე,
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
ერთ-ერთ საქმეში.
აქ
არის
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
გარე
მეთვალყურეობის
აგენტების
(ფილერების)
შეტყობინებები
იმ
პირებზე,
ვისზეც
მიმდინარეობდა
საიდუმლო
თვალთვალი.
გ.
ლომჯარია
დასახელებულია
გარე
მეთვალყურეობის
ქვეშ
მყოფ
საშიშ
რევოლუციონერებს
შორის.
[77]
ახლა შევეხოთ დიმიტრი ჯაშის მიერ შემოწირულობების სახით ფულის
შეგროვებას
რუსეთის
სოციალ-დემოკრატიული
მუშათა
პარტიის
თბილისის
კომიტეტის
სამხედრო
სალაროსათვის.
ცნობილია, რომ 1905 წელს, კავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური
ორგანიზაციის
სამხედრო-ტექნიკური
კომისიის
მიერ
გავრცელდა
მოწოდება,
რომ
შეეგროვებინათ
ფული
იარაღის
შესაძენად.
სახსრების
უკეთ
შეგროვების
მიზნით
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
კავკასიის
კავშირის
კომიტეტებმა
,,გამოუშვეს
ფურცლები,
სადაც
აღნიშნული
იყო
თუ
რომელი
კომიტეტის
,,საბრძოლო
სალაროს
სასარგებლოდ”
შეჰქონდათ
ფული,
ვის
და
რამდენი
შეჰქონდა.
სალაროში
ფულის
შემტანს
კომიტეტის
ბეჭედდასმული
ქვითარი
ეძლეოდა.”
[78]
საარქივო დოკუმენტების მიხედვით, კერძოდ,
კავკასიის
პოლიციის
გამგის
1905 წლის
23 ოქტომბრის
წერილიდან
ჩანს,
რომ
ფულის
შეკრება
რუსეთის
სოციალ-დემოკრატიული
მუშათა
პარტიის
მენშევიკების
თბილისის
კომიტეტის
მიერ
ხდებოდა
,,თბილისის
მთელ
პროლეტარიატში
და
მათ
შორის
სტამბებში.”
ამ
სახის
დაწესებულებებს
შორის
პირველ
რიგში
დასახელებულია
,,ქართული
საგამომცემლო
ამხანაგობის
სტამბა”.
მითითებულია,
რომ
აქ
,,ყოველთვიური
შენატანის
გარდა,
გამომუშავებული
თანხის
პროცენტიდან
ხდება
თანხების
დამატებით
შეკრება
შეიარაღებაზე
და
სხვა
ექსტრემალურ
ხარჯებზე.
ფულის
ამკრეფები
არიან
განსაკუთრებული
პირები
დანაშაულებრივი
ორგანიზაციების
წევრებიდან,
რომლებიც
შეგროვილ
ფულს
აძლევენ
თავის
რაიონულ
წარმომადგენლებს.
ეს
უკანასკნელნი
კი
აბარებენ
კომიტეტში.
ორგანიზაციაში
ყოველთვიურად
ცხადდება
საიდუმლო
სალაროში
ფულის
შემოსავლის
და
გასავლის
ანგარიში.
მეტწილად
ფულს
იხდიან
არანებაყოფილობით,
რადგან
ფულის
გადახდის
არმოსურნე
პირებს
აიძულებენ
გადახდას
სხვადასხვა
მუქარით.
[79]
ფულის აკრეფის ამ წესის სისტემად არსებობას ადასტურებს, ჟანდარმთა როტმისტრის ლომიაშვილის მიერ, 1906 წელს გორში, ერთ-ერთ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩენილი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
რაიონული
კომიტეტის
სხვადასხვა
საბუთები
და
მათ
შორის
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
ადგილობრივი
კომიტეტის
ფულის
ამკრეფების
1905-1906 წლიური
ანგარიშები
და
ასევე,
1905-1906 წლებში
მიღებული
,,შემოწირულობების”
სალაროს
ქვითრების
ორი
წიგნაკი.
[80] (დოკ.-
34.3)
ცხადია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მესვეურები
ასეთი
სახის
შეწირულობების
შეგროვებას
მხოლოდ
სანდო
და
პარტიისათვის
ერთგულ
პირებს
დაავალებდნენ.
ამ
ადამიანებს
ასევე
უნდა
ჰქონოდათ
სხვა
პირებზე
ზეგავლენის
მოხდენის
უნარი
პირადი
გავლენით,
თუ
სხვა
საშუალებების
გამოყენებით.
მაგალითად,
ასეთ
სანდო
პირად
ჩანს
ითვლებოდა
იმ
დროს
სტამბის
მუშა-ასოთამწყობი,
შემდგომში
ცნობილი
ბოლშევიკი
ტერორისტი
ილიკო
იმერლიშვილი.
პროფესორ
ნოდარ
გრიგალაშვილის
მიერ
მოძიებულ
1926 წლის
ჟურნალ
,,რევოლუციის
მატეანეში”
დაბეჭდილ
მის
ბიოგრაფიაში,
აღნიშნულია,
რომ
ილიკო
იმერლიშვილი
(მცხეთელი)
გახდა
რა
თბილისის
სტამბაში
ერთ-ერთი რევოლუციური
წრის
წევრი:
,,მას
მიანდვეს
არალეგალური
ლიტერატურის
გავრცელება
და
ფულის
შეგროვება
ამხანაგებში.”
[81]
ძველი სოციალ-დემოკრატი მენშევიკის, 1930-იან წლებში
საბჭოთა
ხელისუფლების
მიერ
,,ხალხის
მტრად”
გამოცხადებული
მ.
კლიმიაშვილის
მოგონებაში
დიმიტრი
ჯაშზე
წერია,
რომ
იგი
დ.
ჯაშს
1899 წლიდან
იცნობდა.
იმ
დროიდან,
როცა
დ.
ჯაში
ასოთამწყობის
შეგირდი
იყო
,,ქართული
საგამომცემლო
ამხანაგობის
სტამბაში
და
დიომიდე
კილაძესთან
მუშაობდა
,,ცნობის
ფურცლის”
აწყობაზე...
1905 წლიდან
დიმიტრი
ჯაშზე
მოწინავე
მუშებში
ხმები
გავრცელდა
მისი
შანტაჟისტებთან
დაახლოების
შესახებ”.
უნდა
აღვნიშნო,
რომ
დიმიტრი
ჯაშს
საკმაოდ
უარყოფითად
ახასიათებდა
,,ტიფლისკი
ლისტოკის”
რედაქტორი
ი.
ხაჩატუროვიც.
იგი,
1907 წლის
17 სექტემბერს
დაუკითხავს
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
გამომძიებელ
ნ.
ფ.
ილიაშენკოს.
თავის
დროზე
დ.
ჯაშს
ამ
გაზეთში
დეპეშების
ამწყობად
უმუშავია.
ი.
ხაჩატუროვის
სიტყვებით
დ.
ჯაში:
,,თავის
თავს
სოციალ-დემოკრატად
მიიჩნევდა,
მაგრამ
ჩემთან
მუშაობისას
მისი
საქციელიდან
გამომდინარე
ყველა
საფუძველი
მაქვს
ვიფიქრო,
რომ
ის
ანარქისტია.
იგი
თესავდა
მღელვარებებს
მუშებში,
და
გაფიცვებს
მიწყობდა.
ჩემი
არყოფნისას
რედაქტორს
გამოსძალა
თანხა,
ასევე
გამოსძალა
თანხა
,,გუტენბერგის”
სტამბას,
სადაც
ადრე
მუშაობდა.”
[82]
დიმიტრი ჯაშის მონაწილეობას ფულის შეგროვებაში
,,სოციალ-დემოკრატების
სამხედრო
სალაროსათვის”,
ადასტურებს
ასევე
დარია
ჯაშის
ზემომოყვანილი
ჩვენება,
სადაც
ის
მიუთითებს,
რომ
ერთხელ
მასთან
მისულა
პიროვნება,
რომელიც
ცხოვრობდა
მთაწმინდაზე
და
უთქვამს,
რომ
,,თქვენი
ქმარი
წერილს
მწერს
და
ფულს
მთხოვს,
რა
უნდაო”.
[83] (დოკ.-
1.11)
დარია ჯაშის ჩვენებით, მისი მეუღლის, რომელიც მას ,,თავიდან ,,სოციალ-დემოკრატად” გაეცნო, საახლობლო წრე არ კმაყოფილდებოდა ფულის შეგროვებით
და
ფულის
საშოვნელად
ჩადიოდნენ
სხვადასხვა
სახის
დანაშაულს.
დიმიტრი
ჯაში
და
მისი
მეგობრები
აქტიურად
ეწეოდნენ
ტერორისტულ
და
გამოძალვით
საქმიანობას
თბილისში
და
როგორც
ჩანს,
ძირითადად
სწორედ
მთაწმინდის
მიმდებარე
ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ დარია
ჯაშის
თქმით,
მისი
მეუღლე
და
მეუღლის
მეგობრები
- იმერლიშვილი
(ილიკო
იმერლიშვილი),
ობოლაძე
(ალექსანდრე
(საშა)
ობოლაძე),
და
სხვები
ძარცვავდნენ
ბანკებს
და
დიმიტრი
ჯაში
ილიკო
იმერლიშვილს
და
საშა
ობოლაძეს
,,ნახაზს
უკეთებდა
გაცარცვისას”.
დარია
ჯაში
მათ
ახასიათებს,
როგორც
ანარქისტებს,
მაგრამ
სინამდვილეში
ეს
ორივე
პიროვნება
სოციალ-დემოკრატი
ბოლშევიკები
იყვნენ.
ბოლშევიკი ს. თალაკვაძე წერდა, რომ, თუ 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტამდე ,,საბრძოლო რაზმების”
შექმნა
ფარულად
მიმდინარეობდა,
ამ
დროიდან
,,ოქტომბრის
დღეებში”,
წამოიწია
ლოზუნგმა
თავდაცვის
რაზმების
ანუ
,,წითელი
პარტიზანების”
შექმნის
შესახებ.
მისი
სიტყვებით,
გაერთიანებულ
კომიტეტში
მთავარი
სულისჩამდგმელები
იყვნენ
უმცირესობაში
მყოფი
ბოლშევიკების
ლიდერები:
სტალინი,
მ.
ცხაკაია,
ფ.
მახარაძე,
მ.
ბოჭორიძე,
ბ.
მდივანი.
იგი
ასევე
უთითებს,
რომ
ამ
რაზმების
ორგანიზატორები
და
ტექნიკური
ხელმძღვანელები
იყვნენ
ა.
ჯორჯიაშვილი,
კ.
ცინცაძე,
მ.
ხუტიაშვილი,
ს.
ინწკირველი,
ვ.
კალანდაძე,
თ.
ჩუბინიძე,
ე.
ლომინაძე,
კ.
ჩაჩავა,
ნ.
ალაჯალოვა,
პ.
გალდავა
და
სხვები.
[84]
თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ერთ-ერთი საქმიდან
ირკვევა,
რომ
1906 წლის
დასაწყისში,
სტამბის
ყოფილი
მუშა
ალექსანდრე
ობოლაძე
დაკავშირებული
ყოფილა
ბ.
ესაძის
სტამბაში
მომუშავე
ვინმე
ავალიანთან,
ეს
უკანასკნელი
კი
ილია
ფიცხელაურთან,
რომელიც
მუშაობდა
ლიბერმანის
სტამბაში.
[85] ეს
ადამიანები
ეწეოდნენ
რევოლუციურ
საქმიანობას
და
პოლიცმეისტერი
ზასიპკინი
ითხოვდა
მათი
დაპატიმრების
ნებართვას
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
უფროსისაგან.
(საქმე
იმაშია,
რომ
პოლიციას
რევოლუციის
პერიოდში
აეკრძალა
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოსათვის
წინასწარი
შეტყობინების
გარეშე
რევოლუციონერების
დაპატიმრება.
ეს
საჭირო
იყო
იმიტომ,
რომ
პოლიციის
მიერ
საიდუმლო
პოლიციის,
ანუ
,,ოხრანკის”
განყოფილების
აგენტის,
ან
მასთან
დაახლოებული
პირის
დაპატიმრებით
,,ოხრანკის”
განყოფილებებს
ხელი
არ
შეშლოდათ
თავის
ოპერატიულ
საქმიანობაში,
- თ.ს.)
თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების უფროსის მიერ,
იმავე
პერიოდში
გაგზავნილი
წერილიდან
კავკასიის
პოლიციის
გამგის
და
თბილისის
დროებითი
გენერალ-გუბერნატორის
სახელზე,
ირკვევა,
რომ:
,,სტამბის
მუშა
ალექსანდრე
ობოლაძეს
შეუქმნია
,,მუშების
რევოლუციური
ჯგუფის”
სახელწოდებით
მძარცველთა
ბანდა.”
ამ
წერილში
კვლავ
საუბარია
ილარიონ
(ილია)
ფიცხელაურზე,
სოციალ-დემოკრატების
,,საბრძოლო
რაზმის”
წევრზე.
აღნიშნულია,
რომ
იგი
უკვე
დაპატიმრებულ
ვარდენ
დოლიძესთან
ერთად
იყო
ალექსანდრე
(საშა)
ობოლაძის
,,მუშების
რევოლუციური
ჯგუფის”
წევრი.
ამ
ორგანიზაციის
სხვა
წევრებად
დასახელებული
არიან
სტამბის
მუშები
სერგო
ქორიძე
და
ზემოთ
ნახსნები
ავალიანი.
მათ
გაუძარცვიათ
სარაჯოვის
კანტორა
და
ვინმე
გეიდემანი.
წერილში
მითითებულია,
რომ
ნაძარცვი
ფული
ინახებოდა
ა.
ობოლაძესთან.
[86]
ჩემი აზრით, ამ ჯგუფში შედიოდა ილიკო იმერლიშვილიც. იგი ალექსანდრე
ობოლაძესთან
და
დიმიტრი
ჯაშთან
ერთად
სტამბაში
ასოთამწყობად
მუშაობდა.
ჩანს,
იგი
ბავშვობიდან
მათი
მეგობარიც
იყო.
ისინი
ხომ,
არა
მარტო
ერთ
პერიოდში
მუშაობდნენ
თბილისის
სტამბებში,
არამედ,
ერთმანეთის
მეზობლად
ცხოვრობდნენ
და
ორივე
ეხმარებოდა
დიმიტრი
ჯაშს
მისი
მომავალი
მეუღლის
მოტაცებაში.
პროფესორ ნოდარ გრიგალაშვილის მიერ მოძიებულ
და
გამოქვეყნებულ
ილიკო
იმერლიშვილის
ბიოგრაფიაში
Aალექსანდრე
ობოლაძე
დასახელებულია
1905 წლის
ნოემბერში
სომეხ-თათრების
შეტაკების
თავიდან
ასაცილებლად
შექმნილი,
სოციალ-დემოკრატების
ერთ-ერთი შეიარაღებული
ჯგუფის
ათისთავად.
მის
ხელქვეითად,
ანუ
ქვემდებარე
რაზმის
რიგით
წევრად
კი
ილიკო
იმერლიშვილი.
ბიოგრაფიის
ავტორი
წერს:
,,იმ
ღამეს,
როცა
თათრის
მოედანზე
ცეცხლი
გაძლიერდა
და
თათრების
ბრბო
თანდათან
დახურული
ბაზრისკენ
მიიწევდა...
სილიბისტრო
ჯიბლაძემ
უთხრა
ვალერა
ბილანოვს,
რომ
აერჩია
ერთი
ჯგუფი
რაზმელების
და
დამდგარიყო
დახურული
ბაზრის
შესასვლელში...
ალექსანდრე
ობოლაძემ,
როგორც
ათისთავმა,
გასცა
განკარგულება
გვესროლა
და
გაგვეფანტა
შეკრებილი
ბრბო.
მაგრამ
რაზმელებმა
გასროლა
ასე
ადვილად
ვერ
გაბედეს.
გავარდა
მხოლოდ
ილიკოს
თოფი...
შემდეგ
სხვა
რაზმელებმაც
გაისროლეს.” [87]
ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიის ავტორი
აქვე
მიუთითებს
რომ,
როცა
რევოლუციური
მოძრაობა
შედარებით
მინელდა,
,,ილიკო
თავისი
ამხანაგებით,
რომელთა
შორის
იყვნენ:
ა.
ობოლაძე,
გ.
ავალიანი,
ტ.
ჯაში,
არკადი
ელბაქიძე,
ს.
ტომარაძე,
არამ
პოღოსოვი,
გ.
თოფურიძე,
ა.
ფიცხელაური,
ა.
ვარსიმაშვილი,
ვ.
ნასარიძე,
დ.
ბაცანკალიშვილი
და
ყანდარელი
(პატარა
მცხეთელი)
ეყოფიან
მთავარ
ორგანიზაციას
და
აარსებენ
მთაწმინდაში
რევოლუციონერ
სოციალ-დემოკრატ
მუშათა
ჯგუფს.”
[88] ჩანს,
აქ
ზემოაღნიშნულ
საარქივო
დოკუმენტებში
მითითებულ
ალექსანდრე
ობოლაძის
ხელმძღვანელობით
შექმნილ
ორგანიზაცია
,,მუშების
რევოლუციური
ჯგუფზეა”
ლაპარაკი.
დიმიტრი
ჯაშის
მიერ
დამაშანტაჟებელი
წერილების
მეშვეობით
ფულის
მოთხოვნა
მთაწმინდაზე
მცხოვრები
პირისათვის
კი
მეტყველებს
მის
კავშირზე
მძარცველურ-შანტაჟისტური
მეთოდებით
,,მომუშავე”
სოციალ-დემოკრატ
მუშათა
ამ
ორგანიზაციისადმი.
ცხადია,
რომ
დიმიტრი
ჯაში
გამომდინარე
მისი
საქმიანობიდან
ფულის
გამოძალვას
დამოუკიდებლად
ვერ
გაბედავდა.D
ალექსანდრე ობოლაძის სიტყვებით, ,,1906 წელს სათავეში
ჩავუდექი
სამხედრო
ორგანიზაციას.
გადაუჭარბებლად
ვიტყვი,
რომ
იმდენი
ტერორისტული
აქტი,
რაც
მე
წილად
მხვდა
კავკასიაში,
არავის
შეუსრულებია.
1906 წლის
პირველ
ნახევარში
ყველა
ტერორისტულ
აქტს
ვასრულებდი
პარტიის
დავალებით,
მეორე
ნახევრიდან
კი
დამოუკიდებლად.”
აქვე
იგი
ამბობს,
რომ
ის
არ
დაემორჩილა
მენშევიკების
მოთხოვნას
განიარაღების
თაობაზე:
,,ვინაიდან
ჩვენი
ფრაქცია
მაშინ
მენშევიკებთან
ერთად
მუშაობდა,
მე
არ
დავემორჩილე
განიარაღებას
და
ცალკე
ჯგუფი
შევქმენი...
ჯგუფს
გააჩნდა
საკუთარი
სტამბა
და
ჰყავდა
თავიდან
ფეხებამდე
შეიარაღებული
60 კაცი.
ჩვენს
ჯგუფში
მუშაობდა
ამხანაგი
დათო
ჭიაბეროვი.
თვითონ
კობა
- სტალინი
გვიჭერდა
მხარს.
ერთ-ერთ კონფერენციაზე
მან
შეიტანა
რეზოლუცია
ჩვენი
უკან
მიღების
შესახებ.”
[89] ალექსანდრე
ობოლაძე
1907 წლის
თებერვალში
დაუპატიმრებიათ
და
გადაუსახლებიათ
ვიატკის
გუბერნიაში,
საქართველოში
მხოლოდ
1912 წელს
დაბრუნებულა.
ამრიგად, ზემოთ დასახელებული პირები ერთმანეთთან
ფაქტობრივად
დაკავშირებული
არიან
და
მათ
შორის
ძირითადი
მაკავშირებელი,
როგორც
ჩანს
იყო
ალექსანდრე
ობოლაძე.
ალექსანდრე
ობოლაძე
ამ
დროს
უკვე
21-22 წლისაა,
ილიკო
იმერლიშვილი
და
დიმიტრი
ჯაში
კი
ძალიან
ახალგაზრდები
17-20 წლის.
ა. ობოლაძის სიტყვებით, იგი თავდაპირველად შესულა ხელაძის
სტამბაში
და
იქ
ნანახით
გამოუტანია
დასკვნა,
რომ
მესტამბეები
ყველაზე
ერთგულნი
და
რევოლუციურად
განწყობილი
იყვნენ.
სტამბებში
მომუშავე
რევოლუციურად
განწყობილ
პირებს
შორის
ალექსანდრე
ობოლაძე
ასახელებს
ვასო
ურუშაძეს,
სერგო
ქორიძეს
და
სხვებს.
მიუთითებს,
რომ
მან
ერთ
წელიწადში
თითქმის
ყველა
სტამბა
მოიარა
და
გაფიცვებში
ახალგაზრდებს
იყოლიებდა.
[90] საინტერესოა,
რომ
იგი
აქვე
ამჟღავნებს
უარყოფით
დამოკიდებულებას
ნოე
რამიშვილთან
და
საერთოდ
მენშევიკებთან,
რაც
დიმიტრი
ჯაშის
მეუღლის
1941 წელს
მიცემულ
ჩვენებაშიცაა
ასახული.
დარია
ჯაშის
სიტყვებით,
ალექსანდრე
ობოლაძე
და
ილიკო
იმერლიშვილი
მის
მეუღლეს
ნოე
რამიშვილთან
ურთიერთობას
უშლიდნენ.
დიმიტრი ჯაშის და ალექსანდრე ობოლაძის მსგავსად ილიკო იმერლიშვილიც სტამბის მუშა იყო. კავკასიის
რაიონული
,,ოხრანკის”
ერთ-ერთ საქმეში
არსებული
ინფორმაციით
ი.
იმერლიშვილი
1907 წლის
ოქტომბრამდე
ოფიციალურად
მუშაობდა
ასოთამწყობად
თავართქილაძის
სტამბაში.
[91] 1941 წელს
გ.
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესზე
უშანგი
ჯაშის
ჩვენების
მიხედვით,
მისი
ძმა
დიმიტრი
ჯაშიც
1904 წელს
,,მგონი
თავართქილაძის
სტამბაში
ასოთამწყობად
მუშაობდა,
ხოლო
1905 წელს
,,ივერიის”
სტამბაში.”
[92] ასევე
თავართქილაძის
სტამბის
მუშა
იყო
ზემოდასახელებული
ტიტე
ჯაში,
რომელზეც
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
ერთ-ერთ საქმეში
აღნიშნულია,
რომ
,,ის
არის
ტერორისტი
სტამბიდან
და
1905 წლის
23 დეკემბერს
სწორედ
მან
ესროლა
გოროდოვოი
გელიუსს
და
არა
ალისტ
ვადაჭკორიამ.”
[93] მას
ქუთათელაძის
სტამბის
გარდა
უმუშავია
სოციალ-დემოკრატების
გაზეთ
,,სხივში”.
,,ტიტე
(ტიტიკო)
კონსტანტინეს
ძე
ჯაში,
სტამბის
მუშა
გლეხებიდან”
(ასე
იხსენიება
იგი
სხვა
საარქივო
საქმეში),
[94] როგორც
ჩანს,
შემდეგში
ცნობილი
ტერორისტი
გამხდარა,
რის
შესახებაც
საისტორიო
არქივის
ფონდებში
შესაბამისი
მასალები
არსებობს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიაში სილიბისტრო
ჯიბლაძესთან
ერთად
ნახსენები,
სოციალ-დემოკრატიული
(მენშევიკი)
პარტიის
წევრი,
ვალერი
ბილანოვი
(ბილანიშვილი),
რომელიც
1905 წელს,
სომეხ-თათრების
შეტაკების
თავიდან
ასაცილებლად,
ალექსანდრე
ობოლაძესთან
და
ილიკო
იმერლიშვილთან
ერთად
იდგა
თათრის
მოედანზე,
სტამბის
მუშა
იყო.
თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების ცნობით სწორედ
ვალერი
ბილანოვს
(ბილანიშვილი),
აუკრეფია
სტამბის
დაზგაზე
1905 წლის
15 დეკემბერის
რევოლუციური
მოწოდების
ტექსტი
,,ყველა
მოქალაქეს”,
რომელიც
გაზეთ
,,ივერიაში”
დაიბეჭდა.
[95] სხვადასხვა
დოკუმენტური
მასალების
მიხედვით,
იმის
მიუხედავად
რომ
იგი
მენშევიკი
იყო,
მაინც
ახლო
ურთიერთობაში
იმყოფებოდა
სტამბებში
მომუშავე
ბოლშევიკური
პარტიის
წევრებთან
და
1910 წელს,
მათ
დაეხმარა
კიდეც
საიდუმლო
სტამბის
მოწყობაში.
[96]
ამ პიროვნების აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ადასტურებს ზემოთ რამოდენიმეჯერ ნახსენები, ასოთამწყობ
ხ.
ლომთათიძის
მოგონება.
მასში,
აღნიშნულია,
რომ:
,,იმ
დროს
(1905-1907 წლები - თ.ს.) საიდუმლო სტამბებს ხელმძღვანელობდნენ
უმთავრესად
შემდეგი
პირები:
ვასო
ურუშაძე,
ვალ.
ბილანიშვილი
(ბილანოვი),
ვლასა
მგელაძე,
ერ,
ჩანტლაძე,
ვანო
ბოლქვაძე,
კამო,
მანასე
გოგვაძე
(გოგუაძე),
ლადო
დუმბაძე
და
სოლ.
ვადაჭკორია.
მაგრამ
განსაკუთრებული
თავდადება
და
შრომა
მიუძღვის
ვასო
ურუშაძეს
და
ვალ.
ბილანიშვილს.”
[97]
მე ამ პიროვნებას, ვალოდია ბილანოვს (ბილანიშვილი) შედარებით მეტად
ვახასიათებ,
რადგან
იგი
შემდგომ
გახდა
სოციალ-დემოკრატების
მიერ
შექმნილი
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
საგამოძიებო
კომისიის
წევრი?!
მკვლევარ
შოთა
ბადრიძეს
თავის
ნაშრომში
მოჰყავს
თანამედროვის
მოგონება
იმის
შესახებ,
რომ:
,,როდესაც
ილია
ჭავჭავაძე
მოკლეს,
გავრცელდა
არაოფიციალური
მიმოთქმა,
რომ
ვითომ
წინასწარ
განზრახვით
მესამე
დასელებს
მოეკლათ
ილია.
ამისთანა
მითქმა-მოთქმის
გამო
გამოუყვიათ
სამი
მუშა
ამის
გამოსარკვევად:
ზაქარია
გურული,
ალექსანდრე
დგებუაძე
და
ვალერი
ბილანიშვილი.
ამ
კომისიის
თავმჯდომარე
ყოფილა
რკინიგზის
მუშა
ზაქარია
გურული.Aამ პირთ დეტალურად
გამოუკვლევიათ
ილიას
მკვლელობის
საკითხი.
მიუკვლევიათ
იმ
ცნობამდე,
რომ
ილიას
სიკვდილში
მთავარი
როლი
ითამაშა
ჟანდარმერიამ
და
,,მოურავმა”
ჯაშმა.
მესამე
დასის
არალეგალურ
კომიტეტს
დაუნიშნია
ტერორი
დიმიტრი
ჯაშისათვის.
ეს
გაუგია
ჟანდარმერიას
და
ვითომ
დაჭერის
სახით
სადღაც
შორეულ
მხარეს
გაუგზავნია
სამუშაოდ.”
[98]F
ბუნებრივია, რომ თუ ვალერი ბილანოვი (ბილანიშვილი) 1910 წელს ბოლშევიკებს
ეხმარებოდა
და
ჰქონდა
მათთან
დიდი
ხნის
ურთიერთობის
გამოცდილება,
ილიას
მკვლელობაში
ბოლშევიკების
მონაწილეობის
შესახებ
არსებულ
ინფორმაციას
არ
დაადასტურებდა.
ვასილ ურუშაძესთან და ვალერი ბილანოვთან (ბილანიშვილი) ერთად ნახსენები
ვლასა
მგელაძის
შესახებ
საინტერესო
ინფორმაციას
იძლევა,
1905-1907 წლებში
ცნობილი
სოციალ-დემოკრატი
მენშევიკი
ტერორისტი
ვალოდია
გოგუაძე.
იგი
წერს,
,,1906 წელს
თბილისიდან
ბაქოში
გვეწვია
ვლასა
მგელაძე,
რომელიც
მაშინვე
შტაბში
მივიწვიეთ.
ვლასა
დახელოვნებული
იყო
ყუმბარების
და
ასაფეთქებელი
ნივთიერების
დამზადებაში.”
[99]
ამრიგად, 1905-1907 წლების რევოლუციის
დროს
სტამბის
მუშები,
როგორც
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
აქტიური
წევრები
და
ასევე
თანამგრძნობები,
აქტიურად
მონაწილეობდნენ
არა
მარტო
ხელისუფლების
საწინააღმდეგო
აგიტაციაში,
არამედ
შეიარაღებულ
ბრძოლაშიც.
დიმიტრი
ჯაშის
მეგობრად
გამოცხადებულ,
პროფესიით
ასევე
სტამბის
ასოთამწყობ
ილიკო
იმერლიშვილის
ბიოგრაფიაში
მითითებულია,
რომ
იგი
1905 წელს
სოციალ-დემოკრატ
მუშებთან
ერთად
აქტიურად
მონაწილეობდა,
თბილისში
მოქმედი
შავრაზმული
ორგანიზაციის
- ,,ჭეშმარიტ
რუსთა
კავშირის”
წევრების
წინააღმდეგ
მიმართულ
შეტაკებებში.
ერთხელ,
ერთ-ერთი ასეთი
შეტაკებისას
ი.
იმერლიშვილს
ზემოდასახელებული
ორგანიზაციის
წევრისათვის
წაურთმევია
სამფეროვანი
ნიშანი
(სიმბოლო)
და
ვასო
ურუშაძესთან,
მოწინავე
მუშასთან
მიუტანია
როგორც
ნადავლი.
[100]
ბატონ შოთა ბადრიძის მიერ გამოქვეყნებულ ალექსანდრე ობოლაძის
ავტობიოგრაფიაში,
ეს
უკანასკნელი
ვასო
ურუშაძეს
მენშევიკად
ასახელებს.
სხვა
თანამედროვის
დახასიათებით
ვასო
ურუშაძე
ყოფილა
სოციალ-დემოკრატების
ერთ-ერთი წარმომადგენელი,
საუკეთესოდ
მომზადებული
მუშა.
იგი
ხშირად
გამოდიოდა
კრებებზე
და
დიდ
გავლენას
ახდენდა
მუშებზე,
ხელმძღვანელობდა
არალეგალური
გამოცემების
ბეჭდვას
და
ხელს
უწყობდა
მათ
გავრცელებას.
[101] საარქივო
მასალებითაც
დასტურდება,
რომ
იგი
დიდი
ხნის
პარტიული
მუშაობის
სტაჟის
მქონე
ძველი
სოციალ-დემოკრატი
იყო.
ერთ-ერთი დოკუმენტის
მიხედვით
ჯერ
კიდევ,
1902 წლის
თებერვლის
დასაწყისში,
ვასო
ურუშაძე,
ნ.
ცერცვაძე,
გ.
ვარდოიანი
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
წევრობისათვის
დაუპატიმრებიათ.
[102] 1905-1906 წლებში ვასილ ურუშაძის რევოლუციურ მოღვაწეობაზე მეტყველებს 1906 წლის
10 თებერვლის,
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
აგენტის
,,ახვერდოვის”
შეტყობინება,
რომ
ჟანდარმთა
საგუბერნო
სამმართველოში
დაუკითხავთ
დაპატიმრებული
სოლომონ
ვადაჭკორია
და
ვასილ
ურუშაძე.
[103]
როგორც ვხედავთ, ზემოჩამოთვლილი პირები აქტიურ
რევოლუციურ
მუშაობას
ეწეოდნენ
და
ჩანს
დიმიტრი
ჯაშიც
სწორედ
აქტიური
სოციალ-დემოკრატი
იყო.
ზემოთ
აღვნიშნე,
რომ
იგი
უფრო
მეტად
დაკავშირებული
იყო
ბოლშევიკურად
განწყობილი
პირების
მიერ
შექმნილ
ორგანიზაციასთან
- ,,მუშების
რევოლუციური
ჯგუფი”,
რომლის
წევრები
ფულის
შესაგროვებლად
იყენებდნენ
დაშინების
და
შანტაჟის
მეთოდებს.
ამრიგად,
ჩანს
სწორედ
ამას
გულისხმობდა
მენშევიკი
ა.
კლიმიაშვილი,
როცა
წერდა,
რომ
1905 წლიდან
დიმიტრი
ჯაშზე
ხმები
გავრცელდა
მისი
შანტაჟისტებთან
დაახლოების
შესახებ.
[104]
დიმიტრი ჯაშის მიერ ფულის შეგროვებას სოციალ-დემოკრატების ,,სამხედრო სალაროსათვის”
და
მის
კავშირს
ბოლშევიკებთან,
ვფიქრობ,
სრულად
ადასტურებს
საქართველოს
ცენტრალურ
საისტორიო
არქივში
დიმიტრი
ჯაშის
დაპატიმრების
შესახებ
არსებული
ცალკე
საქმე.
[105] ამ
საქმიდან
ირკვევა,
რომ
იგი
1906 წლის
15 თებერვალს
გოროდოვოებს
დაუპატიმრებიათ.
დიმიტრი
ჯაშის
დაპატიმრების
საქმის
წარმოება
დაწყებულა
1906 წლის
16 თებერვალს
და
1906 წლის
1 მარტს
დამთავრებულა.
(დოკ.-
11.1-11.10)
საქმეში ჩაკერებული პირველი ფურცელი არის თბილისის და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ
ტიმოფეევის,
1906 წლის
16 თებერვლის
დადგენილება
დიმიტრი
ჯაშის,
გაზეთ
,,ივერიის”
თანამშრომლის,
მცხოვრები
ქალაქ
თბილისში,
ვეძინის
ქუჩაზე,
გოგ(ი)აშვილის
სახლში,
დაპატიმრების
და
მეტეხის
ციხეში
მოთავსების
შესახებ.
მითითებულია,
რომ
დიმიტრი
ჯაშის
დაპატიმრება
მოხდა
მის
მიერ
,,რევოლუციური
საჭიროებებისათვის
ფულის
შეგროვების
გამო”.
[106]
დადგენილების პირველ ფურცელს
განსხვავებული
ხელით
მიწერილი
აქვს,
,,დაველოდოთ
თბილისის
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
დასკვნას”.
მეექვსე
ფურცელი,
რომელსაც
ფანქრით
აწერია
ციფრი
სამი,
არის
1906 წლის
15 თებერვლის
დიმიტრი
ჯაშის
საცხოვრებელი
ბინის
ჩხრეკის
ოქმი.
ოქმს
აკლია
ბოლო
ერთი
ფურცელი.
ეს
ფურცელი
მოქცეულია
საქმის
სულ
ბოლო
ოცდამეცამეტე
გვერდზე.
აღნიშნული
ოქმის
ასეთ
დაყოფას
ადასტურებს
ამ
ფურცელზე
ფანქრით
წარწერილი
ციფრი
ოთხი.
ეს
და
სხვა
ამ
სახის
ლაფსუსები
მეტყველებს,
რომ
საქმეში
დოკუმენტების
თანამიმდევრობა
დარღვეულია.
თუმცა
კვლევის
ამ
ეტაპზე,
დიმიტრი
ჯაშის
დაპატიმრების
საქმის
ანალიზი
არაა
მთავარი.
ჩემთვის
აღნიშნული
ოქმი
იმდენადაა
საინტერესო,
რამდენადაც
მასში
მითითებულია,
თუ
რა
მიზეზით
იქნა
იგი
დაპატიმრებული.
ირკვევა, რომ დიმიტრი ჯაში დააპატიმრეს თბილისის პოლიციის მეორე ნაწილის რაიონში გოროდოვოებმა, რადგან რევოლუციური
მიზნებისათვის
შემოწირულობების
შეგროვებას
ეწეოდა.
მისი
ბინის
ჩხრეკა
ჩატარდა
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
უფროსის
ბრძანებით.
ჩხრეკის
ოქმს
ხელს
აწერენ
დარია
გოგ(ი)აშვილი,
სტეფანე
პიატნიკი
(? - თ.ს.) და ილია დარჩია.
[107] (ცნობისათვის,
დარია
ჯაშის
ინფორმაციით,
რომელიც
მოიპოვება
კ.
გორდელაძის
ნაწერებში,
ნოე
რამიშვილი
მათ
გვერდზე
გოგ(ი)აშვილის
სახლში
ცხოვრობდა
- თ.ს.)
[108] ბინის
ჩხრეკისას
უნახავთ
რევოლუციურ
შინაარსის
აკრძალული
ლიტერატურა.
ამრიგად, ამ ოქმიდან ნათელი ხდება, რომ 1906 წლის თებერვალში, დიმიტრი ჯაში ნამდვილად არ იყო თბილისის ,,ოხრანკის” განყოფილების აგენტი, რადგან
მის
ბინაში
ჩხრეკა
სწორედ
,,ოხრანკის”
განყოფილების
უფროსის
დავალებით
და
ნებართვით
განხორციელდა.
Mსაკმაოდ ყურადსაღებია თბილისის ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
როტმისტრის
მიერ,
თბილისის
პოლიციის
მეორე
ნაწილის
უბნის
ზედამხედველის
ვ.მ. სინიცინის
1906 წლის
16 თებერვლის
დაკითხვის
ოქმი.
ამ
ოქმში
უბნის
ზედამხედველი
არ
ადასტურებს,
რომ
დიმიტრი
ჯაშს
აღმოუჩინეს
რევოლუციური
შინაარსის
გაზეთები
და
პროკლამაციები.
მისი
სიტყვებით,
მან
არ
იცის
ქართული
ენა
და
შესაბამისად,
აღმოჩენილი
მასალები
ანტისახელმწიფოებრივი
შინაარსის
ეგონა.
თავისთავად
ეს
ფაქტი
საინტერესოა,
რადგან
გაურკვეველია,
რამ
გამოიწვია
მისი
შეხედულებების
ასეთი
უცაბედი
ტრანსფორმაცია.
შესაძლოა,
ამის
მიზეზი
იყო
ქრთამი,
დაშინება
ან
სხვა.
ამის
ზუსტი
დადგენა
უფრო
ღრმა,
ცალკე
ანალიზს
საჭიროებს,
რასაც
შემდგომში
შევეცდები.
დავუბრუნდეთ კვლავ აღნიშნულ საქმეს. წინამდებარე ჩვენებებს მოსდევს თბილისის საქალაქო პოლიციის მესამე ნაწილის პრისტავის, 1906 წლის 15 თებერვლით
დათარიღებული
მოხსენება,
გაგზავნილი
თბილისის
პოლიცმეისტერის
სახელზე.
ამ
მოხსენებიდან
ვიგებთ
თუ
კონკრეტულად
როგორ
მოხდა
დიმიტრი
ჯაშის
დაპატიმრება.
კერძოდ,
1906 წლის
15 თებერვალს
პოლიციის
უბნის
ზედამხედველობის
კანდიდატ
ს.
პუჩკოვს
ბარონის
ქუჩაზე
შეუმჩნევია
საეჭვო
პიროვნება,
რომელიც
რამოდენიმე
სხვა
პირთან
ერთად
მიდიოდა.
მისი
თანმხლებები
დარჩენილან
ქუჩაში
და
საეჭვო
პირი
შესულა
მეფისნაცვლის
სტამბაში.
ს.
პუჩკოვს
უკითხავს
აღნიშნული
მოქალაქის
შესახებ
გოროდოვოი
სტაცეკისათვის,
თუ
რა
მიზნით
შევიდა
იგი
სტამბაში.
გოროდოვოის
თავის
მხრივ
მეეზოვესთან
გაურკვევია,
რომ
ეს
ადამიანი
აგროვებდა
ფულს
რომელიღაც
კომიტეტისათვის.
A
ამის შემდეგ გოროდოვოის მიურბენია კომენდატურის სამმართველოსთან, უთხოვია
დახმარება
და
ჯარისკაცების
მეშვეობით
დაუპატიმრებია
საეჭვო
პირი,
სხვები
კი
გაქცეულან.
დაკავებული
აღმოჩენილა
დიმიტრი
ჯაში,
რომელსაც
ქართულ
ენაზე
ნაწერი
სხვადასხვა
დოკუმენტი,
მათ
შორის
ჩანაწერებიანი
წიგნაკი
და
წერილი
უპოვეს.
მასვე
აღმოაჩნდა
კაზაკების
მიერ
1905 წლის
18 დეკემბერს
მოკლული
გრიგოლ
ფარსადანის
ძე
ჯაშის
გადასვენებისათვის
საჭირო
ფულის
შემომწირველ
პირთა
სია
და
საკონდიტროს
მუშა-მოსამსახურეების
მისამართით
რუსულ
ენაზე
დაწერილი
წერილი
გაფიცვის
მოწოდებით.
პრისტავის
მოხსენებაში
აღნიშნულია,
რომ
- როგორც
ამ
წერილიდან
ჩანს,
ჯაში
გაფიცვების
ერთ-ერთი მოღვაწეა.
[109]
A საქმეში შემდეგ ფურცლებზე მოთავსებულია დიმიტრი ჯაშისათვის
აღმოჩენილი
ნაწერები
ქართულ
ენაზე.
მათ
შორის
არის
დ.
მაჩხანელის
ლექსები
- ,,მწყემსის
ღიღინი”,
,,ელეგია”
და
,,გლეხის
ანდერძი”.
აქვე
ჩაკერებულია,
როგორც
ჩანს
მისი
ბინის
ჩხრეკისას
ნანახი
ქართული
გაზეთები
- 1906 წლის
31 იანვრის
,,ცნობის
ფურცლის”
ნომერი,
რომელიც
დაბეჭდილია
,,წიგნების
გამოცემის
ქართველ
ამხანაგობაში”.
მე
პირადად
ამ
გაზეთის
კითხვისას
თვალში
მომხვდა
ის,
რომ
აქ
აღწერილია
ხელისუფლების
სადამსჯელო
რაზმების
მიერ
ჩადენილი
დანაშაულებები.
მაგალითად,
რუბრიკაში
,,ქართლში”
მოთავსებულია
ინფორმაცია,
რომ,
14 იანვარს
მაზრის
უფროს
ლეონტიევის
მეთურობით
ზემო-ნიქოზში
კორნელი
კასრაძის
(სოციალისტ-ფედერალისტების
,,საბრძოლო
რაზმის”
წევრი,
ცნობილი
ტერორისტი)
ძმას
მღვდელ
ალექსანდრე
კასრაძეს
სახლ-კარი გაუნადგურეს
და
დააპატიმრეს,
რადგან
მისი
ძმა
რევოლიციონერია.
[110] აქვეა
ჩაკერებული
,,პატარა
გაზეთის”
1906 წლის
1 იანვრის
ნომერი.
იგი
დაბეჭდილა
ქუთათელაძის
სტამბაში.
ამ
გაზეთში,
რუბრიკაში
,,რა
ამბავია”
არის
შემდეგი
ინფორმაცია,
- გუშინ
30 დეკემბერს
ადმინისტრაციამ
რამოდენიმე
კაცი
დააპატიმრა,
მათ
შორის
გაზეთ
,,ივერიის
რედაქტორი
ფილიპე
გოგიჩაიშვილი,
ვლადიმერ
ლორთქიფანიძე,
პეტრე
რამიშვილი,
სოლომონ
ვადაჩკორია,
სამსონ
ფირცხალავა
და
ილია
ზურაბიშვილი.
[111]
A საქმეში ჩაკერებულ გაზეთებს მოსდევს ფულის გადახდის ხელნაწერი ფურცლები, რომლებიც როგორც ჩანს, დიმიტრი ჯაშს თან ჰქონდა დაპატიმრებისას. ამ ფურცლების
ნაწილი
შევსებულია
და
ნაწილი
კი
შესავსები.
ერთ-ერთ ფურცელს
აწერია:
,,შემოწირულობა
გადასატანად
ნეშტისა
18 ქრისტეშობასთვეს
გასული
წლისა
კაზაკებისაგან
მოკლული
მილიციონერის
გრიგოლ
ფარსადანის
ძე
ჯაშისა,
თბილისიდან
სადგურ
საჯავახოში.”
(სტილი
დაცულია
- თ.ს.) ამ თავსათაურის
ქვეშ
მოთავსებულია
ცხრილი,
სადაც
ჩამოთვლილია
სხვადასხვა
გვარი,
ასევე
უამრავი
მეტსახელი.
კერძოდ,
ნოსიევი,
გრ.
დიასამიძე,
ნ.
ნასარიძე,
ნ.
ლეჟავა,
სეფე
არჩვაძე,
პ.რ., მეთევზე,
ნიკოლაი
და
სხვა.
ყველა
მათგანი
დაწერილია
სხვადასხვა
ხელით,
ფაქტობრივად
ისინი
ხელმოწერებია
და
არა
უბრალოდ
პირთა
სია.
[112]M(დოკ.-
11.10)
შეწირული თანხა მერყეობს 10 კაპიკიდან ორ მანეთამდე. ვფიქრობ, დ. ჯაშის დაპატიმრებისას მისი თანმხლები
პირების
საქციელი, ანუ გაქცევა, მანიშნებელია, რომ ფული მართლაც
რევოლუციური
მიზნისათვის
იკრიბებოდა.
საქმე
იმაშია,
რომ
დ.
ჯაშისათვის
აღმოჩენილ
სხვა
ფურცლებზე
მოთავსებულია
ასეთივე
ფულის
შეკრების
უწყისი,
ოღონდ
მას
აწერია,
რომ
შემოწირულობა
გროვდებოდა
ვინმე
ნესტორ
შაფაქიძის
მეუღლის
დასამარხად.
[113] ჩანს, რევოლუციური მიზნისათვის ფულის შეკრების უწყისების ასეთი სახით გაკეთება, გამოწვეული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან
ეჭვის
ასაცილებლად.
თუმცა
გინდაც
ეს
ასე
არ
იყოს,
ფულის
შეკრება
გრიგოლ
ფარსადანის
ძე
ჯაშის
გადასასვენებლად
მეტყველებს,
რომ
ეს
ადამიანები,
ფულის
შემკრებები,
დიმიტრი
ჯაშთან
ერთად
სწორედ
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
ბოლშევიკური
ფრთის
წარმომადგენლები
იყვნენ.
როგორც დიმიტრი ჯაშის ძმის, უშანგი ჯაშის ჟურნალ ,,რევოლუციის მატეანეში” დაბეჭდილი წერილიდან ვიგებთ, გიორგი ჯაში წარმოშობით სოფელ აბაშიდან ყოფილა და იგი კაზაკებმა ,,ნაძალადევში” 1906 წლის დეკემბერში
მოკლეს.
1886 წელს
დაბადებულ
გ.
ჯაშს
უმუშავია
,,ცნობის
ფურცელში”,
რომელიც
იბეჭდებოდა
,,ქართველთა
ამხანაგობის
სტამბაში”
და,
როგორც
ჩანს,
ყოფილა
ასოთამწყობი
მუშა.
უშანგი
ჯაში
ამბობს,
რომ
ამ
სტამბაში
მოწინავე
მუშა
იყო
ვანო
ბოლქვაძე.
ეს
პირი
მოწინავე
მუშად
ნახსენებია
ალექსანდრე
ობოლაძის
მიერაც.
[114]
სხვა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გრიგოლ
ჯაში
სოციალ-დემოკრატების
,,საბრძოლო
რაზმის”
წევრი
იყო.
ის
1906 წლის
18 დეკემბერს
,,ნაძალადევში”
ხელისუფლების
დამჯელი
რაზმების
და
სოციალ-დემოკრატების
,,საბრძოლო
რაზმის”
წევრების
შეტაკებისას
დაღუპულა.
მასთან
ერთად
მოკლულ
იქნა
ცხრა
,,რაზმელი”
- მ.
კალაძე,
პ.
ცინცაძე
და
სხვები.
დაიჭრა
და
დააპატიმრეს
სამი
ადამიანი,
რომელთა
შორის
იყო
ცნობილი
ბოლშევიკი
ტერორიტ-ექსპროპრიატორი
კამო
(ტერ-პეტროსიანი).
[115] შესაბამისად,
ეს
ადამიანებიც
სოციალ-დემოკრატიულ
პარტიას
და
კერძოდ,
ბოლშევიკებს
ეკუთვნოდნენ,
ან
მათთან
ძალიან
დაახლოებული
პირები
იყვნენ.
იმ ნივთმტკიცებებში, რომელიც დიმიტრი
ჯაშს
პირადი
ჩხრეკისას
ჩამოართვეს,
ყოფილა
სხვა
ქართულენოვანი
დოკუმენტებიც.
ისინი
უთარგმნიათ
და
საქმეში
ჩაკერებულია
მათი
რუსულენოვანი
ასლები.
მათ
შორის,
- 1. წერილის
ასლი
დ.
ჯაშისადმი,
რომელსაც
ხელს
აწერს
ვინმე
სამსონ
ირემაძე,
2. შემოწირულობების
სიის
და
დ.
ჯაშის
ჩანაწერების
წიგნაკში
არსებული
ქართულად
ნაწერი
ტექსტების
რუსული
თარგმანი.
დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების ამ საქმეში
პირადად
ჩემთვის
სწორედ
ეს
დოკუმენტი
აღმოჩნდა
საინტერესო
და
შეიძლება
ითქვას,
არც
თუ
ისე
მოულოდნელი.
ჩანაწერების
წიგნაკის
104 გვერდზე
მითითებულია
გაზეთ
,,კვალი”-ის,
1901 წლის
# 15-ში
მოთავსებული
წერილის
სათაური
,,მეცხრამეტე
საუკუნის
მოღვაწეები”.
ხოლო
დიმიტრი
ჯაშის
წიგნაკის
119-ე
გვერდის
ჩანაწერი
შემდეგი
შინაარსისაა
- ,,ორი
კვირის
წინ
თავადმა
ილია
ჭავჭავაძემ
საგურამოში
თავის
დასაცავად
კაზაკები
მიიყვანა.
კაზაკებმა
ოთხი
დღის
წინ
დაიჭირეს
ორი
ახალგაზრდა
ქალი.
გლეხები
მათ
გამოესარჩლნენ...
და
მეორეს
გაუტეხეს
თავი”.
[116] (ტექსტის
ბოლოს
ცოტა
გაურკვევლად
წერია,
ამიტომ
მის
ზუსტ
თარგმანს
ვერ
ვაკეთებ
- თ.ს.) (დოკ.-
11.9)
ამრიგად, ამ დოკუმენტით პირდაპირ დასტურდება ფილიპე გოგიჩაიშვილის მოგონება, რომ
,,1905-1906 წლებში ილიას წინააღმდეგ დაიწყო საშინელი კამპანია, ,,მოგზაურში” დაიბეჭდა ილიას წინააღმდეგ წერილები.” ,,ივერიაში” თანამშრომლების
ნაწილი
წინააღმდეგი
იყო,
რომ
ილიას
,,მოგზაურის”
ცილისმწამებლური
სტატიის
წინააღმდეგ
,,ივერიაში”
პასუხი
დაებეჭდა.
მათ
შორის,
ერთ-ერთი ყველაზე
დიდი
მოწინააღმდეგე
ყოფილა
დიმიტრი
ჯაში.
როგორც
ფ.
გოგიჩაიშვილი
იგონებს,
როდესაც
მან
ილიას
პასუხი
ცალკე
გვერდად
დამატების
სახით
დაბეჭდა
,,ივერიაში”,
დიმიტრი
ჯაში
შესულა
რედაქციაში
მასთან
და
უთქვამს
,,წერილი
მაქვს
დაბეჭდილი
ილიას
წინააღმდეგ
და
უნდა
დამიბეჭდოთო.”
[117]
შესაბამისად, დიმიტრი ჯაშის
დაპატიმრების
საქმის
ზედაპირული
ანალიზიდანაც
კი
რამოდენიმე
კითხვა
ჩნდება.
პირველი,
თუ
სად
გაქრა
და
რატომ
უკვე
აღარ
იხსენიება
რუსულ
ენაზე
დაწერილი
წერილი
საკონდიტროს
მუშა-მოსამსახურეებისათვის
გაფიცვის
მოწოდებით.
[118]
მეორე, არსად არ არის დაფიქსირებული, თუ რა თანხა
ჰქონდა
შეგროვებული
დიმიტრი
ჯაშს.
ეს
იმის
მიუხედავად,
რომ
შემოწირულობების
ფურცლებში
აღნიშნული
თანხის
გაცემა,
ანუ
ხელმომწერების
მიერ
თანხის
,,შეწირვა”
დადასტურებულია.
[119] დ.
ჯაშისათვის
ჩამორთმეულ
ნივთმტკიცებებში
ფულადი
თანხა
საერთოდ
არაა
დაფიქსირებული.
და მესამე, აშკარაა დიმიტრი ჯაში დამოუკიდებლად არ აგროვებდა
ინფორმაციას
ილია
ჭავჭავაძის
საწინააღმდეგოდ,
შესაბამისად
ისმება
კითხვები:
მაშ
ვინ
აწვდიდა
მას
ამ
ცილისმწამებლურ,
ვითომდა
რეალურ
ფაქტებს
საგურამოდან?
ვინმეს
დავალებით
იღებდა
ილიას
საწინააღმდეგო
კამპანიაში
მონაწილეობას?
რაიმე
კავშირი
ხომ
არ
ჰქონდა
მას,
1905 წელს
ლეგალურად
გამოშვებულ
სოციალ-დემოკრატების
ჟურნალ
,,მოგზაური”-ის მესვეურებთან.
კერძოდ,
ფილიპე
მახარაძესთან,
რომელიც,
როგორც
საყოველთაოდ
ცნობილია,
,,მოგზაურის”
ფურცლებზე
ილიას
წინააღმდეგ
წარმოებული
კამპანიის
სულისჩამდგმელი
იყო.
ამრიგად, 1941 წელს 5 ივნისს,
წინასწარი
დაკითხვისას
გიგლა
ბერბიჭაშვილი,
შემთხვევით
არ
უთითებდა
ვანო
ინაშვილზე
და,
რაც
მთავარია,
დიმიტრი
ჯაშზე,
რომ
მათ
ამოჰქონდათ
გაზეთები
და
მთავრობის
და
მემამულეების,
განსაკუთრებით
ილია
ჭავჭავაძის
წინააღმდეგ
გველაპარაკებოდნენ,
გაზეთებში
დაბეჭდილ
წერილებს
,,გვიკითხავდნენ
და
გვიჩვენებდნენო.”
[120] როგორც
ზემოთმოყვანილი
მასალების
ანალიზიდან
ჩანს,
დიმიტრი
ჯაში
სოციალ-დემოკრატების
მიერ,
ილიას
წინააღმდეგ
წარმოებულ
აგიტაცია-პროპაგანდაში
აქტიურად
იყო
ჩართული.
1906 წლის 22 თებერვალს, სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის მტკიცებულობების არარსებობის გამო,
დიმიტრი
ჯაშის
წინააღმდეგ
აღძრული
საქმის
წარმოება
შეწყდა.
ამ
გადაწყვეტილების
ასლი,
თბილისის
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
უფროსის
მიერ
გადაგზავნილი
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
საქმის
გამომძიებელ
ნ.
ფ.
ილიაშენკოსთან,
მოთავსებულია
ილიას
მკვლელობის
გამოძიების
ერთ-ერთ საქმეში.
მასში,
თბილისის
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
უფროსი
ნ.
ილიაშენკოს
სწერს,
რომ:
,,თქვენი
15 სექტემბრის
მოკითხვის
პასუხად,
გაცნობებთ
დიმიტრი
სოფრომის
ძე
ჯაშზე,
გაზეთ
,,ივერიის”
თანამშრომელზე,
1906 წელს
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
მიერ
აღძრული
იყო
მოკვლევა
სახელმწიფო
დაცვის
დებულების
თანახმად,
მაგრამ
შეწყდა
მტკიცებულებების
არასაკმარისობის
გამო.”
[121] (დოკ.-
25.6)
დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების ზემოაღნიშნული საქმის
ბოლოს
ორი
საინტერესო
წარწერაა
გაკეთებული.
ერთზე
წერია
- დამუშავებულია: 24.11. 1956 და მეორეზე
მიწერილია
- საქმეში
33 ფურცელია,
01.08. 1940. ანუ, ეს ბოლო წარწერა, რომელიც გაკეთებული ამ საქმის მნახველის თუ დამმუშავებლის მიერ, დასაშვებია
უკავშირდება
გიგლა
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესის
მომზადების
წინა
პერიოდს.
თუმცა
შეიძლება
ასეც
არაა,
რადგან
დიმიტრი
ჯაშის
დაპატიმრების
ეს
საქმე,
არც
კოტე
გორდელაძის
საგამოძიებო
კომისიის,
არც
გიგლა
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესის
მასალებში
და
არც
სხვაგან
არ
ფიგურირებს.
ყოველ
შემთხვევაში
მასში
არსებულ
დოკუმენტებზე
ინფორმაცია
სხვაგან
არსად
შემხვედრია.
ამრიგად, ამ მასალის და სხვა დოკუმენტების ანალიზიდან არ დასტურდება,
რომ
1905-1907 წლებში
ილიას
მკვლელობამდე
დიმიტრი
ჯაში
ხელმძღვანელობდა
რაიმე
თავყრილობას,
დემონსტრაციას,
იყო
რევოლუციური
ორგანიზაციის
ადგილობრივი
უჯრედის
ლიდერი,
ან
რომელიმე
ტერორისტული
თუ
ექსპროპრიაციული
აქტის
ხელმძღვანელი.
ყველა
დოკუმენტი
იმაზე
მიუთითებს,
რომ
იგი
აქტიურად
იყო
ჩართული
რევოლუციურ
მოძრაობაში,
მაგრამ
ყოველთვის
მეორეხარისხოვან
დავალებებს
ასრულებდა.
დიმიტრი ჯაში ჭკვიანი, თავისი წრის სტამბის მუშების უმეტესი ნაწილისაგან განსხვავებით, ძალიან განათლებული
ადამიანი
იყო.
როგორც
ჩანს,
გამომდინარე
თავისი
სხარტი
გონებიდან
და
მიღებული
თვითგანათლებიდან,
იგი
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
მხარდამჭერ
ღონისძიებებში
მონაწილეობის,
სოციალ-დემოკრატების
,,სამხედრო
სალაროსათვის“
ფულის
შემგროვებლის
გარდა,
რევოლუციური
ორგანიზაციისათვის
საჭირო
სხვა
ღონისძიებების
შემსრულებლის,
ტერორისტული
და
ექსპროპრიაციული
აქტების
რიგითი
დამგეგმავის
ფუნქციასაც
ასრულებდა.
ვფიქრობ, დიმიტრი ჯაშის ილიას მოურავად მოწყობაც ამაზე იყო გათვლილი. საქმე იმაშია, რომ ის მუშაობდა რა ,,ივერიაში“ და ახლოს იცნობდა ილიას დას, ილიას მოურავად გახდომის ძალიან კარგი კანდიდატი იყო. ეს კი ცხადია, იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვისი დავალებითაც
ილია
ჭავჭავაძის
მოურავი
მოსე
მემარნიშვილი
და
მისი
მეუღლე
სიცოცხლეს
უსასტიკესად
გამოასალმეს.
მ.
მემარნიშვილი
ხანჯლებით
ისე
დაჩეხეს,
რომ
თავი
თითქმის
მოაჭრეს.
[122]
ცნობილია, რომ ილიას მოურავის მოსე მემარნიშვილის მკვლელობა, რომელიც
ილიას
უერთგულესი
ადამიანი
იყო,
ჩაიდინეს
სოციალ-დემოკრატების
ადგილობრივი
,,წითელი
რაზმის~
წევრებმა.
ორი
მათგანი
პავლე
ფშავლიშვილი
და
გიგლა
ბერბიჭაშვილი,
შემდეგ
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობაშიც
მონაწილეობდნენ.
მ.
მემარნიშვილის
მკვლელობა
საკმაოდ
ორგანიზებულად,
ჯგუფურად
განხორციელდა.
ჩემი
აზრით,
ეს
იყო
სოციალ-დემოკრატების
,,წითელ
რაზმელების“
მიერ
ილიას
მოსაკლავად
შემუშავებული
ტერორისტული
აქტის
გეგმის
ერთ-ერთი რგოლი.
ვთვლი,
რომ
ამ
ნაშრომის
დარჩენილი
ნაწილის
წაკითხვისას
მკითხველი
სრულად
დარწმუნდება
ჩემი
აზრების
სისწორეში.
კოტე გორდელაძეს თავისი ნაშრომის შავ ნაწერში მოჰყავს დიმიტრი ჯაშის მეუღლის დარია ჯაშის სიტყვები: ,,როდესაც დიმიტრი წასვლას აპირებდა ილიას მოურავად ნოე რამიშვილს უთქვამს, რომ პარტიის რიგებიდან გაგრიცხავ თუ მართლა ილიას მოურავად დადექიო.“ [123] (დოკ.- 1.4) იგივე
აზრს
იმეორებს
დარია
ჯაში,
1941 წლის
6 ივნისს
თავის
ჩვენებაში,
გ.
ბერბიჭაშვილის
სასამართლო
პროცესამდე
წინასწარი
დაკითხვისას:
,,სანამ
ილიასთან
მოურავად
წავიდოდა,
დიმიტრი
ჯაში
თავისი
ნებით
წავიდა
სტამბიდან
და
ნოე
რამიშვილმა
ადგილიდან
მოხსნა
და
პარტიიდანაც
გარიცხა...
ვიდრე
მოურავად
დადგებოდა
წინა
ხანებში
დიმიტრი
ჯაშს
ხელფასი
130 მანეთი
ჰქონდა.“
1907 წლის
19 სექტემბერს
დარია
ჯაშმა
დაკითხვისას
განაცხადა,
რომ
მისი
მეუღლე:
,,ტიფლისკი
ლისტოკის“
სტამბაში
მუშაობდა,
საიდანაც
აპრილში
წავიდა,
მაგრამ
ხელფასს
ივლისამდე
ღებულობდა.
ივნისში
კი
ილია
ჭავჭავაძესთან
დაიწყო
მოურავად
მუშაობა.“
[124]
დიმიტრი ჯაში სტამბაში ასოთამწყობად მუშაობის გარდა,
1905-1907 წლებში
თარგმნიდა
და
აქვეყნებდა
ლექსებს,
წერდა
სტატიებს
გაზეთებში,
სასამართლოებში
განცხადებების
დაწერაში
მოქალაქეებს
ეხმარებოდა,
შესაბამისად
იღებდა
ნორმალურ
შემოსავალს.
ამ
მასალის
მოყვანით
მე
ხაზს
ვუსვამ
იმ
გარემოებას,
რომ
ილია
ჭავჭავაძესთან
მუშაობის
დაწყების
მიზეზი
დიმიტრი
ჯაშის
მხრიდან,
მატერიალური
მდგომარების
გაუმჯობესების
სურვილი
არ
იყო.
საქმე
არც
სპონტანურად
მიღებულ
გადაწყვეტილებასთან
გვაქვს.
როგორც
ჩანს,
რეალური
მიზეზი
მისთვის
ძალიან
მნიშვნელოვანი
იყო,
რადგან
ილია
ჭავჭავაძესთან
მუშაობის
დაწყებით
იგი
თვით
სოციალ-დემოკრატების
ერთ-ერთ ლიდერს
დაუპირისპირდა.
(აქვე
მინდა
შევნიშნო
- თუნდაც
ეს
შემთხვევა
აშკარად
გვიჩვენებს,
რომ
სოციალ-დემოკრატი
მენშევიკების
ლიდერები
მართალია,
უარყოფითად
იყვნენ
განწყობილი
ილია
ჭავჭავაძის
მიმართ,
მაგრამ
მათი
გარკვეული
ნაწილი,
ვგულისხმობ
ნოე
რამიშვილს,
ილიას
მკვლელობის
ორგანიზების
შესახებ
საქმის
კურსში
არ
იმყოფებოდა.
რაც
შეეხება
ფილიპე
მახარაძის
სტუდენტობის
მეგობარ
ნოე
ჟორდანიას,
ვფიქრობ
საზოგადოებისათვის
ცნობილ
ინფორმაციებს
მის
კავშირზე
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
გადაწყვეტილების
მიმღებ
პირებთან,
ჩემი
და
ჩემი
კოლეგების
რეალურ
დოკუმენტებზე
დაფუძნებული
მომავალი
კვლევები
გასცემს
დაზუსტებულ
პასუხს.)
კოტე გორდელაძე წერდა, რომ - 1907 წლის ივნისში, ილიამ მოკლული მოურავის მ. მემარნიშვილის ნაცვლად, თავისი
დის
რეკომენდაციით
მოურავად
აიყვანა
დ.
ჯაში,
რომელიც
სპეციალობით
ასოთამწყობი
იყო
და
სოფლის
მეურნეობის
არაფერი
გაეგებოდა.
[125] დიახ,
დიმიტრი
ჯაშს
სოფლის
მეურნეობასთან
არავითარი
შეხება
არ
ჰქონდა,
იგი
ძირითადად
გონებრივი
სამუშაოთი
ირჩენდა
თავს.
მე
არა
მარტო
ვეთანხმები
კოტე
გორდელაძეს,
არამედ
ვიმეორებ
მის
სიტყვებს:
,,დიმიტრი
ჯაში,
სტამბის
მუშა,
სოციალ-დემოკრატი,
ილია
ჭავჭავაძეს
მოურავად
უდგება.
უნებლიეთ
ისმება
კითხვა,
რატომ
უნდა
მოსვლოდა
თავში
ასეთ
კაცს
მემამულესთან
მოურავად
დადგომა,
თუ
იგი
რაიმე
წინასწარი
განზრახვით
არ
ხელმძღვანელობდა?”
(დოკ.-
1.3) და
მართლაც,
ვინ
უბიძგა
დიმიტრი
ჯაშს
გამხდარიყო
ილიას
მოურავი?
D
როგორც მასალებიდან ჩანს, ვგულისხმობ ილია ჭავჭავაძის მოურავის მკვლელობას 1907 წლის ივნისში,
ილიაზე
განხორციელებული
ტერორისტული
აქტის
ორგანიზატორმა
და
ხელმძღვანელმა,
თავდასხმის
წინა
მოსამზადებელ
პერიოდს
დიდი
დრო
დაუთმო.
ამ
ადამიანს
აუცილებლად
უნდა
ჰქონდა
ამ
სახის
გამოცდილება
და
ცხადია
ის
დიმიტრი
ჯაში
ვერ
იქნებოდა.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მოსაწყობად დაგეგმილი ტერორისტული აქტის ორგანიზატორი, ასეთ საკითხებში
კარგი
გამოცდილების
მქონე,
მოხერხებული
და,
რაც
მთავარია,
ჭკვიანი
ადამიანი
იყო.
შეუძლებელია
ამ
როლის
და
ფუნქციის
შემსრულებელი
პირი,
ტერორისტული
თავდასხმის
სამიზნესთან
დიმიტრი
ჯაშის
მგავსად
შესულიყო
უშუალო
კონტაქტში.
ტერორისტული
აქტის
ორგანიზატორის
ფუნქცია
სულ
სხვა
მოვალეობებს
გულისხმობს.
საქმე
იმაშია,
რომ,
როგორც
წესი,
ტერორისტული
აქტის
ორგანიზატორები
და
ხელმძღვანელები,
თვითონ
არ
მონაწილეობენ
ტერორისტული
აქტის
სამიზნის
თვალთვალში.
ისინი
რამოდენიმე
წყაროდან
სხვადასხვა
გზებით
შეგროვილ
ინფორმაციას
აანალიზებენ
და
გეგმავენ
ტერორისტულ
აქტს.
თვალთვალი
და
საჭიროების
შემთხვევაში
სამიზნესთან
დაახლოება
არის
ტერორისტული
ორგანიზაციის
სხვა
წევრების
მოვალეობა.
ამრიგად, მთავარ კითხვებზე პასუხს, თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტის
ორგანიზატორი
და
ხელმძღვანელი?
ვის
სჭირდებოდა
დაზუსტებით
ილიას
მოძრაობის
მარშრუტის
ცოდნა,
რომ
შეერჩია
ისეთი
დრო,
როცა
იგი
იქნებოდა
ან
მარტო,
ან
დაუცველ
მდგომარეობაში,
რომ
თავდასხმისას
ესარგებლა
მოულოდნელობის
ეფექტით?
ისე
განეხორციელებინა
ეს
ტერორისტული
აქტი,
რომ
თვითონაც
ცოცხლად
გადარჩენილიყო
და
დაეცვა
თავისი
ჯგუფის
წევრების
უსაფრთხოება?
პასუხს
ვერ
გვაძლევს
დიმიტრი
ჯაშის
ქმედებების
ცოდნა.
უფრო
სწორედ,
დიმიტრი
ჯაშის
რევოლუციური
საქმიანობის
ანალიზი
და
პიროვნული
თვისებები,
მათ
შორის
ლიდერობის
გამოცდილების
უქონლობა
არ
პასუხობს
დადებითად
ამ
კითხვებს.
ასევე არ არსებობს არავითარი დამამტკიცებელი საბუთი, რომ დიმიტრი
ჯაში
საგურამოში
ჩასვლამდე
იცნობდა,
ან
ჰქონდა
რაიმე
კავშირი
ილია
ჭავჭავაძეზე
განხორციელებული
თავდასხმის
მონაწილეებთან.
ვგულისხმობ
პ.
ფშავლიშვილს,
გ.
ბერბიჭაშვილს
და
ვ.
ინაშვილს.
(ისე
საინტერესოა,
საბჭოთა
მართლმსაჯულებამ
რატომ
არ
გასცა
პასუხი
სასამართლოზე
კითხვას
- რა
ხერხებით
და
გზებით
მოახერხა
ასოთამწყობმა
დ.
ჯაშმა
მისთვის
სრულიად
უცნობი
ადამიანების
ნდობის
მოპოვება
ისე,
რომ
სულ
მოკლე
ხანში
მათგან
თავდამსხმელთა
ჯგუფი
ჩამოაყალიბა?
თუმცა,
იმ
პერიოდში
საზოგადოება
ისე
იყო
დაშინებული,
ალბათ
საბჭოთა
ხელისუფლება
იმედოვნებდა,
რომ
ასეთი
კითხვის
ხმამაღლა
დასმას
ვერავინ
გაბედავდა
- თ.ს.)
ამრიგად, რადგან ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს ტერორისტული
აქტის
განსახორციელებლად
ფუნქცია-მოვალეობები
წინასწარ
აქვთ
განაწილებული,
ჩემი
აზრით
დიმიტრი
ჯაშის
ფუნქცია
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
ორგანიზებისათვის
საჭირო
ინფორმაციის
ადგილზე
შეგროვება,
ვითარების
შესწავლა
და
სხვადასხვა
დეტალების
გარკვევა
იყო.
დიმიტრი
ჯაშის
ილია
ჭავჭავაძესთან
მოურავად
მოწყობის
ისტორია
და
ტერორისტული
აქტის
მომავალ
სამიზნესთან
ინფორმაციის
შესაგროვებლად
მისი
შეგზავნა
მეტყველებს,
რომ
იგი
ტერორისტული
აქტის
ორგანიზატორის
ახლობელი,
ერთგული,
,,სანდო
პირი“
იყო.
A ხოლო
თუ
ვისგან
იყო
შეგზავნილი
- რევოლუციონერების
თუ
რუსეთის
საიდუმლო
პოლიციის
,,ოხრანკის“
წარმომადგენლის
მიერ?
კითხვაზე
პასუხის
სრულყოფილად
გასაცემად
საჭიროა,
ჯერ
დაზუსტებით
გავარკვიოთ,
იყო
თუ
არა
დიმიტრი
ჯაში,
1907 წლის
აგვისტოში,
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
დროს
მეფის
რუსეთის
საიდუმლო
პოლიციის
აგენტი.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.