Saturday, July 4, 2015

ჯაში-სლუჩაინის აგენტურული საქმიანობა ,,ავტოკეფალისტებში” და სოციალისტ-ფედერალისტებში (თავები წიგნიდან - თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკი) ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები”, 2011, თბილისი)

ჯაში-სლუჩაინის აგენტურული საქმიანობა
,,ავტოკეფალისტებში და სოციალისტ-ფედერალისტებში

(თავები წიგნიდან - . სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი (ბოლშევიკი) ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები, 2011, თბილისი)
     
      ჩემი აზრით, დიმიტრი ჯაშის გადაბირება, ,,დააგენტურება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის ძიებისას, 1907 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოხდა. 1908 წელს . ჯაში არ ,,აქტიურობს, ჩრდილშია, როგორც დროებით უმოქმედო, ,,დაკონსერვებული აგენტი. შესაბამისად, მისი აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელფასის აღების უწყისები, ,,ოხრანკისათვის~ მიცემული ინფორმაციები 1909 წლითაა დათარიღებული. ვფიქრობ, მის მიერ აგენტურული საქმიანობის დაგვიანებით დაწყება ორი მიზეზის გამო მოხდა. პირველი ის, რომ მას გარკვეული დრო სჭირდებოდა პატიმრობის შემდეგ კავშირების აღსადგენად ,,ოხრანკისათვის საინტერესო პარტიების წევრებთან, და მეორე, ჩანს თავისი როლი ითამაშა თბილისის ,,ოხრანკის ხელმძღვანელების ცვლილებამ 1908 წლის დასაწყისში. [169]
      საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ 1909-1911 წლებში თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილებას სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაზე ინფორმაციის შემგროვებლად ძირითადად ორი აგენტი, მეტსახელებით - ,,სლუჩაინი~ და ,,დვარიანინი~ ჰყავდა. იყვნენ სხვებიც, მაგრამ ისინი ისეთ ღირებულ ცნობებს არ იძლეოდნენ, როგორსაც ჯაში-სლუჩაინი და კარბელაშვილი-დვარიანინი. [170] (ამის შემდეგ ჯაში-სლუჩაინის მსგავსად აგენტ ივანე კარბელაშვილს, კარბელაშვილი-დვარიანინად მოვიხსენიებ - ..)
       როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირადად დიმიტრი  ჯაშის აღიარებით, 1909-1911 წლებში იგი თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილების აგენტი იყო, რაც ქვემოთ მოყვანილ მასალაში დოკუმენტურად სრულად დასტურდება. ერთი განსხვავებით, . ჯაში მიუთითებს, რომ 1909 წლის ზაფხულიდან გახდა აგენტი, ხოლო თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილების დოკუმენტაციიდან კი ჩანს, რომ მან ,,ოხრანკის~ აგენტად ,,მუშაობა~ 1909 წლის მარტში დაიწყო. [171] (დოკ.- 4.2-4.4)
       1909-1910 წლებში  ჯაში-სლუჩაინის ხელმძღვანელი ოფიცერი თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსი . .Kკარაულოვი (დოკ.- 5.1), საიდუმლო (პოლიტიკური) ძებნის საქმეში საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი პიროვნება იყო. 1908 წლის მარტში იგი დაინიშნა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსად, მაგრამ 1908 წლის 28 მაისს, როდესაც ბრუნდებოდა ეტლით ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის ადგილზე მოკვლევის ჩატარების შემდეგ, მას თავს დაესხა ორი ბოროტმოქმედი და მძიმედ დაჭრა. [172] ამიტომ, როგორც ზემოთ მივუთითე, .Kკარაულოვი თავის საქმიანობას დროებით ჩამოშორდა და ერთი წლის შემდეგ, 1909 წლის მარტში დაუბრუნდა თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების ხელმძღვანელობას. [173] სწორედ 1909 წლის მარტიდან ჩნდება ჯაში-სლუჩაინის მიერ მიწვდილი პირველი აგენტურული ცნობები. (დოკ.- 4.1-4.8) აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯაში-სლუჩაინი ,,ოხრანკას აგენტურულ ინფორმაციას აძლევდა არა მარტო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრების და ზოგადად, თვითონ ამ პარტიის საქმიანობის შესახებ, არამედ ავტოკეფალური მოძრაობის წარმომადგენლებზე - ,,ავტოკეფალისტებზე და ასევე სოციალ-დემოკრატებზე.
      საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში არის თბილისის და კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილებების აგენტურული საქმეები ავტოკეფალური მოძრაობის  ან, როგორც მათ ,,ოხრანკის თანამშრომლები უწოდებდნენ - ,,ავტოკეფალისტების შესახებ. აგენტების ინფორმაციების ანალიზიდან ჩანს, თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროსი . კარაულოვი ,,ავტოკეფალისტებს დიდ ,,ყურადღებას აქცევდა. ვფიქრობ, აქ პირადი შურისძიების მომენტიც იდო, რადგან ეგზარქოს ნიკონის მკვლელობას სწორედ ,,ავტოკეფალისტებს აბრალებდნენ. აქედან გამომდინარე, . კარაულოვის აზრით, მასზე თავდასხმა, როცა ის სახეში მძიმედ დაიჭრა, ავტოკეფალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოაწყეს.
       ჯაში-სლუჩაინის მიწვდილ ცნობებსა და შეტყობინებებში ,,ავტოკეფალისტების  შესახებ, საუბარია ქართველ სამღვდელოებაში მიმდინარე ფარულ მღელვარებაზე. საინტერესოა, რომ ამ აგენტურულ ინფორმაციებში საქართველოში ავტოკეფალური მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად მისი მოგვარე, თუ ნათესავი მღვდელი ილარიონ ჯაშია დასახელებული. ჯაში-სლუჩაინის შეტყობინებებში ასევე აღწერილია ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის შემდეგ ,,ავტოკეფალისტების გეგმები ახალი ეგზარქოსის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. [174] ცხადია, რომ ეს ინფორმაცია ჯაში-სლუჩაინის მიერ ავტოკეფალურ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმულ პირებთან ახლო ურთიერთობით იყო მოპოვებული. კოტე გორდელაძის კომისიის შეგროვებულ მასალაში არის ცნობები, რომ დიმიტრი ჯაში ეკლესიებში დადიოდა, მაგრამ მღვდლების არ სწამდა.(!?) ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ჯაში-სლუჩაინი ინფორმაციებს ხალხში გავრცელებული ხმებიდან, ავტოკეფალურ მოძრაობასთან ასე თუ ისე დაკავშირებულ პირებთან პირადი შეხვედრებისას აგროვებდა. მინდა ავღნიშნო, რომ მისგან განსხვავებით, ივანე კარბელაშვილი, იგივე აგენტი ,,დვარიანინი, რომლის მამა მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი იყო, იოლად ახერხებდა ,,ავტოკეფალისტებზე ,,ოხრანკისათვისსაჭირო ინფორმაციის მოძიებას. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი არ არის კარბელაშვილი-დვარიანინის და ჯაში-სლუჩაინის მიერ ,,ოხრანკისათვის ავტოკეფალურ მოძრაობაზე მიწვდილი ინფორმაციის სრული ანალიზის გაკეთება. (ამის შესახებ შეუძლია დაინტერესებულმა მკითხველმა ნახოს მკვლევარ ხათუნა ქოქრაშვილის ნაშრომში - ,,საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი და ქართველი სამღვდელოება (1905-1913), საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, .VII, თბილისი, 2004)
       რაც შეეხება ჯაში-სლუჩაინის მიერ მიწვდილ ინფორმაციებს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობის, მისი წევრების შესახებ და ამ მიმართულებით მის აგენტურულ საქმიანობაზე, სრულ წარმოდგენას გვიქმნის თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების ერთ-ერთი საქმე სოციალისტ-ფედერალისტ რევოლუციონერებზე (,,საქართველოისტებზე). [175] აქ მოთავსებულია ჯაში-სლუჩაინის და სხვა აგენტების, მათ შორის კარბელაშვილი-დვარიანინის მიწვდილი აგენტურული ცნობები.
       სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაზე თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების მიერ ,,აგენტურული ცნობებიდან ამონაწერების სახით მიღებული ეს მასალები, ძალიან საინტერესოა. ერთის მხრივ, ისინი გვიჩვენებს, 1909-1910 წლებში თუ რა გზებით აგროვებდა დიმიტრი ჯაში ინფორმაციებს სოციალისტ-ფედერალისტებზე, მაშინ, როცა ამ დროს ამ პარტიის წევრი არ იყო; მეორე, რა გზებით და საშუალებებით ახერხებდა თავისი ხელმძღვანელი ოფიცრის დავალებების შესრულებას.    
       მაგალითად, 1910 წლის 17 იანვარს ჯაში-სლუჩაინი აწვდის ინფორმაციას . კარაულოვს, 1909 წლის დეკემბერში ჩატარებული სოციალისტ-ფედერალისტების კონფერენციის შესახებ. უთითებს კონფერენციის ჩატარების ადგილს, ასევე განხილულ საკითხებს. ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია და მასში მოხსენიებული პირები მიხეილ ადამაშვილი (. ჯავახიშვილი), იონა მეუნარგია, კიტა აბაშიძე და სხვები კი კარგად არის ნაცნობი ჩვენი მკითხველსათვის. (დოკ.- 3.2)
K     კონფერენციის მსვლელობისას განხილული საკითხები, მათ ირგვლივ გამართული  დებატები თვითმხილველის მიერ აღწერილს ჰგავს. არადა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯაში-სლუჩაინი ამ კონფერენციას არ ესწრებოდა, რადგან ჯერ ერთი, იგი არ იყო ამ პარტიის წევრი და მეორე, თავდაპირველად ის არასწორად უთითებს კონფერენციის ჩატარების ადგილს. შემდეგ კი, ხელმძღვანელი ოფიცრის მითითებით აგროვებს ინფორმაციას და აზუსტებს მას. კერძოდ, 1910 წლის 22 იანვრის ცნობების ამონაწერში ჯაში-სლუჩაინი უკვე დაზუსტებით უთითებს კონფერენციის ჩატარების ადგილს. [176] მინდა აღვნიშნო, რომ მის მიერ მიწვდილი მასალა აშკარად მეტყველებს, რომ იგი კარგად იყო მომზადებული აგენტურული საქმიანობის საწარმოებლად. ჯაში-სლუჩაინი საქმის ისეთი ცოდნით, მონდომებით აგროვებდა და აანალიზებდა მოპოვებულ ინფორმაციებს, რომ მისი დასკვნები სრულად ასახავდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობის რეალურ სურათს.
       პირადად მე ძალიან დამაინტერესა და ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს ჯაში-სლუჩაინის მიერ მიწვდილი ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ზომების გატარებას აპირებდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტია რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. ვგულისხმობ ჯაში-სლუჩაინის მიერ მიწვდილ ერთ-ერთ ცნობას. მასში ნათქვამია, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის შიდა გუბერნიებიდან რუსი მოსახლეობის გადმოსახლებებმა, სოციალისტ-ფედერალისტებში საშინელი არეულობა გამოიწვია და მათ ამ გადმოსახლებების წინააღმდეგ მოინდომეს სხვადასხვა ზომების გატარება. ჯაში-სლუჩაინის ინფორმაციით, პარტიის წამყვან წევრებს დაუსვიათ საკითხი . . ,,მიწის ფონდის დასაარსებლად, რომელიც თანხებს მცირე საპროცენტო განაკვეთით გასცემდა ქართველი მიწათმფლობლების და თავად-აზნაურობისათვის, რომ მათ რუსებზე მიწები არ გაეყიდათ. [177]
      ჯაში-სლუჩაინი ,,ოხრანკას ინფორმაციას აძლევდა ისეთ სხვა საკითხებზეც, რომლებიც თავისი აქტუალობით დღეს საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვანია. მათ შორის სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რათა დაემყარებინათ მჭიდრო კავშირი ირანში და თურქეთში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მუსულმანებთან. [178] (დოკ.- 3.9)
F   ფაქტობრივად ჯაში-სლუჩაინის, როგორც აგენტის მიერ მიწვდილ ცნობებშიუზარმაზარი ინფორმაციაა თავმოყრილი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობის ყველა სფეროზე. ჩემი დასკვნით, თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების ხელმძღვანელმა . კარაულოვმა, ჯაში-სლუჩაინის და სხვა აგენტების მეშვეობით, ბრწყინვალედ იცოდა ამ პარტიის საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტი. მათ შორის, პარტიის სტრუქტურა თბილისში და რეგიონებში, პარტიის წევრების ვინაობა და მათი მომავალი გეგმებიც კი.
      ჯაში-სლუჩაინის მიერ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ავკარგიანობის ,,ცოდნაზე მეტყველებს მის მიერ მიწვდილი შემდეგი ინფორმაცია: ,,სოციალ-ფედერალისტების პარტიის მიერ მიღებული ჩაკეტილობის პრინციპიდან და პარტიის ორგანიზებიდან გამომდინარე, ამ პარტიას ახასიათებს თავისებურება, რომელიც სხვა პარტიებში არ შეიმჩევა. (ანუ ჯაში-სლუჩაინიმ კარგად იცის სხვა პარტიების სტრუქტურაც.) სახელდობრ, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში შედიან თითქმის ერთი და იგივე პირები, ვინც არიან პარტიის თბილისის კომიტეტში. ეს მდგომარეობა აიხსნება იმით, რომ პარტიის ცენტრს არ სურს პარტიის საიდუმლო ინფორმაციები იცოდეს პარტიის წევრთა ფართო წრემ. [179] (დოკ.- 3.10-3.12) აქვე ჯაში-სლუჩაინი ახასიათებს ამ პარტიის ქუთაისის საოლქო კომიტეტს, მის შემადგენლობას. მიმოიხილავს პარტიის რაიონულ კომიტეტებს და ,,ოხრანკისათვის საინტერესო სხვა საკითხებს.
       ჯაში-სლუჩაინის ,,ოხრანკისათვის მიწვდილი ცნობების მცირე ანალიზითაც ჩანს, მას ასევე ავალებდნენ ცალკეული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რასაც იგი წარმატებით ართმევდა თავს. მიხეილ ადამაშვილი (ჯავახიშვილი), გიორგი ზდანოვიჩი, კიტა აბაშიძე, სილოვან ხუნდაძე, ანტონ ფურცელაძე, პეტრე სურგულაძე, ივანე პაატაშვილი და მრავალი სხვა სოციალისტ-ფედერალისტი მოქცეული იყო მისი ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ.
       ჯაში-სლუჩაინის და სხვა აგენტების საქმიანობამ შედეგი გამოიღო და 1910 წლის მაისში სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მთავარი მოღვაწეები დაპატიმრებულ იქნენ, პარტიის აქტიური საქმიანობა დროებით შეჩერდა. სწორედ ასე წერია წერილში, რომელიც ამ დაპატიმრებების შემდეგ დაწერეს და გაავრცელეს პარტიის წევრებში, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა წევრმა იაკობ ღულაძემ და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრმა ვასილ რცხილაძემ. E
       ამ დოკუმენტის სათაურია - ,,განსაკუთრებული აზრი, რომ დროებით შეწყდეს ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობა. თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების საქმეში არის მისი რუსული თარგმანი, რომელიც როგორც ჩანს, სწორედ ჯაში-სლუჩაინის ხელით მოხვდა . კარაულოვთან. წერილში ავტორები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ პარტიის წამყვანი წევრების დაპატიმრება მოხდა არა შემთხვევით, არამედ: ,,ეჭვს გარეშეა მოქმედებს გამოცდილი ხელი, რომელმაც იცის ჩვენი პარტიის საიდუმლოებები და აწვდის მათ პოლიციას. წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ მათ არ ძალუძთ გამცემის ვინაობის დადგენა. [180] A
      სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის შესახებ, ,,ოხრანკის აგენტების მიწვდილი ინფორმაციებიდან აშკარად ჩანს, რომ ,,პარტიის საიდუმლოებების გამცემი არ შეიძლება ყოფილიყო ,,დვარიანინი, იგივე ივანე კარბელაშვილი. იგი ამ დროს გიმნაზიის მოსწავლე იყო და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებთან არ ჰქონდა შეხება. სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიასთან დაკავშირებით იგი ძირითადად იძლეოდა ინფორმაციას მეორეხარისხოვან საკითხებზე. ცხადია, ზემონახსენები ,,გამოცდილი ხელი, რომელმაც იცოდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საიდუმლოებები მხოლოდ ჯაში-სლუჩაინი იყო.
  E   საქმე იმაშია, რომ წერილის ავტორები, რადგან სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები დააპატიმრეს და ვერ იგებდნენ ვინ იყო პარტიის რიგებში შეპარული აგენტი, ითხოვდნენ: 1) დროებით შეეჩერებინათ პარტიის საქმიანობა; 2) დაეთხოვათ პარტიის ცენტრალური კომიტეტი; 3) თბილისის, გორის და ქუთაისის კომიტეტებს გადაეტანათ პარტიის საქმიანობა სხვა ქალაქებში და . . (დოკ.- 3.15-3.17)
       როგორც სხვა მასალების ანალიზითაც ჩანს, სწორედ ასეთი მოსაზრებების გამო, ზემოაღნიშნული წერილი თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების უფროს . კარაულოვისათვის მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო. მისი საშუალებით იგი თავის ხელმძღვანელობას პირდაპირ უჩვენებდა თავისი საქმიანობის ეფექტიანობას. კერძოდ, თუ რამდენად კარგად ,,ფლობდა სიტუაციას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, შეეძლო რა სოციალ-ფედერალისტების პარტიის კონტროლი და ,,მართვა. [181] 
       ამ დოკუმენტთან კავშირში საინტერესოა 1910 წლის 10 ნოემბერს ჯაში-სლუჩაინის მიერ მიწვდილი ინფორმაცია. მასში აღნიშნულია, რომ ,,იაკობ ცინცაძემ, რომელსაც ,,სახალხო გაზეთის რედაქციაში ჰქონდა (შენახული - .) ,,განსაკუთრებული აზრის წერილის ეგზემპლიარი პარტიული საქმიანობის შეწყვეტაზე, დაწერილი იაკობ ღულაძის და ვასილ რცხილაძის მიერ, ეს დოკუმენტი შესანახად გადასცა მელიტონ გობეჩიას, რომელიც ცხოვრობს . ცინცაძის ბინაზე, სახლი # 15 ვეძინის ქუჩა, და ამ დოკუმენტის ეგზემპლიარი შეიძლება ინახებოდეს არჩილ ჯაჯანაშვილთან, მცხოვრები ვეძინის ქუჩა # 3. [182] (დოკ.- 3.18)
A     ზემოჩამოთვლილ ადამიანებს - ცინცაძეს, რცხილაძეს, ჯაჯანაშვილს ჯაში-სლუჩაინი ჩანს, იცნობდა როგორც მეზობლებსაც. მკითხველს შევახსენებ, რომ იგი 1906 წლის თებერვალში დაპატიმრებისას სწორედ ვეძინის ქუჩაზე, გო()იაშვილის სახლში ცხოვრობდა. (ცნობისათვის, . ოდესის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის წერილში კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილების უფროსისადმი, არჩილ ჯაჯანაშვილი დასახელებულია, 1912 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისში, გაზეთ ,,სახალხოს რედაქციაში გამართული ქართველი სტუდენტების კრების მონაწილედ. A. ჯაჯანაშვილი ყოფილა ამ გაზეთის მდივანი. კრებაში მონაწილეობა მიუღია ასევე ივანე კარბელაშვილს - აგენტ ,,დვარიანინს, რომელიც ამ დროს უკვე ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. [183])
      ამრიგად, 1917 წელს დიმიტრი ჯაშის - ,,მუშათა დეპუტატთა საბჭოების საგამოძიებო კომისიის წევრებს კოლეგია-მოქალაქეებისადმი არსებული თხოვნა, რომ სოციალისტ-ფედერალისტები არ ყოფილიყვნენ ჩართული მის სასამართლო პროცესში, გამოწვეული იყო იმის შიშით, რათა მის მიერ გაცემულ ამ პარტიის წევრებს შური არ ეძიათ. ამ შიშით გამოწვეული მღელვარება იგრძნობა ასევე, მის მიერ 1917 წლის ივლისში, . ჟორდანიასა და საერთოდ ქართული საზოგადოებისადმი გაგზავნილ გულისამაჩუყებელ დეპეშაში. დიმიტრი ჯაში წერს: ,,ილიას მკვლელობაში ჩემი დადანაშაულებით ჩემთან ერთად ჩრდილი ცილისმწამებლებმა ესდეკების პარტიასაც მიაყენეს და ,,ჯერ კიდევ ჩურჩულებენ თითქოს ესდეკების პარტიამ გამაგზავნა მე მოურავად პოეტთან ამ მკვლელობის ორგანიზების გარკვეული მიზნით. [184] აღნიშნული საკმაოდ ვრცელითითქმის 7 გვერდიანი!?  დეპეშის სრული ქართული თარგმანი მკითხველმა შეიძლება ნახოს პროფესორ შოთა ბადრიძის ნაშრომში. [185] (დოკუმენტებში მოტანილი მაქვს დეპეშის პირველი გვერდის ასლი - დოკ.- 37.1)
       ჯაში-სლუჩაინის მიერ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობის
ცოდნის სიღრმე მართლაც გასაოცარია. მისგან თბილისის ,,ოხრანკის განყოფილებისათვის მიწვდილი შეტყობინებების, ცნობებისა და ინფორმაციების შინაარსის ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საჭირო მასალებს აგროვებდა იმ სტამბებში, სადაც იბეჭდებოდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიული დოკუმენტები, სადაც ჰყავდა ახლობლები, ნაცნობები და სადაც თვითონაც მუშაობდა. ჩემი აზრით, თბილისის და კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის განყოფილებების საქმეებში თავმოყრილი სოციალ-ფედერალისტების პარტიის ნაბეჭდი სახის პარტიული დოკუმენტები - წესდებები, ყრილობების მასალები, სწორედ ჯაში-სლუჩაინის მიერაა მიწვდილი.
       დიმიტრი ჯაშს იმ დროს, 1908-1911 წლებში, სანდო პირად მიიჩნევდნენ და სწორი არაა, თითქოს 1911 წლამდე მისი ,,ოხრანკის აგენტობა უკვე გამჟღავნებული იყო. ამას მოწმობს, ჯაში-სლუჩაინის მიერ, 1910 წლის 12 თებერვალს ,,ოხრანკისათვის მიწვდილი ინფორმაცია, რომ - ,,12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების შენობაში მოტანილ იქნა საიდუმლო კონვერტი . გოთუას სახელზე, რომელშიც აღმოჩნდა დაბეჭდილი მიპატიჟება ,,ცნობილ დღეებში ფილიპე გავრილის ძე გოგიჩაიშვილის სახლში ,,მომავალი გეგმების განსახილველად... მე შევძელი შემდეგი პირების გვარები შემემჩნია, რომლებიც ამ შეკრებაზე იქნენ მიპატიჟებული - . წერეთელი, სურგულაძე, დიასამიძე, მუსხელიშვილი და სხვები... . გოთუამ გახსნა კონვერტი, მოიღუშა და იქ მყოფ ვიღაცას უთხრა, მე ვიცი რაც ამისაგან გამოვა, მაგრამ მაინც არ წავალ. [186] ეს მაგალითი ადასტურებს ჩემს მოსაზრებას, რომ დიმიტრი ჯაშს ენდობოდნენ და არ ერიდებოდნენ სოციალისტ-ფედერალისტები. აშკარაა, რომ იგი პირადად ეკონტაქტებოდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წამყვან წევრებს, მათ თანამგრძნობ პირებს და ასე ახერხებდა ინფორმაციის მოძიებას სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობაზე.
      Pდიმიტრი ჯაშის პართენ გოთუასთან გაზეთში თანამშრომლობას და ახლო ურთიერთობას, მისი მეუღლის დარია ჯაშის მოგონებებიც ადასტურებს. დარია ჯაშის სიტყვებით: ,,განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის, რომ დიმიტრიმ პართენ გოთუას ვერ იქნა და ვერ ასწავლა რუსული მართლწერა. [187]
       ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ ფაქტებს და ვნახოთ დიმიტრი ჯაშის შესახებ პართენ გოთუა რას იგონებდა: ,,მე კარგად მახსოვს, რომ ერთხელ, ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ 1907-1908 წლებში, თარიღი არ მაგონდება, ჩვენთან რედაქციაში უნდა შეკრებილიყო ინტერპარტიული კომიტეტი, მაგრამ კრება მოულოდნელად გადაიდო. იმ ღამეს, 11 საათზე, რედაქციის მეორე ბნელ ოთახში ნახეს მაგიდის ქვეშ დაწოლილი დიმიტრი ჯაში. როგორც მეორე დღეს გადმომცეს, ჯაშმა თავი მოიმძინარა, მერე სიმთვრალე მოიგონა და ბარბაცით წავიდა. [188]
      ამრიგად, დიმიტრი ჯაში ტყუოდა, როცა 1917 წლის ზემოაღნიშნულ განცხადებაში წერდა, თითქოს მას ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები აღარ ენდობოდნენ. პირიქით, მას არა მარტო სოციალისტ-ფედერალისტები, არამედ სოციალ-დემოკრატებიც ენდობოდნენ. ისიც ამ ნდობას ბოროტად იყენებდა. როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, ჯაში-სლუჩაინი ინფორმაციის მიწვდას ,,ოხრანკისათვის 1911 წლის ივნისის ბოლომდე, მის დაპატიმრებამდე აგრძელებდა.



No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.