ფორია (ალექსანდრე ცაგურიშვილი)
თენგიზ სიმაშვილი
(სტატია დაიბეჭდა 2014 წლის 27 მაისს გამართულ III საერთაშორისოსიმპოზიუმის - ,,პირველი მსოფლიო ომი და კავკასია’’ თელავისსახელმწიფო უნივერსიტეტის მასალებში)
ქართული ლეგიონის წევრი ალექსანდრე ცაგურიშვილი
(ფორია)
‘’საირმის ტყეებში მასპინძელი მყავდა. მასთან ვაპირებდიგამოზამთრებას.
დათა თუთაშხია წავიყვანე თან,- საირმეზე არ ვყოფილვარო... დათას
ვინაობა არ გამიმხელია, სხვა გვარით გავაცანი...
ფორიად გავაცანი სეთურს დათა.’’
ჭაბუა ამირეჯიბი ,,დათა თუთაშხია“
‘’ბორჯომში მართლაც სასიამოვნო დროს ვატარებდით.
ჩემი მამიდაშვილი გივი გატაცებული იყო
მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ ყაჩაღ ფორიათი,
რომლის შესახებაც მრავალ საგმირო საქმეებს გვიყვებოდა ხოლმე.’’
‘’ჩემი თავგადასავალი“
ვახტანგ ჯობაძე
1905-1922 წლებში ბორჯომის ტერიტორიაზე საირმის ტყეებში,,ბინადრობდა’’, ტერორისტულ და ყაჩაღურ საქმიანობას ეწეოდა1914-1917 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართულილეგიონის წევრი ალექსანდრე ცაგურიშვილი, მეტსახელად ფორია.დღეს მისი სახელი ბევრს არაფერს ეუბნება ქართულ საზოგადოებას,მაგრამ აღნიშნულ პერიოდში იგი საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო.
ქართული ლეგიონი 1914 წლის სექტემბერში თურქეთშიჩამოყალიბდა. ქართული ლეგიონის მეთაური იყო ქართველისაზოგადო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე. ლეგიონის შექმნაშიდიდი როლი შეასრულეს, ბერლინში მოქმედმა ე.წ. ,,საქართველოსდამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრებმა - გიორგი მაჩაბელმა,მიხაკო წერეთელმა, გიორგი კერესელიძემ, პეტრე სურგულაძემ,ნესტორ მაღალაშვილმა და სხვებმა. გერმანელების მხრიდან მისშექმნაში დიდი როლი ითამაშა, ჯერ კიდევ ბერლინში ,,საქართველოსდამოუკიდებლობის კომიტეტის“ დაარსების ხელშემწყობმა გრაფმაშულენბერგმა. (გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსწარმომადგენელი დამოუკიდებელ საქართველოში.დაჯილდოვებული იყო წმინდა თამარ მეფის ორდენით. თ.ს.)
ლეგიონში 1500-მდე მებრძოლი შედიოდა. მათ რიცხვში იყვნენრუსეთში 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილეთურქეთში და სხვა სახელმწიფოებში გადახვეწილი ემიგრანტები,ასევე მოხალისე ლაზები და აჭარლები. ლეგიონის არსებობის მთელმანძილზე, მას ასე ვთქვათ ,,პატრონაჟს“ უწევდა თურქეთში მყოფიგერმანიის საექსპედიცო კორპუსი. ,,ქართულმა ლეგიონმა“მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში, თუმცა 1917 წლის დამლევსოფიციალურად იქნა დაშლილი.
ჩემს მიერ მოძიებული ფორიას დღემდე გამოუქვეყნებელიავტობიოგრაფიის მიხედვით, რომელიც მან ბორჯომისრაიაღმასკომის თავმჯდომარის სახელზე 1932 წელს დაწერა, იგიქართული ლეგიონის რიგებში მისი შექმნისთანავე შესულა.ლეგიონის შემქმნელებად ფორია პეტრე სურგულაძეს, მიხაკოწერეთელს, მელიტონ ქარცივაძეს და სხვებს ასახლებს. ფორიასსიტყვებით ის და მისი ამხანაგები - ლეო კერესელიძე, კოწიაინასარიძე, ლავრენტი მანჯავიძე 1915 წელს თურქეთიდანსაქართველოში წამოსულან. ამ მიზნით ჯერ ტრაპეზუნიდანსტამბულში ჩასულან და ჩანს ზღვით აპირებდნენ შემოსვლასსაქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, შემდეგ ფორია და ინასარიძესპარსეთიდან(ირანი) შემოსულან საქართველოში, კერძოდ თბილისში1916 წელს. (არსებობს ფორიას სხვა მეორე მოგონებაც, რომელიცმოიძია ჩემმა თანამოაზრემ, აწგანსვენებულმა ლიტერატორმაბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა. ფორიას ეს მოგონება დაუწერია,,მწერალ“ პავლე საყვარელიძის, რუსთაველის თეატრის დირექტორისსანდრო ახმეტელის და სსრ უმაღლესი სასამართლოს წევრის ბაჭუაკუპრაშვილის თხოვნით(ეს უკანასკნელი გარკვეული ხანი ფორიასრაზმის წევრი ყოფილა!!!), რომლებიც მასთან სტუმრად 1936 წლისივლისში ჩასულან. პავლე საყვარელიძეს სდომებია ფორიასმოგონების წიგნად გამოშვება, თუმცა ჩამოთვლილი პირები, მათშორის ფორია 1937 წელს დახვრიტეს. თ.ს.)
საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის, უახლესიისტორიის ცენტრალური არქივის, ამავე არქივის ლიტერატურისა დახელოვნების განყოფილების, საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს უშიშროების და პარტიული არქივების, ასევე სხვამასალების და დოკუმენტების მიხედვით ფორია ახლოს იცნობდა დამეგობრობდა, ერთობლივ ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდაქართველ ანარქისტებთან, სოციალ-დემოკრატებთან, მათ შორისმენშევიკური და ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებთან ერთად.ესენი იყვნენ - სამუელ კუპრაშვილი(ბაჭუა), სიმონ ტერ-პეტროსიანი(კამო), ილიკო იმერლიშვილი(მცხეთელი, იმერელი),ლადო ფეიქრიშვილი(შავი ლადო, დიდი ლადო), ერასტი ჯორბენაძე,სერგო თაყაიშვილი, ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი და სხვები.
სწორედ ბოლშევიკი ტერორისტების მეგობრობა გამოადგაფორიას, როდესაც იგი 1922 წელს დააპატიმრეს. სხვადასხვაცნობებით ფორიას განთავისუფლებაში დიდი როლი შეასრულაკამომ, რომელმაც პირადად მიუტანა პატიმრობდან გაქცეულ ფორიას,,განთავისუფლების ქაღალდი“. თუმცა, არის ინფორმაციაც, რომ 1922წელს ფორია ნებაყოფილობით გამოცხადდა საქართველოს ,,ჩეკაში"და ხელისუფლებამ ის შეიწყალა, შემდეგ კი აიძულა ყაჩაღთასალიკვიდაციო ოპერაციებში მიეღო მონაწილეობა. თუ ამინფორმაციას დავამატებთ, იმასაც, რომ ზოგიერთი ცნობით,,ქართული ლეგიონის“ ყოფილი წევრის და ლეგიონში ყოფნისასბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის ,,თამარის ორდენით“დაჯილდოებული ალექსანდრე ცაგურიშვილი-ფორიას იმედი ჰქონდა1924 წლის აჯანყების მოწყობისას ქაქუცა ჩოლოყაშვილს, საკამოდსაინტერესოდ წარმოგვიდგება ამ ადამიანის პიროვნება და ცხოვრება.
(ამ მცირე სტატიაში ლიტერატურას და გამოყენებულ წყაროებს არ ვუთითებ, რადგან ამ მასალებზე კვლავ ვაგრძელებ მუშაობას. მინდა აღვნიშნო, რომ აღმოჩნდა უამრავი საარქივო საქმე რომლებიც შეიცავს სხვადასხვა დოკუმენტებს 1900-იან წლებში ფორიას და მისი ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების, ასევე მათი პარტიული კუთვნილების, და სხვა შესახებ. მათ შორისა ბაჭუა კუპრაშვილის, ფორიას ჯგუფის წევრების(მაჭავარიანი), ფორიას მეუღლის, და სხვების მიერ დაწერილი მოგონებები და სხვა. ვაქვეყნებ რამოდენიმე საარქივო დოკუმენტს და ფოტოს)
ამასთან მივუთითებ რომ გაზეთ ,,24 საათი“ დაიბეჭდა შსს-ს საარქივო მასალებისაბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ცაგურიშვილი-ქუმარიტაშვილისპოლიტიკური დაჯგუფების საქმიანობის შესახებ, სათაურით ,,როგორ გადაიბირესსაბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკურიდაჯგუფება“ // 24 საათი. - 2009. - 19-25 დეკემბერი. - N38 (134). - გვ.13.
რაც შეეხება ფორიას მიერ ილიკო იმერლიშვილის მკვლელობას, ეს არასწორია, რადგან ილიკო იმერლიშვილი 1914 წელს ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამ დროს ფორია თურქეთში იყო გადასული, ამასთან ფორიას მიერ საკუთარი ხელით დაწერილ მოგონებებში და სხვა დოკუმენტებში საუბარია მის ილიკო იმერლიშვილთან საუკეთესო დამოკიდებულებაზე. ქუთაისის ციხიდან ფორია ციხიდან 1906 წელს გაიქცა, ილიკო იმერლიშვილი კი მეტეხის ციხეში მხოლოდ ერთხელ იჯდა - იგი 1907 წელს დეკემბერში დააპატიმრეს სხვა ბოლშევიკ ტერორისტებთან ერთად როდესაც ყარაიაზში ცდილობდა მატარებლის დაყაჩაღებას, ხოლო გაიქცა 1908 წლის 11 მაისს 18 სოციალ-დემოკრატ ტერორისტთან ერთად, მათ შორის იყო მისი მეგობარი პავლე ფშავლიშვილი. შეგიძლიათ ეს მასალა და დოკუმენტები იხილოთ ჩემს ბლოგზე - ილია ჭავჭავაძის მკვლელობა.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.