ამ და სხვა სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ჩემს ბლოგზე პერიოდულად ვამატებ დოკუმენტებს, რომლებიც ადრე და ამ ეტაპზე კვლევის მოვიძიე არქივებში.................. !!!!
ეს არის დიმიტრი ჯაშის დაკითხვის ოქმიდან ამონაწერი, 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი დაპატიმრებულ იქნა და სასამართლოზე იძლეოდა ჩვენებებს თავისი აგენტურული საქმიანობის შესახებ
ეს კი კიდევ ერთი დოკუმენტია, სადაც დასტურდება რომ დიმიტრი ჯაშის აგენტურული ფსევდონიმი იყო ,,სლუჩაინი", ასევე ისიც, რომ იგი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ გახდა ,,ოხრანკის" აგენტი. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არანაირი მასალა მის აგენტობაზე 1907 წლის ბოლომდე, ანუ დეკემბრამდე. შესაბამისად ჩემს მიერ გამოტანილი დასკვნები, რომ დიმიტრი ჯაში აგენტად გადაიბირეს ილიას მკვლელობის გამოძიების პროცესში, და სწორედ ამიტომ გააყალბეს მის მიმართ არსებული მტკიცებულებები, დააგენტურეს და შემდეგ გაათავისუფლეს კიდევ ერთხელ დასტურდება ამ დოკუმენტით:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VII, გამომცემლობა
თენგიზ სიმაშვილი
დიმიტრი
ჯაშის - თბილისის ,,ოხრანკის'' განყოფილების
აგენტ ,,სლუჩაინის'' გამჟღავნების ისტორია
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
შესახებ
საბჭოთა
პერიოდში
გამოსულ
წიგნებში,
თუ
სტატიებში
მრავალი
ქრონოლოგიური
უზუსტობაა.
გაყალბებულია
არაერთი
ინფორმაცია
დიმიტრი
ჯაშის
შესახებ.
პირველ
რიგში
ეს
შეეხება
ილიას
მკვლელობის
დროს,
1907 წლის
აგვისტომდე
დიმიტრი
ჯაშის
აგენტად
გამოცხადებას.
ახლად
მოძიებული
საარქივო
მასალების
ანალიზიდან
აშკარად
ჩანს,
რომ
მეფის
რუსეთის
საიდუმლო
პოლიციის
ადგილობრივი
ორგანოს,
თბილისის
,,ოხრანკის”
განყოფილების
მიერ
დიმიტრი
ჯაშის
გადაბირება,
`დააგენტურება~
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
საქმის
ძიებისას,
1907 წლის
სექტემბერ-ოქტომბერში
მოხდა.
1908 წელს
დიმიტრი
ჯაში
არ
`აქტიურობდა~,
იქცეოდა
როგორც
დროებით
უმოქმედო,
`დაკონსერვებული~
აგენტი
და
ინფორმაციების
მიწვდას
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილებისათვის
მოგვიანებით
იწყებს.
შესაბამისად,
მისი
აგენტურული
საქმიანობის
დამადასტურებელი
დოკუმენტები
- ხელფასის
აღების
უწყისები,
`ოხრანკისათვის~
მიცემული
აგენტურული
ცნობების
ამონაწერები,
მხოლოდ
1909-1911 წლებითაა
დათარიღებული. (დღეს უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტები იმასაც
ადასტურებენ,
რომ
1905-1906 წლებში
დიმიტრი
ჯაში
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
წევრებთან
ძალიან
დაახლოებული
იყო.
მათ
შორის
რევოლუციურ-ტერორისტულ
ორგანიზაცია
,,მთაწმინდის
ჯგუფის”
წევრებთან
ალექსანდრე(საშა)
ობოლაძესთან,
ილიკო
იმერლიშვილთან
და
სხვებთან.
იგი
უშუალოდ
მონაწილეობდა
მათთან
ერთად
ექსპროპრიაციული
აქტების
დაგეგმვაში,
ფულის
შეგროვებაში
სოციალ-დემოკრატების
,,სამხედრო
სალაროსათვის”.
(თ.
სიმაშვილი.
რევოლუციურ-ტერორისტული
ორგანიზაცია
,,მთაწმინდის
ჯგუფი”
და
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობასთან
დაკავშირებული
პირები.
ჟურნალი
,,ცისკარი”.
#9. თბ.
2012))
ჩემს
სტატიაში
`თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
აგენტი
დიმიტრი
ჯაში
და
სოციალისტ-ფედერალისტები~ გავაანალიზე მისი, როგორც ,,ოხრანკის” აგენტის საქმიანობა დასახელებულ პარტიაში, ახლა კი მინდა გაგაცნოთ ის მასალები, რომელთა შინაარსი თითქმის მთლიანად ხსნის დიმიტრი ჯაშის, როგორც აგენტის გამჟღავნების ისტორიას.
დიმიტრი ჯაშის
`ოხრანკის~
აგენტობის
შესახებ,
1911 წლამდე
საქართველოში
მოქმედ
პოლიტიკური
პარტიების
წარმომადგენლებს
და
არც
ფართო
საზოგადოებას
წარმოდგენა
არ
ჰქონდათ.
როგორც
საარქივო
მასალებიდან
ჩანს
დიმიტრი
ჯაში,
აგენტურული
მეტსახელით
`სლუჩაინი~,
ინფორმაციის
მიწოდებას
`ოხრანკისათვის~
1909 წლის
მარტიდან
1911 წლის
ივნისამდე,
ანუ
მის
დაპატიმრებამდე
აგრძელებდა.
დიმიტრი
ჯაშის
აგენტურული
საქმიანობის
გამჟღავნება
და
ე.წ. `პროვოკატორად~
მოხსენიება
უკავშირდება
1911 წელს
მომხდარ
შემდეგ
ისტორიას.
დიმიტრი
ჯაშის
მეუღლის,
დარია
ჯაშის
სიტყვებით
მას
ჰყავდა
`ერთი
ბიძაშვილი,
ფეხმოჭრილი,
სხვათა
შორის
დიდი
მეტიჩარა.
დიმიტრი
ამ
ჩემს
ბიძაშვილს
დაუდგა
თავდებად,
მე
ვუთხარი
შენ
ნერვიული
კაცი
ხარ
და
თავი
დაანებე
მაგ
საქმეს
მეთქი...~.
დარია
ჯაშის
ინფორმაციით
დიმიტრი
ჯაშმა
მის
ბიძაშვილს
ივანე
კოპლატაძეს
`...ფულით
ააღებინა
სასტუმრო
ვორონცოვზე,
ამ
სასტუმროს
პატრონი
გამოუჩნდა
მერე
ვიღაც ენიკოლოპოვი.~
დარიას
სიტყვებით
ნიკოლოზ ენიკოლოპოვს
სხვადასხვა
უსიამოვნებები
შეუმთხვევია
დიმიტრი
ჯაშის
ოჯახისათვის.
საარქივო
მასალები
სხვაგვარად
წარმოგვიჩენენ
საქმის
არსს.
ივანე
კოპლატაძეს
მისი
არასრულწლოვნების
გამო,
მეურვედ
დიმიტრი
ჯაში
ჰყოლია
დანიშნული.
დოკუმენტებიდან
ჩანს,
რომ
ივანე
სიმონის
ძე
კოპლატაძეს
ფეხზე
ტრამვამ
გადაუარა,
დაინვალიდდა
და
მისთვის
საკომპენსაციოდ
4000 მანეთი
მიუციათ.
დიმიტრი
ჯაშს
და
ივანე
კოპლატაძეს
გადაუწყვეტიათ
ერთობლივი
საქმიანობის
დაწყება,
თბილისში
ე.წ. ,,ნიკოლაევსკის
ნომრების“
(სასტუმრო)
დაქირავება
და
მართვა.
მათ
ი.
კოპლატაძის
მიერ
მიღებული
ზემოდასახელებული
თანხით
უყიდიათ
სასტუმროსათვის
საჭირო
ინვენტარი,
მაგრამ
სასტუმროს
ასამუშავებლად
ჩასადები
თანხის
მეორე
ნაწილი
დ.
ჯაშს
ვერ
მოუძიებია.
მას
ფული
არ
ჰქონდა
და
ამით
უსარგებლია
ნ. ენიკოლოპოვს,
რომელმაც
ჯერ
არასასურველი
მეურვისგან
განთავისუფლება
ასწავლა
ი.
კოპლატაძეს,
ხოლო
შემდეგ
დიმიტრი
ჯაშის
მაგივრად
მისი
მეურვე
და
`კომპანიონი~
გახდა
დასახელებული
სასტუმროს
მართვაში.
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
ერთ-ერთ საქმეში
აღმოჩნდა
ამ
განყოფილების
უფროსის,
როტმისტრ
ლევ
კარპოვის
მიერ
1911 წლის
25 ივნისს
გაგზავნილი
წერილის
ასლი
თბილისის
ჟანდარმთა
საგუბერნიო
სამმართველოს
უფროსისადმი.
იგი
წერს,
რომ
მან
`23 ივნისს
გვიან
საღამოთი
მიიღო
აგენტურული
ცნობები
ბომბების
და
ასაფეთქებელი
ნივთიერებების
შესაძლო
არსებობაზე
`ნიკოლაევსკის
ნომრებში~.
აგენტურული
ცნობების
მიხედვით,
ეს
ნივთები
ამ
სასტუმრო
ნომრების
მეპატრონე
ნიკოლოზ
ბენჟამენის
ძე ენიკოლოპოვს
ეკუთვნოდა~
(დოკ.
1-4).
იგივე
შინაარსის
წერილი
მოიპოვება
თბილისის
საოლქო
სასამართლოს
იმ
საქმეში,
რომელიც
დიმიტრი
ჯაშის
მიერ
ჩადენილი
`პროვოკაციული~
საქციელის,
ანუ
სისხლის
სამართლის
დანაშაულის
ხელოვნურად
შექმნის
გამოძიებას
შეეხება. საქმე იმაშია, რომ თუ რევოლუციონერებისათვის აგენტები
და
ჯაშუშები
`პროვოკატორები~
იყვნენ,
მეფის
ხელისუფლების
ძალისმიერი
სტრუქტურების
წარმომადგენლები
პროვოკაციად
აფასებდნენ
და
`პროვოკატორებად~
თვლიდნენ
დანაშაულის
`ხელოვნურად
შემქმნელ~
პირებს.
ზემომოყვანილი
დოკუმენტებდან
ირკვევა,
რომ
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
უფროსს
როტმისტრ
ლ.
კარპოვს,
ბომბების
შესახებ
`აგენტურული
ცნობების~
მიღებისთანავე
გაუცია
განკარგულება
და
ერთდროულად
ჩაუტარებიათ
ჩხრეკა
`ნიკოლაევსკის
ნომრებში~
და
ნ. ენიკოლოპოვის
საცხოვრებელ
სახლში.
პოლიციელებს
სასტუმროში,
ერთ-ერთი ოთახის
ბუხარში
ოთხი
ბომბი,
ფოლადის
დამტვრეული
ნატეხები,
ტყვია
(ლითონი)
და
ამავე
სასტუმროს
სახელწოდებიან
ორ
ფურცელზე
ხელით
დაწერილი
წერილები
უპოვიათ.
ერთზე
აღმოჩნდა
ასაფეთქებელი
ნივთიერებებისაგან
ბომბების
დამზადების
ინტრუქცია,
ხოლო
მეორე
წერილი
დაწერილი
იყო
ნ. ენიკოლოპოვის
სახელზე,
სადაც
ნახსენები
იყო
სასტუმროს
კოჭლი
თანამფლობელი
ი.
კოპლატაძეც.
ამ
წერილში
საუბარი
იყო
რაღაცა
მიზნისათვის
ოთხი
ბომბის
დამზადების
და
დამუხტვის,
ორი
,,მაუზერის“
და
ტყვიების
შოვნის
აუცილებლობაზე.
როგორც
დოკუმენტიდან
ჩანს,
როტმისტრმა
ლ.
კარპოვმა
ტელეფონით
ბომბების
აღმოჩენის
შესახებ
სასწრაფოდ
შეატყობინა
თბილისის
საოლქო
სასამართლოს
პროკურორის
მოადგილეს
და
გამოიძახა
ექსპერტი,
რათა
გაერკვია
დამუხტული
იყო
თუ
არა
ბომბები.
შემდეგ
განვითარებული
მოვლენებიდან
ირკვევა,
რომ
მან
ძალიან
იჩქარა.
ჯერ
ერთი
გაირკვა,
რომ
ჩხრეკისას
აღმოჩენილი
დამუხტული
ბომბები,
მხოლოდ
ბომბების
დასამზადებლად
გამოყენებული
ლითონის
ცარიელი
გარსები
იყო;
მეორეც,
აღმოჩნდა,
რომ
ამ
საქმეში
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
საიდუმლო
აგენტი
იყო
გარეული.
ანუ,
როგორც
საარქივო
დოკუმენტებიდან
ჩანს
როტმისტრმა
ლევ
კარპოვმა
ინფორმაცია
`ნიკოლაევსკის
ნომრებში~
ბომბების
შესაძლო
არსებობაზე
სწორედ
თავისი
აგენტისგან,
ანუ
დიმიტრი
ჯაშისაგან
მიიღო,
რომელმაც
ბომბების
ლითონის
გარსები
ფარულად
დადო
სასტუმროს
ერთ-ერთი ოთახის
ბუხარში.
ზემოდასახელებული
ნივთების
აღმოჩენისთანავე
ნიკოლოზ
ენიკოპლოვი,
სასტუმროს
მეორე
თანამფლობელი
`კოჭლი
ახალგაზრდა~
ივანე
კოპლატაძე
და
სასტუმროში
მყოფი
სხვა
პირები
დააპატიმრეს.
საარქივო
მასალების
მიხედვით,
ნიკოლოზ
ენიკოპლოვი
ცნობილი
`იატაკქვეშა~
ვექილი
იყო
და
არც
თუ
სახარბიელო
რეპუტაცია
გააჩნდა. პატიმრობაში მყოფმა ნიკოლოზ ენიკოპლოვმა განაცხადა, რომ ეჭვი ჰქონდა ბომბების გარსის და წერილები მას მიუგდო - ,,ქუთაისის გუბერნიის სოფელ აბაშის მცხოვრებმა დიმიტრი სოფრომის ძე ჯაშმა“.
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
უფროსი
როტმისტრი
ლ.
კარპოვი
იძულებული
გახდა
დიმიტრი
ჯაშის
ბინაში
ჩხრეკის
ჩატარებაზე
ნებართვა
გაეცა.
პოლიციელებმა
დიმიტრი
ჯაშის
ბინის
ჩხრეკისას
იპოვეს
ამ
უკანასკნელის
ხელით
ქაღალდის
ნაგლეჯებზე
დაწერილი
ბომბების
დამზადების
ინსტრუქცია,
რომელიც
სასტუმროს
ჩხრეკისას
ნიკოლოზ
ენიკოპლოვის
სახელზე
დაწერილ
წერილებში
არსებული
ინსტრუქციის
იდენტური
აღმოჩნდა.
Aაღნიშნულის
საფუძველზე
პოლიციამ
დიმიტრი
ჯაში
დააპატიმრა.
საქმეც
აღიძრა
და
შესაბამისად,
დიმიტრი
ჯაში
ბრალდებულ
იქნა
`ყალბ
დაბიზღებაში
იმ
მიზნით,
რომ
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობა
დაკისრებოდათ
ნიკოლოზ ენიკოლოპოვს და
ივანე
კოპლატაძეს~
(დოკ.
5).
აი,
ესაა
ის
ისტორია,
რომელმაც
საფუძველი
დაუდო
დიმიტრი
ჯაშის
თბილისის
`ოხრანკის~
აგენტობის
თუ
`პროვოკატორობის~
შესახებ
ინფორმაციის
გავრცელებას
ქართულ
საზოგადოებაში.
სწორედ
ამ
ფაქტზე
წერდა
1917 წელს
გაზეთ
`სახალხო
ფურცლის~
კორესპონდენტი
შემდეგს:
`ჯაშმა
ერთხელ
თავის
ამხანაგს
სახლში
ყუმბარები
შეუგდო
და
შემდეგ
დააბეზღა,
ყუმბარებს
ინახავსო.
ბოლოს
ყველაფერი
გამოირკვა
და
ჯაში
სამართალში
მისცეს
პროვოკაციისათვის.
სასამართლოში
მოწმედ,
სხვათა
შორის,
დაბარებული
იყო
ჟანდარმთა
როტმისტრი.
პროკურორი
მას
შეეკითხა,
ჯაშმა
მარტო
ეს
თავისი
ამხანაგი
დააბეზღა,
თუ
საერთოდ
ამბავი
მოჰქონდა
ხოლმეო.~
მოწმედ
გამოცხადებულმა
ჟანდარმერიის
როტმისტრმა
განაცხადა,
რომ:
`ეს
სამსახურის
საიდუმლოებას
შეადგენს
და
მისი
გამომჟღავნება
არ
შემიძლია.~
თბილისის
საოლქო
სასამართლოს
შესაბამის
საქმეში
არსებულ
დოკუმენტში,
კერძოდ
1911 წლის
28-29 ნოემბერს
გამართული
სასამართლოს
განაჩენში
პირდაპირ
წერია,
რომ
ჟანდარმერიის
ზემოდასახელებული
როტმისტრი
დიმიტრი
ჯაშის,
ანუ
აგენტ
`სლუჩაინის~
ხელმძღვანელი
ოფიცერი,
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
უფროსი
როტმისტრი
ლ.
კარპოვი
იყო.
მასში
ნათქვამია
- `როგორც
როტმისტრ
ლევ
კარპოვის
ჩვენებიდან
ჩანს,
რომელმაც
პროკურორის
თანაშემწის
კითხვაზე,
ხომ
არ
იყო
დიმიტრი
ჯაში
ის
პირი
ვისგანაც
მან
მიიღო
ცნობები
სასტუმროში
ბომბების
არსებობაზე,
უარყოფითად
კი
არ
უპასუხა,
არამედ
კარპოვმა
განაცხადა
_ `ნება
მომეცით
ამ
კითხვაზე
არ
ვუპასუხო,
რადგან
უფლება
არ
მაქვს
გავამჟღავნო
აგენტურული
ცნობების
მიღების
წყარო~
(დოკ.
6-7).
სასამართლო
პროცესზე
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
უფროსის
ამ
განცხადებამ
ბუნებრივია
ფარდა
ახადა
დიმიტრი
ჯაშის
აგენტურულ
საქმიანობას.
ამით
კარგად
ისარგებლა
ნიკოლოზ
ენიკოპლოვმა
და
აქტიურად
შეუდგა
მის
გავრცელებას
და
სათავისოდ
გამოყენებას.
მაგალითად,
ნიკოლოზ ენიკოლოპოვი
1912 წლის
14 აპრილს
თბილისის
სასამართლო
პალატის
სისხლის
სამართლის
დეპარტამენტის
სახელზე
გაგზავნილ,
დიმიტრი
ჯაშის
საწინააღმდეგო
შინაარსის
განცხადებაში,
სხვა
ინფორმაციებთან
ერთად
წერდა
- `დიმიტრი
ჯაში
ორმაგად
დამნაშავეა:
თვითონ
შექმნა
დანაშაული
და
თვითონვე
დააბეზღა,
წარმოადგენდა
რა
სახელმწიფოს
ერთგულ
მსახურს
`ოხრანკის
განყოფილების
აგენტის~
სახით~
(დოკ.
8).
სხვა
მასალების
ანალიზიდანაც
აშკარად
ჩანს,
რომ
1911 წლის
ივნისში
დაპატიმრებული
და
იმავე
წლის
ნოემბერში
`ყალბი
დაბეზღების~
ბრალდებით
გასამართლებული
დიმიტრი
ჯაშის
აგენტურული
საქმიანობის
გამჟღავნება,
სწორედ
ამ
წლის
ნოემბერში
გამართული
სასამართლო
პროცესის
დროს
მოხდა.
თბილისის
საოლქო
სასამართლოს
შესაბამის
საქმეში
არსებული
დოკუმენტები
ადასტურებენ,
რომ
დიმიტრი
ჯაშს
1911 წლის
ნოემბრის
სასამართლო
პროცესამდე
ქართული
საზოგადოებრიობის
წარმომადგენლები
ენდობოდნენ,
არ
თვლიდნენ
ზემოდასახელებულ
საქმეში
დამნაშავედ
და
არც
იცოდნენ,
რომ
იგი
თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების აგენტი იყო.
ამ
მოსაზრებას
ადასტურებს
1911 წლის
24 ოქტომბერს,
თბილისის
საოლქო
სასამართლოს
პირველი
სისხლის
სამართლის
განყოფილების
სახელზე
გაგზავნილი
დიმიტრი
ჯაში
განცხადება.
იგი
წერდა,
რომ
თავის
დამცველებად
ნაფიცი
ვექილები
თავადი
იოსებ
ალექსანდრეს
ძე
ბარათოვი
და
გიორგი
ბეჟანის
ძე
გვაზავა
აირჩია.
ითხოვდა,
ისინი
სასამართლოს
კანცელარიაში
დაეშვათ
ბრალდების
მასალების
გასაცნობად
(დოკ.
9-10).
ვფიქრობ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პუბლიცისტის და საერთოდაც გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გიორგი გვაზავასათვის, ცნობილი რომ ყოფილიყო დიმიტრი ჯაშის აგენტურული საქმიანობა, ამ უკანასკნელის დაცვაზე არ დათანხმდებოდა.
ვფიქრობ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პუბლიცისტის და საერთოდაც გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გიორგი გვაზავასათვის, ცნობილი რომ ყოფილიყო დიმიტრი ჯაშის აგენტურული საქმიანობა, ამ უკანასკნელის დაცვაზე არ დათანხმდებოდა.
სხვადასხვა
დოკუმენტების
ანალიზიდან
ჩანს
გიორგი
გვაზავამ,
სასამართლო
პროცესზე
შეიტყო
რა
დიმიტრი
ჯაშის
აგენტურული
საქმიანობის
შესახებ,
მის
დაცვაზე
ფაქტობრივად
უარი
განაცხადა.
ამ
დასკვნას
დიმიტრი
ჯაშის
მიერ,
1912 წლის
23 იანვრის
თბილისის
სასამართლო
პალატის
პირველი
სისხლის
სამართლის
დეპარტამენტის
თავმჯდომარის
სახელზე
დაწერილი
თხოვნის
შინაარსი
ადასტურებს.
დიმიტრი
ჯაში
წერს,
რომ
მისი
დამცველი
გიორგი
ბეჟანის
ძე
გვაზავა,
რომელსაც
ის
სასამართლოზე
`ჰონორარის
გარეშე~
უნდა
დაეცვა,
ჯეროვნად
ვეღარ
ახერხებდა
მის
დაცვას
რადგან
დრო
არ
ჰქონდა?!
ამიტომ,
დიმიტრი
ჯაში
ითხოვდა,
რომ
დამატებით
მისთვის
არ
დაენიშნათ
სახაზინო
ადვოკატი,
რადგან
ამ
უკანასკნელებს
არ
ენდობოდა
და
იგი
საკუთარ
თავს
თვითონ
დაიცავდა
(დოკ.
11).
ჩემს
ზემომოყვანილ
მოსაზრებებს
გარკვეულწილად
ასევე
ადასტურებს
სხვა
გარემოებებიც.
მაგალითად,
1911 წლის
ნოემბერში
გამართულ
სასამართლო
პროცესამდე
დიმიტრი
ჯაში
ითხოვდა,
რომ
სასამართლოზე
მოწმეებად
გამოეყვანათYრამოდენიმე
პირი,
რომელთა
შორის
იყვნენ
იმჟამად
პატიმრები
- მიხეილ
კეჭაყმაძე,
ალექსანდრე
იმერლიშვილი,
სოლომონ
ორჯონიკიძე
და
სხვები.
დიმიტრი
ჯაშის
სიტყვებით
ისინი
ივანე
კოპლატაძესთან
ერთად
საკანში
იჯდნენ
და
ამ
უკანასკნელს
ჰქონდა
მათთან
ნათქვამი
ისეთი
სახის
ინფორმაცია,
რომელიც
სასამართლოზე
გამჟღავნებისას
მას
გაამართლებდა.
თბილისის
სასამართლო
პალატის
პირველი
სისხლის
სამართლის
დეპარტამენტის
1912 წლის
8 თებერვლის
ოქმიდან
კი
ჩანს,
რომ
მ.
კეჭაყმაძის,
ა.
იმერლიშვილის
და
სხვების
სასამართლოზე
გამოცხადებაზე
უარი
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
სწორედ
დ.
ჯაშის
დამცველმა
განაცხადა
(დოკ.
12).
ასეა
თუ
ისე,
უამრავი
განცხადებების,
სააპელაციო
სასამართლოში
შეტანილი
საჩივრების
და
სხვა
სახის
აქტიურობის
შემდეგ
დიმიტრი
ჯაში,
1912 წლის
ნოემბერში
ციხიდან
გაანთავისუფლეს.
იგი
ბაქოში
გადავიდა
საცხოვრებლად
და
სამუშაოდ.
სხვადასხვა
დოკუმენტების
ანალიზიდან
ჩანს
მას,
როგორც
თბილისის
`ოხრანკის~
განყოფილების
გამჟღავნებულ
აგენტს
საქართველოში
აღარ
დაედგომებოდა.
დიმიტრი
ჯაში
1913-1914 წლებში
ბაქოს
რკინიგზაზე
რევიზორად
მუშაობდა.
ყალბი
ბილეთების
გაყიდვის
გამო
დაპატიმრებული
იქნა
და
1915 წლის
მარტიდან
ნოემბრის
ჩათვლით
ბაქოში
ციხეში
იჯდა.
საქართველოში
1915 წლის
ბოლოს
დაბრუნდა
და
1916 წელს,
კავკასიის
სამხედრო
ოლქის
შტაბთან
მოქმედ
კონტრდაზვერვის
განყოფილებაში,
პოლკოვნიკ
ბასოვთან
დაიწყო
მუშაობა.
პოლკოვნიკ
ბასოვის
დავალებით
სამხედრო
უწყებისათვის
საჭირო
ინფორმაციის
შეგროვების
მიზნით,
1916 წლის
სექტემბრის
ბოლოს
იგი
ჩასული
ყოფილა
ელიზავეტოპოლის
გუბერნიაში
გერმანელებით
დასახლებული
სოფლების
და
დაბების
მაცხოვრებლების
განწყობილების
შესასწავლად.
იმავე
წლის
ნოემბრის
დასაწყისში
კი,
შავი
ზღვის
სანაპიროზე
გამგზავრებულა
სადაც
ცდილობდა
გაერკვია
ადგილობრივი
მოსახლეობს
განწყობა
და
აგროვებდა
კონტრდაზვერვის
განყოფილებისათვის
საჭირო
სხვა
ინფორმაციებს.
აი,
ასეთი
ბიოგრაფიის
პატრონი
დიმიტრი
ჯაში,
როგორც
მენშევიკების
მმართველობის
პერიოდში,
ასევე
ბოლშევიკების
მიერ
საქართველოს
ოკუპაციის
შემდეგ,
საკმაოდ
კარგ,
შემოსავლიან
ადგილებზე
მუშაობდა. დიმიტრი ჯაშის მეუღლის, დარია ჯაშის მოგონებებში პირდაპირაა ნათქვამი: `მენშევიკების დროს დიმიტრი
მსახურობდა
სასურსათო
ბიუროში,
უშუალოდ
თვითონ
მონაწილეობდა
სურსათის
შესყიდვასა
და
მომარაგებაში.~
მისივე
სიტყვებით,
ამ
საქმიანობის
გაწევისას
1921 წელს
დიმიტრი
ჯაში
აზერბაიჯანში
საზღვრის
გადაკვეთის
დროს
დაუპატიმრებიათ
და
დასახვრეტად
განწირული
ბაქოს
ციხიდან
ფილიპე
მახარაძეს
და
მამია
ორახელაშვილს
გაუნთავისუფლებია.
`წითელი
არმიის~
მიერ
საქართველოს
ოკუპაციის
შემდეგ
`დიმიტრი
დაინიშნა
სერგო
ქავთარაძის
რეკომენდაციით
ქალაქის
ერთ-ერთ სურსათ-მომმარაგებლად~.
ჩემს
მიერ
მოძიებული,
დღემდე
გამოუქვეყნებელი
სხვა
დოკუმენტებიც
საკმაოდ
საინტერესოდ
წარმოაჩენენ
დიმიტრი
ჯაშის
ცხოვრების
უცნობ
ფურცლებს
1921-1922 წლებში.
შესაბამისად,
ამ
თემაზე
კვლევას
შემდგომში
შემოგთავაზებთ.
ამასთან, ამ სტატიას თანდართული ეს დოკუმენტები(აგენტურული ინფორმაციები, აგენტების მიერ ხელფასის მიღების უწყისები) პირდაპირ ადასტურებენ, რომ დიმიტრი ჯაში 1907 წლამდე ,,ოხრანკის" აგენტი არ იყო.
დიმიტრი ჯაშის(სლუჩაინის) მიერ მიწვდილი აგენტურული ცნობების ნაწილი ,,ოხრანკისათვის":
დიმიტრი ჯაშის(სლუჩაინის) მიერ მიწვდილი აგენტურული ცნობების ნაწილი ,,ოხრანკისათვის":
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.