Saturday, December 27, 2014

სოციალ-დემოკრატი – ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები ...


                      

ილიკო იმერლიშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობის ვერსიის შესახებ სტატია ადრევე გამოვაქვეყნე ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალ - ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები'', #1(3), 2008 წელი, თბილისი, საკითხით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ მას, რადგან ვფიქრობ ის მათთვის საინტერესო იქნება: თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ 2008 და 2014 წლებში გამოქვეყნებული ჩემი კვლევები ერთმანეთს და შეგექმნათ წარმოდგენა თუ როგორ, რა მიმართულებით ხდებოდა საარქივო დოკუმენტების მოძიება და როგორ მოხდა ილიას მკვლელობის რეალური ფაქტობრივი მასალების გამომზეურება

თენგიზ სიმაშვილი 



სოციალ-დემოკრატი – ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის 
შემსრულებლები
ილია ჭავაჭავაძის მკვლელობის შესახებ არაერთი წიგნი, გამოკვლევა არსებობს, მაგრამ ბოლომდე არ არის დადასტურებული ,,იმერელის~ ფსევდონიმით მოხსენიებული, მისი ერთ-ერთი ფიზიკური მკვლელის ვინაობა. ამ ნაშრომით შევეცადეთ აღნიშნულის შესახებ ჩვენეული ვერსია წარმოგვედგინა მკითხველისათვის. 
დღეისათვის სათანადო წყაროებისა და დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადასტურებულია, რომ ილიას მკვლელობის უშუალო ორგანიზატორი ადგილზე იყო მისი მოურავი დიმიტრი ჯაში. ამასთან ისიც ირკვევა, რომ დ. ჯაში დაახლოებული იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებთან. დასტურდება ისიც, რომ სწორედ სოციალ-დემოკრატებისაგან იყო შეგზავნილი ილიასთან, რათა ორგანიზაციულად მოემზადებინა და დაეგეგმა კონკრეტული ქმედებები მის მოსაკლავად.(1)
ილიას მკვლელობის საქმეს იძიებდა საგანგებო საქმეთა გამომძიებელი ნ. ფ. ილიაშენკო. სწორედ მან გაანთავისუფლებინა დაპატიმრებული დ. ჯაში და ამასთან, როგორც მასალებიდან ჩანს ილიაშენკომ თანმიმდევრულად მოსპო სოციალ-დემოკრატების ხსენება ილიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ძიება არ დაინტერესდა თუ ვინ იყო გამოძიების ოქმებში ნახსნები ,,იმერელი~. საბჭოთა თემიდის მტკიცების მიუხედავად, რომ ცარიზმის სასამართლომ სცადა სოციალ-დემოკრატებისკენ წაეყვანა კვალი, როგორც ირკვევა, გამომძიებელმა ილიაშენკომ იმოქმედა რა გარკვეული მოსაზრებებით, სოციალ-დემოკრატები პირიქით დაფარა. მენშევიკების მმართველობის პერიოდში ილიაშენკო გახდა თბილისის ოლქის სასამართლოს წევრი და 1919 წელს კი ინიშნება თბილისის სამოქალაქო მილიციის სარევიზიო კომისიის წევრად. 1921 წელს ბოლშევიკების შემოსვლიდან ერთ თვეში, იუსტიციის სახალხო კომისრის ა. ნაზარეტიანის ხელმოწერილი ბრძანებით, იგი დაინიშნა სამხრეთ ოსეთის ოლქის რევკომში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე. 
საინტერესოა, რომ დ. ჯაში მენშევიკების ხელისუფლების დროს და ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ მუშაობდა ჯერ მენშევიკური მილიციის, ხოლო 1921 წლის თებერვლის შემდეგ _ ბოლშევიკური მილიციის სურსათის დამზადების კომიტეტში. შესაბამისად, დ. ჯაში და ნ. ილიაშენკო სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუშაობდნენ ძალისმიერ სტრუქტურაში, რომლიდანაც ერთს ევალებოდა მეორის კონტროლი. ამრიგად, ნათელია რომ, ხელისუფლების წრეებში ძალიან გავლენიანი მფარველების გარეშე, ასეთ სამსახურებში ისინი თანამდებობებს ვერ მიიღებდნენ.(2) 
საარქივო მასალების და სხვა დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მტკიცდება, რომ არა მარტო ილიას მკვლელობის ორგანიზატორები იყვნენ სოციალ-დემოკრატებთან დაახლოებული პირები, არამედ მკვლელობის უშუალო შემსრულებლებიც. ცნობილია, რომ ილიას მკვლელობაში უშუალოდ ოთხი პირი იღებდა მონაწილეობას. ესენი იყვნენ: ივანე ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი(აფციაური), გიგლა ბერბიჭაშვილი და ვიღაც ,,იმერელი~. სწორედ ისინი დახვდნენ ილიას ეტლს 1907 წლის 30 აგვისტოს, დილით წიწამურის და საგურამოს გზაზე, საგურამოდან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით. მათ მოკლეს ილია და მისი მსახური, სასტიკად გაუსწორდნენ ასევე ილიას მეუღლეს. 
საბჭოთა ხელისუფლებამ 1941 წელს გამართულ ილიას მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე ყველანაირად სცადა აერიდებინა ილიას მკვლელებისათვის სოციალ-დემოკრატებთან კავშირი. ამის მიუხედავად, გ. ბერბიჭაშვილის და სხვა პირების წინასწარი დაკითხვის მასალებში, ასევე თვით სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებებით, დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ სოციალ-დემოკრატების ,,წითელი რაზმის~ წევრები.
1941 წელს გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდებული(გ. ბერბიჭაშვილი) ხშირად იმეორებდა, რომ ილიას მკვლელობა დ. ჯაშის და ი. ინაშვილის მიერ იყო მოწყობილი.(3) მართლაც, სწორედ ი. ინაშვილი ასრულებდა ილიას მკვლელობაში ერთ-ერთ მთავარ როლს. ი. ინაშვილის შესახებ არსებული სხვადასხვა მასალიდან, მათ შორის დიმიტრი ჯაშის მეუღლის ჩვენებითაც, ირკვევა, რომ ი. ინაშვილი 1900-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა თბილისის რკინიგზის სახელოსნოში მუშად. იცნობდა ი. ჯუღაშვილს, რომელიც მას აძლევდა პროკლამაციებს საგურამოში და სხვა სოფლებში გასავრცელებლად. ის 1903-1904 წლებში მამასახლისად სოციალ-დემოკრატებისაგან იყო გაგზავნილი საგურამოში.(4) გარდა ამისა, მას იცნობდა ცნობილი მენშევიკი ისიდორე რამიშვილი, რომელსაც პეტერბურგში დაპატიმრებისას, გაუგია რა ილიას მკვლელობა, მიუჩნევია, რომ ,,ეს მხეცი კაცი ინაშვილი იქნება ამ უბედურების ჩამდენიო~.(5) ი. რამიშვილის მოგონებებიდან ვიცით, რომ ინაშვილი საგურამოში მამასახლისად მუშაობისას, ცდილობდა გლეხების წაქეზებას ილიას წინააღმდეგ, გამოდიოდა ილიას ფიზიკური განადგურების მუქარით ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა თავყრილობებზე. 
ილიას ერთ-ერთი ფიზიკური მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი იყო დუშეთის მაზრის სოფელ ახატნის მკვიდრი. გ. ბერბიჭაშვილის რევოლუციური საქმიანობის შესახებ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას იძლევა საბჭოთა თემიდის მიერ მისი წინასწარი დაკითხვის ოქმები და იმ სასამართლო პროცესის მასალები, რომელიც მიმდინარეობდა 1941 წლის 25 დეკემბრიდან 1942 წლის 5 იანვრამდე. ამ ოქმებიდან და ბატონი შ. ბადრიძის მასალებით დასტურდება, რომ ბერბიჭაშვილი 1906-1907 წლებში იყო ერთ-ერთი ,,წითელი პარტიზანი“ დუშეთის მხარეში“.(6)
ბერბიჭაშვილის მიერ წინასწარი დაკითხვისას გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით, მას 1921 წლის თებერვალში მონაწილეობა მიუღია წითელი არმიის მიერ თბილისის ოკუპაციაში. მისი ჩვენებით, წითელი ჯარი თბილისში 25 თებერვალს შემოვიდა და ამ დროს საშა (ალექსანდრე) ობოლაძის ხელმძღვანელობით საჩქაროდ შევკრიბეთ ,,წითელი რაზმი~, ავიღეთ პლეხანოვზე თეთრგვარდიელების შტაბიო.(7)
ამავე ჩვენებით, იგი ასევე მონაწილეობას ღებულობდა 1905-1907 წლების რევოლუციურ მოძრაობაში. ამ პერიოდში კარგად იცნობდა დუშეთის მაზრაში ჩასულ პროპაგანდისტებს, რომელთა შორის იყო ფილიპე მახარაძეც. მისივე სიტყვებით, იგი შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის მაზრაში მოქმედ ,,წითელ რაზმში” და ასრულებდა პარტიის სხვადასხვა დავალებას. ბერბიჭაშვილი ასევე ამბობს, რომ ის როგორც ,,წითელი რაზმის~ წევრი მონაწილეობდა 1906 წლის იანვარში თბილისში ,,სომეხ-თათრების გაშველებაში~. მისი ჩვენებით, იგი ასევე მონაწილეობდა ირანის რევოლუციაში და ირანში გადასვლაში დაეხმარებია ცნობილი ბოლშევიკი ,,ჟელეზა~ _ ვალიკო ბაქრაძე. აქვე აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საბჭოთა მართლმსაჯულება გამალებული ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოს ბერბიჭაშვილი ირანის რევოლუციაში არ მონაწილეობდა. საქმე იმაშია, რომ მაშინ უნდა ეღიარებინათ, რომ მას გადასვლაში დაეხმარნენ ბოლშევიკები და შესაბამისად ის იყო ,,წითელი პარტიზანი~ და ასრულებდა პარტიის დავალებებს.
ბერბიჭაშვილის აღიარებით, საგურამოში ბავშვობიდან იცნობდა მხოლოდ ვანო ინაშვილს, სანდრო ხიზანიშვილს, თედო ლაბაურს და სხვებს, მათ შორის, პავლე ფშავლიშვილს. 
ილიას მკვლელობის მესამე მონაწილე _ პავლე ფშავლიშვილი(იგივე აფციაური) ბრალდებული იყო 1907 წლის 6 ივნისს, ილიას მოურავის მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში. პ. ფშავლიშვილი დააპატიმრეს მ. მემარნიშვილის მკვლელობისათვის, მაგრამ იგი გაექცა ბადრაგს და ტყეს აფარებდა თავს. 
ილიას მკვლელობის შემდეგ გამოძიებამ დაასკვნა, რომ ის იყო ამ მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილე და შეძლო მისი დაპატიმრება. აღსანიშნავია, რომ იგი დააპატიმრეს ცნობილ ,,წითელ რაზმელ~ ლადო ფეიქრიშვილთან ერთად თბილისში. ამ უკანასკნელს დუშეთის მაზრაში ჩადენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის დანაშაული. სხვათა შორის, როგორც მეფის ხელისუფლების დროინდელი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის~ გამოძიების მასალაშია აღნიშნული: პ. ფშავლიშვილმა აღიარა მკვლელობაში მონაწილეობა, მაგრამ არ ისურვა იმერელის გაცემა.(8)
1908 წლის 11 მაისს კი პ. ფშავლიშვილი(აფციაური) ციხიდან გარბის. პროფესორი პ. გუგუშვილი წერდა, რომ ,,1908 წლის 11 მაისს თავს დაესხნენ რა ყარაულს მეტეხის ციხეში, მეტეხის ეზოს მთავარი კარებიდან ვინმე ბურჭულაძესთან ერთად გაიქცა პ. ფშავლიშვილი~.(9) მკვლევარ გ. ყორანაშვილს მოჰყავს 1908 წლის 7 სექტემბრის გაზეთ ,,სავაჭრო გზა~-ს ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ილიას მკვლელობის ერთი მონაწილე აფციაური(იგივე ფშავლიშვილი) დააპატიმრეს, მაგრამ მას, საიდანღაც ისეთი მეგობრები აღმოაჩნდა, რომლებმაც გაუწიეს არაჩვეულებრივი დახმარება. დაუჯერებელი, საარაკო თავგანწირვით მოახერხეს მეტეხის ციხიდან გაქცევა და სასამართლოს ხელიდან დასხლეტა.~(10) 
მაინც ვინ იყვნენ ფშავლიშვილის მეგობრები? ვინ არის ბურჭულაძე? პასუხი საკმაოდ მარტივია, საქმე იმაშია, რომ 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაიქცნენ სიკვდილმის-ჯილი ტერორისტები, რომლებიც ეკუთვნოდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. კერძოდ კი ბოლშევიკებს. 
ამ გაქცევის პრეისტორია ასეთია: 1907 წლის 21 დეკემბერს, 18 სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი ყარაიაზის სადგურთან თავს დაესხა ბაქო-თბილისის საფოსტო მატარე-ბელს. თავდასხმის მიზანი იყო მოეხდინათ ერთი მილიონი მანეთის ,,ექსპროპრიაცია~. მაგრამ, როგორც ირკვევა, ვიღაცამ ინფორმაცია თავდასხმის შესახებ გასცა და საფოსტო მატარებელი მიაცილა ჯარისკაცებით სავსე შემადგენლობამ. რიცხობრივად მათზე ბევრად მეტ მოწინააღმდეგესთან უშედეგო სროლის შემდეგ, ბოლშევიკების ,,ექსისტებმა~ უკან დაიხიეს და ისინი  პოლიციამ დააპატიმრა. დაპატიმრებულთა უმეტესობას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. ამიტომ, სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების ტერორისტული, ,,ექსპროპრიაციული~ აქტების სული და გული ,,კამოს~(ტერ-პეტროსიანი) დახმარებით მოხდა ბომბების შეგზავნა მეტეხის ციხეში ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, დაიგეგმა ,,ექსპროპრიაციის~ მონაწილეების გაქცევა. 
ციხეში გაქცევის მომზადებაში მონაწილეობდნენ დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატი ტერორისტები: ილიკო იმერლიშვილი, ერასტი ჯორბენაძე, მელქისა ბურჭულაძე და სხვები. მართლაც, კარგად ორგანიზებული აქტის შედეგად, გაიქცა კიდეც 18 ადამიანი. მათ რიცხვში იყო სწორედ პავლე ფშავლიშვილი, რომელიც რამოდენიმე თვის შემდეგ, 1908 წლის 18 დეკემ-ბერს მოკლა პოლიციამ მცხეთის მცხოვრებ ივანე იმერლიშვილთან ერთად.
ცხადია, თქმა იმისა რომ პ. ფშავლიშვილთან ერთად ვინმე ბურჭულაძე გაიქცაო და არ თქმა, რომ გაიქცა 18 ტერორისტი, რომელთა უმეტესობა იყო სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი და რომლებიც მონაწილეობდნენ ბაქო-თბილისის საფოსტო მატარებელზე თავ-დასხმაში, მიანიშნებს საბჭოთა პერიოდში ამ ადამიანების ვინაობის მიჩქმალვაზე.
უფრო მეტიც, როგორც პ. გუგუშვილი წერს ილიას მკვლელობის მონაწილე ივანე ინაშვილთან ერთად, 1908 წლის 14 დეკემბერს, კუს ტბასთან დააპატიმრეს, ,,ცნობილი ყაჩაღი იაკიმ დოროშენკო~. მათ ნაძალადევიდან გატაცებული ყოლიათ სიღნაღის მცხოვრები კონსტ. მირაქოვი.(11) არადა იგივე დოკუმენტებში არის თბილისის მაზრის უფროსის მიმართვა თბი-ლისის საოლქო-სასამართლოს პროკურორის სახელზე, რომელიც დათარიღებულია 15 დეკემ-ბრით. მასში აღნიშნულია, რომ ინაშვილთან ერთად დააპატიმრებულ იქნა ვინმე იაკ. დოროშენ-კო(ყოფილი ჯარისკაცი). იგი 1908 წლის 11 მაისს გაიქცა 17 კაცთან ერთად, რომლებიც ბრალდებული არიან გასული წლის დეკემბერში საფოსტო მატარებელზე თავდასხმაშიო.(12) 
ამრიგად, ილიას ფიზიკური მკვლელობის ორი მონაწილე პირდაპირ კავშირშია ერთ-მანეთთან. ერთი გარბის ციხიდან სოციალ-დემოკრატ ტერორისტებთან ერთად, მეორე კი ყაჩაღ-ობს, იტაცებს ადამიანს ფულის გამოძალვის მიზნით, ამავე გაქცევაში მონაწილე პირთან ერთად. 
ისმება კითხვა ვინ არიან გაქცევაში მონაწილე სხვა პირები? რა აკავშირებთ მათ ერთ-მანეთთან და სოციალ-დემოკრატ ტერორისტებთან?
1908 წლის 11 მაისს გაქცეულებს შორის ნახსენები ბურჭულაძე, იყო სოციალ-დემოკრატი ტერორისტი მელქისა ბურჭულაძე. ის 1906 წელს თბილისში სხვა ,,წითელ რაზმელებთან~ ერთად ებრძოდა პოლიციას. სხვათა შორის, პოლიციას სწორედ ამ დროს დაუ-პატიმრებია ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტი ,,კამო~. მ. ბურჭულაძე დაბადებული იყო ოზურ-გეთის მაზრაში, მუშაობდა თბილისში, რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. ახალგაზრდობიდანვე ჩაბმულა რევოლუციურ მოძრაობაში. რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილის მოგონებით, მ. ბურ-ჭულაძე მეტეხში იყო დაჭერილი, როგორც ტერორისტი. მას მეტეხის ციხიდან გაქცეულ სხვა სოციალ-დემოკრატ ტერორისტებთან _ ი. იმერლიშვილთან, ერ. ჯორბენაძესთან ერთად თავი შეუფარებია გურიისათვის, სადაც დაკავშირებული ყოფილა ასევე ტყეში გასულ სხვა პირებთან.(13)
ჩვენთვის ასევე საინტერესოა იმის გარკვევა, თუ ვინ იყო ფშავლიშვილთან ერთად მეტეხის ციხიდან გაქცეული ერასტი ჯორბენაძე. ის დაბადებულა(1885 წელს) ოზურგეთის მაზრის ერთ-ერთ სოფელში. იგი სპეციალობით ყოფილა ზეინკალი და მუშაობდა ბათუმში მან-თაშევის ქარხანაში. ახალგაზრდა ჩაბმულა რევოლუციურ მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მონაწილეობდა ტერორისტული აქტების მოწყობაში. ორ-განიზაციის დავალებით რამდენჯერმე აუფეთქებია რკინიგზა, რითაც ხელი შეუშლია მთავრობის ჯარისათვის რევოლუციონერთა წინააღმდეგ მოქმედებაში. რამდენჯერმე თავს დასხმია ბანკს და გაუტაცებია ფული. 1907 წლის მეორე ნახევარში, როგორც აქტიური ,,წითელ რაზმელი~ გადასულა თბილისში სამოქმედოდ.
რაც შეეხება ილიკო იმერლიშვილს, სწორედ მას შეუდგენია ბაქო-თბილისის საფოსტო მატარებელზე თავდასხმის გეგმა და იგი ასევე მთავარ როლს ასრულებდა მეტეხის ციხიდან გაქცევაში. ამასთან მისი გვარი ხშირად იხსენიება ილიას მკვლელობის ორგანიზატორის დიმი-ტრი ჯაშის მეუღლის _ დარია ჯაშის ჩვენებებში. ამიტომ, ამ ადამიანის ბიოგრაფია და რევო-ლუციურ-ტერორისტული საქმიანობა ბევრ საინტერესო კითხვაზე მოგვცემს პასუხს.
ილიკო იმერლიშვილი დაბადებული ყოფილა მცხეთაში 1888 წელს. ან. ხინთიბიძე წერს, რომ მისი წინაპარი იმერეთიდან ყოფილა გადმოსული. მას გვარი გამოუცვლია და რადგან იმერეთიდან ყოფილა, იმერლიშვილი მიუღია გვარად. აქვე ხინთიბიძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, ერთ ადგილას ,,იმერლიშვილის~ მაგივრად წერია _ ,,იმერლის შვილი~ და ვარაუდობს, რომ მართლაც ეს გვარი იმერლიდან არის წარმოშობილი.(14)
ი. იმერლიშვილი 1890-იანი წლების ბოლოს დაახლოებით 10 წლის მიუყვანიათ თბი-ლისის სტამბაში სამუშაოდ. სწორედ სტამბაში დაახლოებია იგი იქ მომუშავე რევოლუციონ-ერებს და გამხდარა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იმერლიშვილი თავდაპირველად გაუგზავნიათ დუშეთის მაზრაში არალეგალური მუშაობისათვის და 17 წლის ასაკში შესულა ,,წითელი პარტიზანების” რაზმში. მონაწილეობა მიუღია ველისციხეში და საგარეჯოში შემდგარ ,,წითელ პარტიზანთა~ თათბირებში. 
ი. იმერლიშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ასევე, 1906 წელს თბილისში სომეხ-თათრების შეტაკების შეჩერებაში. კერძოდ იყო სოციალ-დემოკრატების იმ რაზმების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომლებიც შეაიარაღა მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ამ შეტაკების შესაჩერებლად. ამრიგად, სავსებით დასაშვებია, რომ იმერლიშვილი იცნობდა გ. ბერბიჭაშვილს. ეს უკანასკნელი ხომ ასევე ,,მოღვაწეობდა~ დუშეთის მაზრაში, შედიოდა რა ,,წითელი რაზმის~ შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა თბილისში სომეხ-თათრების შეტაკების ლიკვიდაციაში. ამასთან, იმერლიშვილი კარგად იცნობდა საშა ობოლაძეს, ბოლშევიკების ტერორისტული აქტების სულს და გულს. მას კი ერთის მხრივ კარგად იცნობდა დიმიტრი ჯაში და მეორეს მხრივ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გიგლა ბერბიჭაშვილი. 
ამას ადასტურებს დიმიტრი ჯაშის მეუღლის მიერ, გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება. ამ ჩვენებით, დიმიტრი  ჯაში კარგად იცნობდა სოციალ-დემოკრატების _ ბოლშევიკების ,,წითელი რაზმების~ წევრებს და ტერორისტ შემსრულებლებს. მეტიც, ჯაში გამოცხადებულია 1906 წელს სოციალ-დემოკრატების _ ბოლშევიკების სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის საშა ობოლაძის მეგობრად. დარიას განცხადებით დიმიტრიმ იგი მოიტაცა საშა ობოლაძის და იმერლიშვილის დახმარებით. 
დარია ჯაშის სიტყვები:  ,,მე როცა წამიყვანა დიმიტრი ჯაშმა, ყაჩაღების საშუალებით მას გაძარცული ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი და იმით ცხოვრობდა. გვერდით ყაჩაღები ცხოვრობდნენ იმერლიშვილი, ობოლაძე, ჩიკვაიძე და ავალიშვილი. ბანკის გაძარცვის გეგმაც ჰქონდათ შედგენილი და ფულის გაყოფაზე დავა მოუვიდათ.~ დარია ჯაშის ჩვენებაში ასევე აღ-ნიშნულია, რომ _ ,,იმერლიშვილი და ობოლაძე ხშირად დადიოდნენ დიმიტრისთან. დიმიტრი ნახაზს უკეთებდა გაძარცვისას. ესენი ანარხისტები იყვნენ. როცა მე წამიყვანა დიმი-ტრიმ თავი სოციალ-დემოკრატად გამაცნო. დიმიტრი მეტწილად დაახლოებული იყო იმერლიშვილთან და ობოლაძესთან.~(15) აღსანიშნავია, რომ ჩანს დიმიტრი ჯაში და ილიკო იმერლიშვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. ისინი თითქმის ერთი ასაკის იყვნენ და თბილისში არსებულ სტამბებში თითქმის ერთ პერიოდში _ 1890-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდნენ. 
1903 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის გ. ტატიშვილის მოგონებებში, ვკითხულობთ, რომ _ იმ წლებში ილიას მკვლელობამდე დათარეშობდნენ ,,წითელი რაზმების~ და ,,ტყის ძმების~ რაზმები: საგურამოში ლადო ფეიქრიშვილი 12 კაცით, მცხეთაში ილიკო იმერლიშვილი 15 კაცით, ვასო კუდულაშვილი 18 კაცით.(16)
ამრიგად, ილიას მკვლელობის მსურველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები ვის დაავალებდნენ ილიას მოკვლას, თუ არა მას ვინც კარგად იცოდა რა ხდებოდა საგურამოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე კარგად იცნობდა იქ მოქმედ ,,წითელ რაზმელებს~, და გააჩნდე მათ წრეში დიდი ავტორიტეტი ანუ სავარაუდოდ ილიკო იმერლიშვილს. ხოლო იმერლიშვილი კი ვის დაავალებდა მკვლელობის ადგილზე ორგანიზებას. ცხადია, მას ვინც იყო ასეთ საქმეების ორგანიზატორი, გამოცდილი დამგეგმავი, ანუ დ. ჯაშს. ადამიანს, რომელსაც ენდობოდა და რომელსაც კარგად იცნობდა ერთობლივად განხორ-ციელებული საქმეებიდან. 
საინტერესოა, რომ დარია ჯაში წინასწარი გამოძიებისას, გამომძიებლის ერთ-ერთ კითხვაზე პასუხობს, რომ _ შემდეგ გავიგე ილიას მკვლელობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინაშვილი ყოფილი მამასახლისი, იმერლიშვილი, რომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრი, ფშავლიშვილი გრიგოლა, როგორც მახსოვს ფეიქრიშვილი იყო გაქცეული ყაჩაღად ტყეში.(17) საბჭოთა გამოძიებამ ამ პასუხს არავითარი ყურადღება არ მიაქცია.
საინტერესოა, რომ თვითონ გ. ბერბიჭაშვილმაც სასამართლო ერთ-ერთ სხდომაზე, მაშინ როცა არავინ ეკითხებოდა, ერთხელ ახსენა ,,იმერელი~. ყოველ შემთხვევაში სასამართლო მა-სალებში იმ მომენტში არ ჩანს დასმული კითხვა, ის ამბობს, _ ი. ჭავჭავაძეს ფეიქრიშვილმა, ინაშვილმა და ხიზანიშვილმა ესროლეს, მოძღვრიშვილი და ვიღაც იმერელი იქ სრულებით არ ყოფილანო.(18) საბჭოთა გამოძიებამ მის პასუხსაც არავითარი ყურადღება არ მიაქცია. საკითხავია რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ბერბიჭაშვილის კონტექსტიდან ამოვარდნილ პასუხზე _ ,,მოძღვრიშვილი და იმერელი იქ საერთოდ არ ყოფილანო~ გამოძიების ჩაძიება, მიანიშნებდა ილიას მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთ ისეთ პირზე, ვისი ვინაობის დადგენაც მათ არ სურ-დათ. 
მართლაც ილიკო იმერლიშვილი იყო საკმაოდ გამოცდილი, ცნობილი და ავტორიტეტიანი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი. 1908 წლის 11 მაისის გაქცევის შემდეგ მას დუშეთის მაზრაში გაუგრძელებია თავისი საქმიანობა. მოქმედებდა ასევე ქართლშიც და გურიაში. ხოლო როცა რევოლუციური მოძრაობა შესუსტდა, პარტიზანულ რაზმებს მიუღიათ განკარგულება, რომ მათი ნაწილი წასულიყო ირანში რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად. ზოგიერთი ცნობით, ილიკო იმერლიშვილს და სხვებს ერთად უცდიათ გადასვლა, მაგრამ ეს ვერ მოუხერხებიათ. ი. იმერლიშვილი დაიღუპა 1914 წელს.
ამრიგად ივანე ინაშვილის, პავლე ფშავლიშვილის და გიგლა ბერბიჭაშვილის საქმიანო-ბის და პარტიული კუთვნილების გათვალისწინებით დადასტურებით შეიძლება ვთქვათ, რომ ილიას მკვლელობა სოციალ-დემოკრატმა ბოლშევიკებმა ჩაიდინეს.
ამასთან, თუ გავითვალისწინებთ სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტის ილიკო იმერლიშვილის კავშირებს ამ ადამიანებთან და ილიას მკვლელობის ადგილზე ორგანიზატორ დიმიტრი ჯაშთან მის ახლო ურთიერთობას, ასევე ი. იმერლიშვილის პარტიულ და ტერორისტულ საქმიანობას დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე და იმერლიშვილის გვარის მსგავსებას ილიას მკვლელობაში ნახსენებ ,,იმერელთან~, ამ მეტსახელის ქვეშ არა ს. ორჯონიკიძე, ან სხვა სოციალ-დემოკრატი ტერორისტი, არამედ სწორედ ილიკო იმერლიშვილია სავარაუდებელი.

გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის სია
1. თ. სიმაშვილი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, სოციალ-დემოკრატები და ,,ოხრანკა~ ,,კავკასიის მაცნე~ 2006წ. # 15 გვ.11
2. საქ. ისტ. არქ. ფონდი 116 აღ. 1. საქმე 1042, ფ.148; ,,ასავალ-დასავალი~(გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის და წინასწარი დაკითხვის ოქმები) 2006წ. #43 
3. ,,ასავალ-დასავალი~ 2006წ. #40, 1-8 სექტემბერი; #41, 9-15 სექტემბერი
4. შ. ბადრიძე ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები~ თბ. 1991წ. გვ. 241; გ. ყორანაშვილი ,,წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო~ თბ. 2004წ. გვ. 89
5. შ. ბადრიძე ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები~ თბ. 1991წ. გვ. 281
6. შ. ბადრიძე ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები~ თბ. 1991წ. გვ. 153
7. ,,ასავალ-დასავალი~ 2006წ. #30, 24-30 ივლისი 
8. ა. შუშანაშვილი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა~ თბ. 1996წ. გვ. 193-200
9. პ. გუგუშვილი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა~ თბ. 1938წ. გვ. 21
10. გ. ყორანაშვილი ,,წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო~ თბ. 2004წ. გვ. 42
11. პ. გუგუშვილი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა~ 1938წ. გვ. 23
12. პ. გუგუშვილი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა~ 1938წ. გვ. 100
13. ან. ხინთიბიძე ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები~ თბ. 1989წ. გვ. 44
14. ან. ხინთიბიძე ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები~ თბ. 1989წ. გვ. 64
15. შ. ბადრიძე ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები~ თბ. 1991წ. გვ. 103 
16. შ. ბადრიძე ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები~ თბ. 1991წ. გვ. 232
17. ,,ასავალ-დასავალი~ 2006წ. # 38, 18-24 სექტემბერი
18. ,,ასავალ-დასავალი~ 2006წ. # 41, 9-15 სექტემბერი 





ეს კი 2012 წელს გამოქვეყნებული ჩემი სტატიაა სათაურით ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი). იგი გამოქვეყნდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომებში, . VI,  გამომცემლობა ,,მერიდიანი“ 2012, თბილისი

ვფიქრობ ამ დოკუმენტებით ქვემოთ გამოქვეყნებული მასალებით 
ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის უშუალო მონაწილეობა  საბოლოოდ დასტურდება 



თენგიზ სიმაშვილი


ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი)
                                                                         

       ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საუკუნის ტრაგედიად შეფასებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობა (1907 წელიარაერთხელ გამხდარა სპეციალური კვლევა-ძიებისა თუ მეცნიერული შესწავლის ობიექტიჩემი წერილის დასაწყისშივე მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარისადმივისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან და ცდილობდა ჭეშმარიტების დადგენასჩემი კვლევის შედეგების პერმანენტული გამოქვეყნებებით მე არ ვახდენ მათი მოსაზრებების და კვლევების კრიტიკასჩრდილს არ ვაყენებ მათ ნაშრომებსპირიქითსწორედ ისინი წარმოადგენდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ დაწერილი ჩემი სამეცნიერო შრომების შთაგონების წყაროსაღნიშნულ თემატიკაზე გამოცემული ყველა ნაშრომის ავტორს შეგნებულად არ ჩამოვთვლი და ვფიქრობეს შეუძლებელიარადგანაც იმდენად ფართოა იმ ადამიანთა რიცხვივინც დაინტერესებული იყო და არისიკვლევდა და იკვლევსდა კვლავაც გამოიკვლევს საქართველოს ისტორიაში არსებულ ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელსთუმცა ჩემი შეხედულებითსანამ არ აღმოჩნდება ისეთი სარწმუნო დოკუმენტებირომლებიც გააბათილებს არქივებში ინტენსიური კვლევის შედეგად მოპოვებულ დოკუმენტებსსწორედ ქვემომოყვანილი მოსაზრებაა ყველაზე მართებული.
       ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ირგვლივ არსებული მასალების შესწავლით ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ვიყავი დაინტერესებული და ამ თემასთან კავშირში გასულ წლებში პერიოდულად ვაქვეყნებდი სამეცნიერო სტატიებს[1]  აღნიშნულ თემატიკაზე მასალების შეგროვებისას ჩემს ხელში უამრავმა საარქივო დოკუმენტმა გაიარაისინი აშკარად მეტყველებენრომ საბჭოთა პერიოდში გამოტანილი დასკვნები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების შესახებ სიყალბეს წარმოადგენენ.
      სწორედ ეს დოკუმენტები გახდა ჩემი მოსაზრების საფუძველირომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების მასალებში ნახსენები ,,იმერელი"- მეტსახელის ქვეშიმ დროს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი იყო სავარაუდებელი. (სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები". ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. I (3). თბილისი. 2008) სამწუხაროდ მას არავითარი გამოხმაურებაროგორც სპეციალისტების ასევე საზოგადოების მხრიდან არ მოჰყოლიამხოლოდ 2010 წელსპროფესორ ნოდარ გრიგალაშვილის გამოქვეყნებულ შრომას ,,თანამდევი სული“, რომელშიც იგი ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყრდნობით ასაბუთებს ,,იმერელი“- იგივეობას ილიკო იმერლიშვილთან დიდი რეზონანსი მოჰყვა
      შეიძლება ითქვასრომ ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობაზე ილიას მკვლელობაში ჩემი და ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის წინამორბედ მკვლევარებს არაფერი აქვთ ნათქვამიგამონაკლისს წარმოადგენს ცნობილი იურისტი და მწერალი ალექსანდრე შუშანაშვილითავის მონოგრაფიაში _ ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“, იგი ერთგან ახსენებს იმერლიშვილის გვარს და ისიც სულ სხვა სახელითის იყენებს ილიას მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში არსებულ ინფორმაციას, 1908 წლის დეკემბერში პავლე ფშავლიშვილის მოკვლის შესახებკერძოდთბილისის მაზრის უფროსის შეტყობინებას თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორისადმირომლის ნათარგმნი ასლი ქართულ ენაზე მას დაბეჭდილი აქვს თავის წიგნში[2]  ბატონი ალექსანდრე შუშანაშვილი წერდა:
     ,,იმ ხანებში მცხეთის შემოგარენში დათარეშობდა ვანო იმერლიშვილის ბანდაიგი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მიმალვაში მყოფ მონაწილეებთანაც იყო დაკავშირებული და პოლიციამ ის და პავლე ფშავლიშვილი ერთად დახოცა შეტაკების დროსრის შემდეგ ,,ვიღაც იმერლისადმიპოლიციის ინტერესიც მინელდახომ არ აპირებდნენ იმ იმერლიშვილისათვის ილიას მკვლელობაში შარის მოდებას და ამიტომ ამოატივტივეს ,,ვიღაცა იმერელირასაკვირველიაეს მხოლოდ ვარაუდიაფაქტი ისაარომ არც ორჯონიკიძე ყოფილა ,,ვიღაცა იმერელიდა არც ილიას მკვლელებს დაუსახელებიათ ასეთი პიროვნება". [3]  (პავლე ფშავლიშვილთან ერთად მოკლულ იქნა ვანო(ივანენონეპეტრიაშვილირომელიც მეორე გვარსაცსახელდობრმჭედლიშვილს ატარებდა..)
     ამრიგადბატონ ალექსანდრე შუშანაშვილის წიგნში არსად არ არის საუბარი და განხილულიკონკრეტულად ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის შესახებ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაშიშესაბამისადჩემი აზრითდასკვნარომ ილიკო იმერლიშვილი ილიას მკვლელობის მონაწილე იყომე და ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა სხვა მკვლევარებისაგან სრულიად დამოუკიდებლად გამოვიტანეთ
   2011 წლის ზაფხულშირამოდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავე საქართველოს საისტორიო ცენტრალურ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებშიროგორც გაირკვაამ ფონდებში არსებობს საქმეებირომლებშიც არის სხვადასხვა მასალები ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზეამ საარქივო საქმეების ნაწილი საზოგადოებისათვის ნაცნობიანაწილი ჩემს მიერ იქნა მოძიებული:
1.       საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივითბილისის საოლქო სასამართლოს ფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13633;
2.       სსცაფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13364; 
3.       სსცაფონდი 116. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობაზე საგანგებო საქმეებზე გამომძიებლის საქმე # 13365; 
4.       სსცაკავკასიის სარაიონო დაცვის განყოფილების ფონდი 94. აღწერა 1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის და სხვა საკითხებზე მიმოწერის საქმე # 37;
5.       სსცათბილისის გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 17. აღწერა 1. სახელმწიფო საბჭოს წევრ თავად ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე # 5888;
6.       სსცათბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20. აღწერა 1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე 397;
7.       სსცათბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 2. თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე თბილისის ოლქის პროკურორის ზედამხედველობის საქმე # 399;
8.       სსცათბილისის პოლიცმაისტერის სამმართველოს სამძებრო განყოფილების ფონდი 97. აღწერა 2. თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმე # 35;
9.       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილებაფონდი 8. აღწერა 25. საქმე # 683 და სხვა.
     ასევე აღმოჩნდა მთელი რიგი საარქივო საქმეებირომლებშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებზეზოგში კიმაგალითად თავად ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების მასალებშიმოთავსებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეებიდან ამოკრეფილი სხვადასხვა პირების მიერ მიცემული ჩვენებების ასლებიროგორც ირკვევა გამოძიება ვარაუდობდა და არც თუ უსაფუძვლოდრომ ნიკოლოზ ხიმშიევის და ილია ჭავჭავაძის მკვლელები იყვნენ ერთი და იგივე პირები.
      ეს საქმეები და ფონდებია
1. სსცათბილისის  სასამართლო პალატის პროკურორის ფონდი 114. აღწერა 1. დუშეთის მაზრის თავად ხიმშიევის მკვლელობა ილია იმერლიშვილის და სხვების მიერსაქმე # 1099 (საინტერესოარომ ამ საქმეს საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის 114 ფონდში არსებულ საარქივო საქმეების ჩამონათვალში ჰქვია _ ,,ხიმშიევის მკვლელობა აბანოსხევში ფეიქრიშვილისიმერლიშვილისბერბიჭაშვილის მიერ მისი ქმედითი მონაწილეობის გამო პოეტ ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში”?! ..);
2. სსცათბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 1. ხიმშიევის მკვლელობის გამოძიებაზე ზედამხედველობის საქმე # 2889; 
3. სსცათბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის ფონდი 115. აღწერა 2. საგამოძიებო მასალები თავად ხიმშიევის მკვლელობაზესაქმე # 429; 
4. სსცაფონდი 94. აღწერა 1. მეტეხის ციხიდან 18 მსჯავრდებულის გაქცევის საქმე #124; 
5. სსცაფონდი 115. აღწერა 1. 1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე #2393; 
6. სსცაფონდი 114. აღწერა 1. მეტეხის ციხიდან პატიმრების გაქცევის საქმე #969; 
7. სსცათბილისისა და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ფონდი 20. აღწერა 2. დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე #107;
8. სსცაამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ფონდი 2080. აღწერა 1. საქმე #220; 
9. სსცათბილისის მუშათა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ფონდი 1844. აღწერა 2. საქმე #41;
10. სსცაამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან არსებული საგანგებო საგამოძიებო კომისიის ფონდი 1854 საქმეები #95, #205 და მრავალი სხვა.
      ჩემს მიერ მოძიებული ზემოდასახელებულიგარკვეულწილად ხელდაუდებელი და გამოუქვეყნებელი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, 2011 წლის ნოემბერში გამოვეცი მონოგრაფია `სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები~ (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის). A4 ფორმატის ამ 460 გვერდიან წიგნს თანდართული აქვს 300 მეტი საარქივო დოკუმენტის ასლი.
        იმის მიუხედავად რომ ჩემი აზრითაღნიშნულ მონოგრაფიაში შევძელი დამესაბუთებინა ილიკო იმერლიშვილის მონაწილობა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაშირომ იგი იყო თავდამსხმელთა შორის ,,იმერელად” მოხსენიებული მეოთხე მკვლელი, 2012 წლის ზაფხულში კვლავ განვაახლე კვლევა-ძიება ამ მიმართულებით საქართველოს საისტორიო ცენტრალურუახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებისკინო-ფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში.
     მიღებული შედეგები მართლაც სენსაციური აღმოჩნდაჩემს მიერ ამ რამდენიმე ხნის წინ მოპოვებული საარქივო დოკუმენტები ვფიქრობუტყუარად ასაბუთებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტის ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობასინფორმაციის უკეთ აღქმის მიზნითსხვადასხვა დროს მოძიებულ საარქივო დოკუმენტებსსადაც მითითებულია ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილის ილიკო იმერლიშვილის ვინაობაქრონოლოგიური თანამიმდევრობით ვაწვდი მკითხველს:
   საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ, `თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეშისხვა მასალებთან ერთად გვხვდება სამძებრო პოლიციის ჩინოვნიკის (ასე ვთქვათ სამძებრო პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის. (ფიცხელაურის მიერთბილისის პოლიციის სამძებრო განყოფილების უფროს ევტუშევსკისადმი მიწერილი, 1907 წლის 4 სექტემბრით დათარიღებული წერილი:
,,ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ!
როგორც მე საიდუმლოდ მოვიკვლიეამჟამად მიცვალებულ თავად ჭავჭავაძეზე დანაშაულის ჩადენის შესახებ უნდა იცოდესდუშეთის მაზრის სოფმცხეთის მცხოვრებმა სახელით ,,ილია მცხეთელი”. ის თუ არ მონაწილეობდა დანაშაულშიმაშინ მან მაინც ყველაფერი იცის ვინ ჩადის მსგავს ყველანაირ დანაშაულსამიტომ ვვარაუდობ რომ ის დავიჭიროთამის გარდა აუცილებელია დაჭერა ასევე მეფაიტონისრომელიცროგორც მოვიკვლიეიცნობს პირებსვინც ჩაიდინა თავად ჭავჭავაძის მკვლელობა.
უღრმესი პატივისცემით თქვენი ფიცხელაური
სექტემბერი 1907 წელი
ტიფლისი” (წერილის სტილი დაცულია[4] (დოკ. # 1)

     ამრიგად, 1907 წლის 4 სექტემბერს უკვე ცნობილი იყორომ პიროვნება მეტსახელით ,,ილია მცხეთელიშესაძლოა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყოგამოძიებამ კი მხოლოდ ამ წერილში ნახსენები მეფაიტონეანუ მეეტლე თედო ლაბაური დააპატიმრაშემდეგშიც ,,ილია მცხეთელი"- ვინაობის დადგენის მიმართულებით არავითარი კვლევა-ძიება არ უწარმოებიათ.
      მკითხველი არ დაიბნესროდესაც წაიკითხავს ამ ინფორმაციასსაქმე იმაშიარომ როგორც ცნობილია 1905-1906 წლებში თბილისშიილიკო იმერლიშვილის მეტსახელი სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წარმომადგენელ რევოლუციონერებს შორის იყო ,,მცხეთელიანუ ,,ილია მცხეთელი", რადგან იგი წარმოშობით მცხეთიდან იყო. [გრიგალაშვილითანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა). . II. 2011, გვ. 509] რაც შეეხება დუშეთის მაზრასსადაც ილიკო იმერლიშვილი სხვადასხვა წყაროების ცნობით, 1907 წელს სათავეში უდგება ,,წითელ რაზმს", გამომდინარე გვარიდან იქ მისი მეტსახელი იყო ,,იმერელი". [სიმაშვილისოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის). თბ. 2011, გვ. 111-115]
     საარქივო მასალებიდან ჩანს ისიცრომ ილიკო იმერლიშვილიგიგლა ბერბიჭაშვილიპავლე ფშავლიშვილი იყვნენ დუშეთის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმისწევრებიშედიოდნენ ერთ დაჯგუფებაში და ერთად ჩადიოდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულსმეტიცილიკო იმერლიშვილი უამრავ დოკუმენტში ხან მცხეთის და ხან კი საგურამოს ტერიტორიებზე მოქმედი 15(35) კაციანი ,,წითელი რაზმის“ ხელმძღვანელადაა დასახელებულიაღსანიშნავია რომ ამ ფაქტს ადასტურებსბატონ გრიგალაშვილის მიერ მოძიებულიილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმელების“ დაახლოებით 1908-1909 წლებში გადაღებული ფოტოსურათირომელთა რიგებში დიდი ალბათობით გიგლა ბერბიჭაშვილიცაა (დოკ. # 2). 


 საერთოდ კი, 1930-იანი წლების დასაწყისში დუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ძველი“ რევოლუციონერების მიერ შედგენილ რევოლუციონერთა სიებში არა მარტო ილიკო იმერლიშვილიგიგლა ბერბიჭაშვილიპავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილიარამედ თედო ლაბაური _ ილიას მეეტლეც რევოლუციონერთა ჩამონათვალში ფიგურირებენ (ეს დოკუმენტები ამ სტატიას დავურთე და ნახავთ სტატიის ბოლოს. თ.ს. )

  ზემოთქმულს ადასტურებს ჩემს მიერ მოძიებულ ერთ-ერთ საარქივო საქმეში არსებული რამდენიმე ძალიან საინტერესო დოკუმენტიმათგან პირველ რიგში მინდა მოვიყვანო 1908 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ოქმისადაც აბესალომ გიორგის ძე ფაღავადუშეთის მაზრის პოლიციის ჩაფრების (სტრაჟნიკებიუფროსი ურიადნიკი წერსრომ ,,პავლე ფშავლიშვილთან ერთად მის ბანდაში იმყოფებოდნენ 1. პავლე ფშავლიშვილი, 2. იმერლიშვილი, 3 ნონე მჭედლიშვილი, 4. სანდრო მჭედლიშვილი, 5. ლაზარე გაბიტაშვილი, 6. გიორგი წიკლაური 7. ბასილ სიღნაღელი, 8. თელაველი ლადო, 9. ვანო ინაშვილი, 10 თუში ვანო, 10. რუსი დოროშენკო, 12. გიგლა ბერბიჭაშვილი, 13. გიორგი პარხაშვილი" (დოკ. ## 3-4).


   ამრიგადაბესალომ გიორგის ძე ფაღავასავარაუდოდ ყარამან გიორგის ძე ფაღავასდუშეთის მაზრის ყოფილი უფროსის ძმაკარგად იცნობდა დუშეთის მაზრაში მოქმედი ერთ-ერთი ,,წითელი რაზმისშემადგენლობასცხადია ეს წესით უნდა სცოდნოდა ასევე ყარამან ფაღავასაცრომელიც ამ პერიოდში კვლავ დუშეთის მაზრაში მოღვაწეობდაარადა არც ყარამან ფაღავა და არც გიგლა ბერბიჭაშვილი ამ უკანასკნელთან ერთად ,,წითელ რაზმში” მყოფი პირებისთუ ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული დუშეთში მოქმედი ძველი რევოლუციონერების ჩამოთვლისას საერთოდ არ ახსენებდნენ ილიკო იმერლიშვილსსაბჭოთა სასამართლოზეც ამ პიროვნების ხსენებასრომელიც ილიას მკვლელობის დროს და შემდგომ პერიოდში დუშეთის მაზრაშიმათ შორის საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელმძღვანელი იყო და რომლის დაჯგუფებაშიც შედიოდა არა მარტო გიგლა ბერბიჭაშვილიარამედ სხვა უამრავი ადგილობრივი რევოლუციონერისხვებიც აშკარად ერიდებოდნენგამონაკლისი იყო ილია ჭავჭავაძის მოურავის დიმიტრი ჯაშის მეუღლე დარია ჯაშირომლის პასუხებში ნახსენები იმერლიშვილის პიროვნებითარც წინასწარი გამოძიება და არც საბჭოთა სასამართლო არანაირად არ დაინტერესდა
      მკითხველს შევახსენებრომ ყარამან ფაღავა და გიგლა ბერბიჭაშვილი, 1941-1942 წლებში გამართულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზეილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ასახელებდნენ ლადო ფეიქრიშვილსმომყავსერთ-ერთი მაგალითი ყარამან ფაღავას ჩვენებებიდანსადაც ფაღავა ამბობს,,ბერბიჭაშვილიინაშვილიფშავლიშვილი და მეოთხეც იყოგვარი არ მახსოვსესენი იყვნენ მკვლელები." და სწორედ ამ დროსგანსასჯელი ბერბიჭაშვილიმოსამართლის მხრიდან პირადად მისთვის ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის გარეშე ამატებს: ,,მეოთხე ფეიქრიშვილი იყო“.  [5]  როგორც დღეს ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტების ანალიზიდან ჩანსერთის მხრივდუშეთის მაზრის ყოფილი უფროსი ყარამან ფაღავა და მეორეს მხრივ კისოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტი გიგლა ბერბიჭაშვილი გარკვეულ მიზეზთა გამო აშკარად ტყუოდნენ.

       ნათელია მათ მიერ ილიკო იმერლიშვილის დაფარვის მიზეზი იყო ისრომ საბჭოთა ხელისუფლებასისევე როგორც ადრე მეფის ხელისუფლებასარ სურდა სიმართლის გამჟღავნებამეფის ხელისუფლების დროს ილიას მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის მონაწილეობის გამჟღავნება თუ რა მიზეზის გამო არ სურდათვფიქრობ კარგად მაქვს ახსნილი და გაანალიზებული ჩემს მონოგრაფიაში.  [6] საბჭოთა ხელისუფლებას კი, 1941 წელს არ სურდა იმიტომრომ ილიკო იმერლიშვილი იყო ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტიდაკავშირებული ,,სახელოვან” ბოლშევიკებთან – ალექსანდრე (საშაობოლაძეკამო (ტერ-პეტროსიანი), დათიკო ჭიაბერაშვილიარკადი ელბაქიძეისაკა ლელაშვილი და სხვა პირებთან[7] (ამ საკითხს დაწვრილებით შემდგომ შრომებში შევეხები..)
        რაც შეეხება ილიკო იმერლიშვილისგიგლა ბერბიჭაშვილისივანე ინაშვილის და პავლე ფშავლიშვილის მონაწილეობას ილიას მკვლელობაშიამას სრულად ადასტურებს ამავე საარქივო საქმეში არსებული, 1908 წლის 25-31 დეკემბრით დათარიღებული რამოდენიმე გვერდიანი ოქმიიგი შეუდგენია დუშეთის მაზრის ბაზალეთის ნაწილის პრისტავ ოზიევს.
      პავლე ფშავლიშვილთან და მის ,,თანამებრძოლებთან კავშირში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკითხვის ოქმში სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი:
      ,,დაკითხვისას დაკავებულმა ახსნარომ ამა წლის მაისში (1908) ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდასრომელშიც მონაწილეობდნენთვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილიილია ჭავჭავაძის მკვლელებიივანე ინაშვილი და გიგლა დარჩოს ძე ბერბიჭაშვილი და სოფმცხეთის მცხოვრები ილიკო იმერლიშვილი და მრავალი სხვარიცხვით 13 კაცამდე (დოკ. # 5).



        ამგვარადამ დოკუმენტში კონკრეტულად ამ ნიშნით _ ილია ჭავჭავაძის მკვლელები _ პირდაპირაა გამოყოფილი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირები სხვებისაგან.
       ამასთანილიკო იმერლიშვილი მეტსახელით ,,იმერელი მოხსენიებულია დუშეთის მაზრის მსხვილი მემამულისთავად ნიკოლოზ (ნიკახიმშიევის (ხიმშიაშვილიმკვლელობის საქმეებში არსებულ ხიმშიევის ახლობლების მიმოწერაში.  [8] ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის გამოძიების დასკვნით 1909 წლის 7 ოქტომბერსდღის სამ საათზედუშეთის მაზრის სოფელ აბანოსხევში იგი წინასწარი განზრახვით მოკლეს _ ილია (ილიკოიორდანეს ძე იმერლიშვილმავასილ დათუნაიშვილმაესტატე ჩუგუაშვილმალადო ფეიქრიშვილმაგიგლა ბერბიჭაშვილმა და კიდევ ერთმა გამოძიებისგან დაუდგენელმა პირმა[9]

        საინტერესოარომ გიორგი ტატიშვილის _ ცნობილი მენშევიკისდუშეთის მაზრაში არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელისპარალელურად ,,წითელი რაზმის აქტიური წევრის სიტყვებითხიმშიევის მკვლელობა ჩადენილ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დადგენილების საფუძველზესხვადასხვა წლებში დაწერილ თავის მოგონებებში ტატიშვილი დეტალურად აღწერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის მიერ ხიმშიევის მკვლელობის დადგენილების მიღებას. 1940-იან წლებში დაწერილ ერთ-ერთ მოგონებაში ამბობსრომ ეს იდეა თითქოსდა გლეხობისგან წამოვიდაამასთან ამ მკვლელობის მონაწილედ არსად ახსენებს ილიკო იმერლიშვილის გვარსსამაგიეროდ ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის ჩამდენი ,,წითელი რაზმის" მეთაურად ლადო ფეიქრიშვილს ასახელებს.

     არადა ნიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის საქმეებშისაარქივო დოკუმენტებში – მკვლელობის უშუალი შემსწრე პირების ჩვენებების შეპირისპირების საფუძველზე დანამდვილებით დადასტურებულიარომ სწორედ ილიკო იმერლიშვილი იყო თავდამსხმელების მეთაურიამასთან სწორედ მასთან იყვნენ დაკავშირებული ხიმშიევზე თავდამსხმელი პირებიმაგალითადვასილ დათუნაიშვილი ილიკო იმერლიშვილთან ერთად დააპატიმრეს 1907 წლის დეკემბერშიროდესაც სოციალ-დემოკრატებმა მოინდომეს ყარაიაზის საფოსტო მატარებლის გაძარცვახოლო, 1908 წლის მაისში იმერლიშვილი სწორედ დათუნაიშვილთანფშავლიშვილთან და სხვებთან ერთად გარბის მეტეხის ციხიდან[10]  
(ცხიდან გაქცეული ი. იმერლიშვილი და პ. ფშავლიშვილი თავს აფარებენ ი. იმერლიშვილის სახლს მცხეთაში. იხ, დოკუმენტი: 

ამ დოკუმენტში კი რომლიც ახლახანს მოვიძიე ისინი კლავენ იმ ადამიანს ვინც მატი ყოფნა მცხეთაში ,,ოხრანკას" შეატყობინა. იხ. დოკუმენტი:


ეს დოკუმენტი კი პირდაპირ ადასტურებს, რომ ი. იმერლიშვილი და პ. ფშავლიშვილი ერთად ჩადიოდნენ ტერორისტულ აქტებს ჯერ კიდევ 1907 წლის თებერვალში. კერძოდ სხვა ბოლშევიკ ,,წითელრაზმელებთან" ერთად კლავენ პორუჩიკ ლოლაძეს. იხ დოკუმენტი:
ამ სახის უამრავი დოკუმენტი მოვიძიე ბოლო პერიოდში არქივებში. თ.ს.)
რაც შეეხება გიგლა ბერბიჭაშვილსის და ილიკო იმერლიშვილიროგორც ალექსანდრე ობოლაძის ქვემდებარე სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეიარაღებული რაზმის წევრებიერთად მონაწილეობდნენ 1905 წლის ნოემბერში ერევნის მოედანზესომხების და თათრების ,,გაშველებაშილადო ფეიქრიშვილიც ილიკო იმერლიშვილთან ერთად მონაწილეობდა სხვადასხვა თავდასხმებში.
       დოკუმენტებიდან ისიც ირკვევარომ ილიკო იმერლიშვილმა და მისი რაზმის ზემოდასახელებულმა წევრებმა ნიკოლოზ ხიმშიევზე რამოდენიმე თავდასხმა მოაწყესხიმშიევის მკვლელობამდე თითქმის ერთი წლით ადრე, 1908 წლის 6 აგვისტოსპავლე ფშავლიშვილიილია (ილიკოიმერლიშვილიგიგლა ბერბიჭაშვილილადო ფეიქრიშვილივასილ დათუნაიშვილიპავლე ხიზანიშვილი და სხვა პირებისოფელ ბულაჩაურში მის სახლს თავს დაესხნენეს თავდასხმა ნიკოლოზ ხიმშიევის ვაჟმა გიორგიმ სახლში მყოფ დაცვასთან ერთად მოიგერიათავად ტუსიევის სიტყვებითამ თავდასხმის შემდეგ ხიმშიევმა მას უთხრარომ თავდასხმა მისი მოკვლის მიზნითპავლე ფშავლიშვილმა და გიგლა ბერბიჭაშვილმა განახორციელესრადგან იგი მათზე პოლიციას უთითებდაროგორც თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე. [11]
  
    ეს ინფორმაცია მოთავსებულია 1909 წლის 28 მარტის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაშითბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზეაღნიშნული დოკუმენტი საინტერესოა იმითაცრომ მასში მითითებულია ხიმშიევის მკვლელობის ორი მოტივიკერძოდპირველი ესააგლეხების მტრობა თავად ხიმშიევის მიმართრომელიც 1905 წელს ეკონომიკურ ურთიერთობათა ნიადაგზე წარმოიშვადა მეორეშურისძიება ხიმშიევზერადგან იგი პოლიციას ილია ჭავჭავაძის მკვლელების დაჭერაში ხელს უწყობდა.  [12]
      მართლაცთითქმის ერთი წლით ადრე, 1908 წლის 9 თებერვალს ღამითმცხეთის ნაწილის (უბნისპრისტავმა მარკოვიჩმასწორედ მემამულე ხიმშიევის დახმარებით და მონაწილეობით შეძლო პავლე ფშავლიშვილის დაპატიმრება ლადო ფეიქრიშვილთან ერთად



     (როგორც დოკუმენტებიდან ირკვევახიმშიევმა გამოტეხვის მიზნით ორივე ძალიან სასტიკად სცემა. [სსცა. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 343] ვფიქრობ საინტერესოა იმის აღნიშვნაცრომ 1908 წლის 9 თებერვლის ღამით დააპატიმრებისას სწორედ ლადო ფეიქრიშვილმა ახსენა პირველად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილედ ,,იმერელი”. მან დაკითხვისას განაცხადარომ პავლე ფშავლიშვილმა უთხრა - ილია ჭავჭავაძე მოკლეს მან (ფშავლიშვილმა), ივანე (ვანოინაშვილმაგიგლა ბერბიჭაშვილმა და ,,ვიღაც იმერელმა“. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიების მასალებში არსებულ ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამიარომ - 10 თებერვალს დაკითხვისასპავლე ფშავლიშვილმაც აღიარა ილიას მკვლელობაში მონაწილეობამაგრამ არ ისურვა იმერელის გაცემა.. [სსცა. 116, აღ. 1, საქ. 13364, გვ. 255-258])
       მოწმეთა დაკითხვებისსაგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად გატარების შემდეგ შედგენილ უფრო გვიანდელ, 1910 წლის 10 იანვრის თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის წარდგინებაშითბილისის სასამართლო პალატის პროკურორის სახელზენიკოლოზ ხიმშიევის მკვლელობის მხოლოდ ერთი მოტივია მითითებული _ ,,ხიმშიევის ქმედითი მონაწილეობა თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში [13] (დოკ. # 6).

      ხიმშიევის ახლობლისბაზალეთის პრისტავ ოზიევის სიტყვებით, ,,თავადი ხიმშიევი ხშირად ამბობდარომ მას ეშინია ის არ მოკლან ილია იმერლიშვილმაგიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმარადგან ის (ხიმშიევი - ..) მათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამო სდევნიდა.” ანუხიმშიევი სიკვდილამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე სთვლიდარომ ილია (ილიკოიმერლიშვილიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე იყოთბილისის მაზრის უფროსის შანშიევის ჩვენებით კიხიმშიევის მკვლელობამდე ერთი წლით ადრეამ უკანასკნელის დის ქმარმა კონსტანტინე კავრიევმა მას განუცხადარომ,,ილია იმერლიშვილის და პავლე ფშავლიშვილის ბანდას განზრახული აქვს თავად ხიმშიევის მოკვლარადგან იგი ღიად დევნიდა თავად ჭავჭავაძის მკვლელებს  [14] (დოკ. # 7)

      ილიკო იმერლიშვილი ასევე დასახელებულია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილედ, 1914 წლით დათარიღებულ საარქივო მასალაშიკერძოდთბილისის სამძებრო პოლიციის ერთ-ერთ საქმეშირომელიც ეხება ილიკო იმერლიშვილის დაკავების ოპერაციას აღმოჩნდა საარქივო დოკუმენტებისადაც პირდაპირაა ნათქვამირომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილი და მისი რაზმელები მონაწილეობდნენ.
     ორ დოკუმენტშიპირველი ესაა _ 1914 წლის 15 იანვრით დათარიღებული თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის პოლიცმეისტერის სახელზე გაგზავნილი ორ გვერდიანი მოხსენებამეორე კი 1914 წლის 1 თებერვლით დათარიღებულიასევე თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებლის სახელზე გაგზავნილი სამ გვერდიანი მოხსენებასიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი,,ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა კერძო და თანამდებობრივი პირებისსოფლის მამასახლისებისსტრაჟნიკებისმემამულე თავად ილია ჭავჭავაძის (ქართველი მწერლის)” [15]  (დოკ. # 8)

უფრო გვიანდელი ანუ მეორე დოკუმენტის შინაარსი პირველისგან განსხვავდება იმითრომ მასში მითითებულია - აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია აგენტურული შეტყობინებების საფუძველზეო [16] (დოკ. # 9).
     
ამ დოკუმენტებში ასევე ნათქვამიარომ ილიკო იმერლიშვილი 1907 წელს დააპატიმრესმართლაცროგორც ზემოთაც აღვნიშნეილიკო იმერლიშვილი 1907 წლის დეკემბერში იმ დროს დააპატიმრესროდესაც ორ ათეულამდე სოციალ-დემოკრატ ტერორისტთან ერთად ცდილობდა საფოსტო მატარებლის დაყაჩაღებას.



       ილიკო იმერლიშვილი სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელადაა დასახელებული ამავე საქმეში არსებულ დოკუმენტშირომელსაც 1914 წლის 28 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი უგზავნის თბილისის პოლიცმეისტერს  [17] (დოკ. # 10)

         როგორც ზემოთ აღვნიშნერაც არ უნდა გასაკვირი იყოს ერთადერთი ადამიანივინც საბჭოთა პერიოდში ილია ჭავჭავაძის მკვლელად ილიკო იმერლიშვილი დაასახელაიყო ილია ჭავჭავაძის მოურავის დიმიტრი ჯაშის მეუღლე დარია ჯაშიმან საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1941-1942 წლებშიილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის გამოძიების წინა პერიოდში, 1941 წლის 6 ივნისს წინასწარი დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაშიგამომძიებლის კითხვაზე - ,,ვინ ღებულობდა მონაწილეობას ილიას მკვლელობაში?” გასცა შემდეგი პასუხი,,როგორც შემდეგ გავიგე ილიას მკვლელობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინაშვილი ყოფილი მამასახლისიიმერლიშვილირომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრიფშავლიშვილი გრიგოლაროგორც მახსოვს ფეიქრიშვილი იყო გაქცეული ყაჩაღად ტყეში [18] (დოკ. # 11)
მეტიც, დარია ჯაშმა1941-1942 წლებშიგიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის დროს ილიკო იმერლიშვილი ისე რომ არავინ ეკითხებოდა პირდაპირ დაასახელა მისი მეუღლის დიმიტრი ჯაშის მეგობრად.
      (ვფიქრობ, რომ ქვემომოყვანილი დოკუმენტი მკითხველს დააინტერესებს და ამიტომაც ვამატებ. თ. ს.) 2013 წლის ზაფხულში მე მოვიძიე ახალი საარქივო მასალები და აღმოჩნდა რომ, ილიკო იმერლიშვილის ,,იმერელთან" იგივეობის შესახებ ძალინ კარგად იცოდა ალექსანდრე კოჭლავაშვილმა, რომლიც თავის დროზე იყო უშიშროების საგამოძებო ნაწილის უფროსი. მან 1941 წელს ილიას მკვლელობის საქმეზე დაჰკითხა კიდეც დაპატიმრებული გიგლა ბერბიჭაშვილი. გ. ლეონიძის თხოვნით 1950-იანი წლების ბოლოს ა. კოჭლავაშვილმა დაიწყო ილიას მკვლელობის შესახებ მასალების მოძიება და 1957-1962 წლებში უნიკალური მასალები და დოკუმენტები მოაგროვა და დაარქივა. დაიწყო კიდეც ილიას მკვლელობის შესახებ წიგნის წერა. ... და ისიც როგორც ვნახე სხვადასხვა მასალები გავიდა სწორედ ილიკო იმერლიშვილზე, როგორც ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილეზე. გავიდა და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოაქვეყნა არაფერი. მიზეზი ჩანს მდგომარეობდა იმაში, რომ ჩანს მოძიებული მასალებიდან ა. კოჭლავაშვილმა დაასკვნა, რომ ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული არა მარტო ბოლშევიკებთან, არამედ იოსებ ჯუღაშვილთან, სტალინთან. ა. კოჭლავაშვილი კი ამ ადამიანის ერთ-ერთ თაყვანისმცემელთა რიცხვში შედიოდა. 
      ამ ჯერზე მხოლოდ ერთ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ მისი მასალებიდან. ალექსანდრე კოჭლავაშვილმა დარია ჯაში გამოკითხა  1957 დეკემბერში, ბათუმში, სადაც ეს უკანასკნელი თავის შვილთან ცხოვრობდა. ამ დოკუმენტში მოყვანილია დარია ჯაშის შემდეგი სიტყვები: ,,მკვლელთა შორის ასახლებდნენ ,,იმერელს" და ეს იყო იყო დ. იმერლიშვილი". ცხადია მხცოვან დარია ჯაშს მახსოვრობამ უმტყუნა და ილიკოს სახელი შეეშალა, რაც ოდნავადაც არ ამცირებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. (დოკ. 12ა) მკითხველს შეუძლია გადიდოს და ისე ნახოს ეს დოკუმენტი)

  ამრიგადზემოდასახლებული 1907, 1908, 1910, 1914, 1941 და 1957 წლით დათარიღებული დოკუმენტები ერთობლიობაში ავსებენ ერთმანეთსდა ჩემი აზრითსაბოლოოდ ადასტურებენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის ვინაობას.
      აღნიშნულ სტატიაში შევეცადე მკითხველისათვისკონკრეტულად კი ისტორიკოსებისათვის შედარებითიღრმა ანალიზის გარეშე მომეწოდებინა დოკუმენტების შინაარსირადგან ვთვლი - გამომდინარე თემის დელიკატურობიდანვგულისხმობ იმასრომ საკითხი ეხება ქართველი ერის ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ ფურცელსდოკუმენტების დედნების ასლში გაცნობაწაკითხვა და მკითხველის მიერ ავტორის მოსაზრებების გავლენის გარეშე გაკეთებული პირველადი ანალიზი უფრო მნიშვნელოვანია
    ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს ხელთ არსებული სხვა დოკუმენტებიც საკმაოდ საინტერესოა და მათაც უახლოეს ხანებში მივაწვდი მკითხველს.

(დამატებით ვაქვეყნებ დოკუმენტებს, სადაც 1930-იანი წლების დასაწყისში გ. ბერბიჭაშვილს, პ. ფშავლიშვილს, თ. ლაბაურს და სხვებს, მათ შორის ილიკო იმერლიშვილს რევოილუციონერებად მიიჩნევდნენ:







ეს კი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ,,ვინ მოკლა ილია"(რეჟისორი მიხეილ ბერინაშვილი. ილიას როლს ასრულებს მსახიობი კოტე თოლორდავა) ელექტრონული მისამართია, სადაც აისახა ჩემს მიერ მოძიებული დოკუმენტები:
  

                https://www.youtube.com/watch?v=Pn_MpN2-y38





ჩემი კვლევის შედეგების ამსახველი ბოლო გამოქვეყნებული სტატიები ასევე დადებულია ჩემს ბლოგზე, რომლებიც შეგიძლიათ აქვე მოიძიოთ:

http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2012-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2013-01-01T00:00:00-08:00&max-results=3

http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2013-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2014-01-01T00:00:00-08:00&max-results=2



და სხვები...

მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალ ,,საარქივო მოამბის" 2013 # 14 დაბეჭდილი უნიკალური, დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები და დოკუმენტები. ჟურნალის ამ ნომრის კონსულტანტი მე გახლავართ


http://archive.security.gov.ge/THE%20ARCHIVAL%20BULLETIN%20N14.swf










გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის სია:


1.         ,,რევოლუციური ტერორი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები 1905-1907 წლებში“, ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები“, . VIII, 2005, თბილისი; ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობასოციალ-დემოკრატები და ,,ოხრანკა“, ,,კავკასიის მაცნე“ # 15, 2006, თბილისი; ,,ილია ჭავჭავაძე და სოციალ-დემოკრატები“, ილია ჭავჭავაძის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციააკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007, თბილისი; ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“,  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ #1(3), 2008, თბილისი
2.         შუშანაშვილიალ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, თბილისი, ,,მერანი”, 1996, გვ. 223
3.         შუშანაშვილიალ., ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, თბილისი, ,,მერანი”, 1996, გვ. 44
4.         საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივიფონდი 97, აღწერა. 2, საქმე 35, გვ. 26
5.         საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილებაფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვ. 92-96
6.         სიმაშვილი, ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები" (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის), 2011, თბილისიგვ. 60-67
7.         გრიგალაშვილი, ,,თანამდევი სული”, . II, 2011, გვ. 511; ხინთიბიძეან., ,,1905-1907 წლების რევოლუციისა და რეაქციის პერიოდის მებრძოლები” (ქართული ფოლკლორის მიხედვით), თბილისი, ,,საბჭოთა საქართველო”, 1989, გვ.63-73
8.         სსცა. 115, აღ. 1, საქ. 2889, გვ. 133; 346
9.         სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 6; 9
10.       სსცა. 94, აღ. 1, საქ. 124, გვ. 30; სსცა. 115, აღ. 1, საქ. 429, გვ. 33
11.       სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7; 9
12.       სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 7-8
13.       სსცა. 114, აღ. 1, საქ. 1099, გვ. 9
14.       სსცა. 115, აღ. 2, საქ. 429, გვ. 345
15.       სსცათბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 3
16.       სსცათბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 18
17.       სსცათბილისის პოლიცმეისტერის სამძებრო განყოფილების ფონდი 97, აღწერა 1, საქმე 294, გვ. 15
18.       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილებაფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683

ეს კი 2011 წელს გამოსული ჩემი წიგნია ილიას მკვლელობაზე, მართალია ინფორმაცია აქ მოძველებულია, რადგან როგორც ზემოთ ნახეთ, ჩემს მიერ მოძიებული მრავალი დოკუმენტი შემდგომ (2012-2015) წლებში სრულად ამყარებს ჩემს დასკვნებს ილიას მკვლელების ნამდვილი ვინაობის შესახებ, თუმცა ვფიქრობ დაინტერესებული მკითხველისთვის ის საკმაოდ საინტერესო იქნება:

https://www.researchgate.net/publication/325392819_sotsial-demokrati_bolsheviki_teroristebi_ilia_chavchavadzis_mkvlelebi_ilias_mkvlelta_vinaobisatvis_tbilisi_2011